№31 ექიმის რჩევები

პასუხი: არსებობს მთელი რიგი მალამოებისა და კრემებისა, რომელიც ოპერაციის შემდგომ ნაწიბურს შეუმჩნეველს ან ნაკლებშესამჩნევს ხდის. მაგალითად, კონტრაკტუბექსის მალამო, ციკატრიქსი და სხვა.
კითხვა: ვარ 2 კვირის ორსული და საშვილოსნოს ყელზე მაქვს წყლული. მაინტერესებს, რამდენად საშიშია და თუ საჭიროებს მკურნალობას?
პასუხი: ამ ეტაპზე – არა, მშობიარობის შემდეგ კი მიმართეთ გინეკოლოგს.
კითხვა: მეტფორმინ დენკის დალევის შემდგომ შეიძლება, შაქარი ისე ძალიან დაწიოს, რომ ადამიანი ცუდად გახდეს? უწერია, რომ არ იწვევს ჰიპოგლიკემიას, მაგრამ რამდენად მართალია?
პასუხი: ეს პრეპარატი ნამდვილად არ იწევს მკვეთრად გამოხატულ ჰიპოგლიკემიას
კითხვა: ქრონიკული ცისტიტის მოსარჩენად მონურალი დამინიშნეს კვირაში ერთხელ, 9 კვირის განმავლობაში. შეიძლება თუ არა მონურალის ამდენჯერ მიღება ასეთი ხანგრძლიობით და რამდენად შედეგიანი იქნება მკურნალობა? და კიდევ მაინტერესებას, შეიძლება თუ არა ქრონიკული ცისტიტის მორჩენა?
პასუხი: ქრონიკული ცისტიტის მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად: ანტიბიოტიკებით, ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული საშუალებებით, ვიტამინებით, იმუნური სისტემის გამაძლიერებლებით და სხვა პრეპარატებით, რომლებიც ინდივიდუალურია ყველა პაციენტისთვის და უნდა დანიშნოს სპეციალისტმა. თუ ქრონიკული ცისტიტი გართულებულია შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსით, ბუშტის ყელის სკლეროზით, შარდსადინარის დისტალური ნაწილის სტენოზითა და სხვა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს მკურნალობის ოპერაციულ მეთოდს.
კითხვა: ინსულინოთერაპიაზე მყოფ პაციენტებს (პირველი ტიპის დიაბეტის დროს) 0,5-1 ერთეული ინსულინი სხეულის 1 კილოგრამზე დღეში გამოდის – 90 კილოგრამი წონის პაციეტისთვის – 90 ერთეული ინსულინი? სწორად ვგულისხმობ?
პასუხი: ინსულინთერაპიის გამოთვლა ხდება არა კილოგრამ წონაზე, არამედ გლიკემიის ხარისხიდან (სისხლში შაქრის დონე) გამომდინარე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე