კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 წყლულის მიზეზები და მკურნალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  პეპტიური წყლული არის კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის დამცავი ლორწოვანი გარსის დეფექტი (გარსი კონტაქტშია კუჭის მჟავებთან და ფერმენტებთან). ზოგადად, უფრო გავრცელებულია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ვიდრე კუჭის. შედარებით იშვიათია საყლაპავი მილის წყლული.
  ექიმებს მიაჩნიათ, რომ კუჭისა და წვრილი ნაწლავის წყლულის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამედროვე სტრესული ცხოვრება და კვების რეჟიმი. ასეთ მოსაზრებას ბოლო პერიოდში მსოფლიოში (მათ შორის ჩვენს ქვეყანაში) ამ დაავადებების მაღალი გავრცელებაც ადასტურებს – ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ერთხელ მაინც შეუწუხებია წყლულით გამოწვეულ კუჭის წვას და მუცლის ტკივილს.
  1980-იან წლებამდე პირობითად ითვლებოდა, რომ წყლული სტრესის, კუჭში მომატებული მჟავიანობისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობისა და ცხოვრების არაჯანსაღი წესის (მაგალითად, ცხიმიანი კვება, ალკოჰოლი, კოფეინი, თამბაქო) შედეგად ყალიბდება. მიღებული იყო, რომ ეს ფაქტორები კუჭში მჟავების ჭარბ გამოყოფას უწყობს ხელს, რომელიც თავის მხრივ, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ან საყლაპავის კედლების დამცავ ლორწოვანს აზიანებს.
  წყლულების განვითარებაში ეს ფაქტორები ნამდვილად დიდ როლს ასრულებს, მაგრამ შედარებით ახალი თეორიის მიხედვით, პეპტიური წყლულების ძირითადი გამომწვევი ბაქტერიული ინფექციებია. მართლაც, 1980-იან წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბაქტერია Helicobacter pylori (H. pylori) თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის 90 პროცენტში და კუჭის წყლულის 80 პროცენტში გვხვდება. თუმცა, ბოლო მონაცემებით ეს რიცხვები შედარებით იკლებს.
  წყლულების ჩამოყალიბებაში სხვა ფაქტორებიც მონაწილეობს. ფართოდ მოხმარებადი ტკივილგამაყუჩებლების ზედმეტი დოზით მიღება, ჭარბი ალკოჰოლი, ფსიქოლოგიური სტრესი და მოწევა ართულებს დაავადებას და შესაძლოა, იწვევდეს კიდეც წყლულების განვითარებას, განსაკუთრებით H. pylori-ით ინფექციის მქონეებში.
  სხვა კვლევები აჩვენებს, რომ კუჭის წყლული უფრო ხშირად მოხუცებში ვითარდება. ეს შესაძლებელია, იმით აიხსნას, რომ ართრიტი მოხუცებში საკმაოდ გავრცელებულია და ართრიტული ტკივილების მოსახსნელად ბევრი მათგანი ყოველდღიურად იღებს ასპირინსა და იბუპროფენს. სხვა განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ასაკოვან პირებში პილორუსის (სარქველი კუჭსა და თორმეტგოჯას შორის) მოდუნება, რაც ნაღველის კუჭში ჭარბ გადმოსვლას და მისი ზედაპირის გაღიზიანებას უწყობს ხელს.
  ასევე, უცნობი მიზეზის გამო, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პირებში პეპტიური წყლულის სიხშირე უფრო მაღალია, მეორე ჯგუფის სისხლის მქონეებში კი მეტია კუჭის კიბოს განვითარების რისკი.
  საბედნიეროდ, პეპტიური წყლულები, უმეტესად, ადვილად იკურნება. თუმცა, მათ მაინც შეიძლება ახლდეს გარკვეული საშიში გართულებები – ანემია, პროფუზული სისხლდენა, კუჭის კიბო – ამიტომ წყლულის სამედიცინო მეთვალყურეობა აუცილებელია.
   ხშირად წყლული ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ზოგჯერ კი შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: წვის ან „ღრღნის“ შეგრძნება მუცლის შუა ან ზედა ნაწილში, საკვების მიღებამდე ან ღამით, მუცლის შებერილობა,  გულძმარვა, გულისრევა ან ღებინება. მძიმე შემთხვევებში კი – მუქი ან შავი განავალი (სისხლდენის გამო), სისხლიანი ღებინება (ყავის ნალექის ფერის), წონაში კლება, ძლიერი ტკივილი მუცლის შუა ან ზედა ნაწილში.
  მიუხედავად იმისა, რომ წყლული ხშირად თავისით ხორცდება, მისი ნიშნების იგნორირება არ შეიძლება. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, წყლულმა შეიძლება, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებამდე მიგიყვანოთ, განვითარდეს: კუჭიდან სისხლდენა, პერფორაცია (კუჭის კედელში ღია ხვრელის გაჩენა), შეშუპებითა და შეხორცებებით გამოწვეული კუჭის გამოსავალის ობსტრუქცია, რომელიც კუჭიდან წვრილ ნაწლავში საკვების გადასვლას აფერხებს.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების (ასპირინი, იბუპროფენი და სხვები) უკონტროლო მიღებამ შეიძლება, წყლულის განვითარება გამოიწვიოს. ამის რისკი განსაკუთრებით მაღალია მოხუცებში და მათში, რომელთაც ავადმყოფობის ისტორიაში პეპტიური წყლული აღენიშნებათ.
წყლულის განვითარების რისკი რომ შეამციროთ, საჭიროა, უარი თქვათ მოწევაზე, ერიდეთ ალკოჰოლს, არ მიიღოთ ზედმეტი ასპირინი და ამ ჯგუფის სხვა მედიკამენტები. წყლულის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
скачать dle 11.3