№31 ლეღვის სამკურნალო თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ახალდაკრეფილ ლეღვს, პრაქტიკულად, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. მისმა საკვებად გამოყენებამ შესაძლოა, ერთეულ (იშვიათ) შემთხვევებში მიაყენოს ადამიანს ზიანი. ეს ხილი უკუნაჩვენებია მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, აგრეთვე, იმ პირებისთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის მწვავე პათოლოგიები ან პოდაგრა აწუხებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მექსიკელი მეცნიერებისა და ექიმების მტკიცებით, ლეღვი არ არის უკუნაჩვენები მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. ყველა დანარჩენი უკუჩვენება უკავშირდება ლეღვის ჩირის (ანუ გამომშრალი ხილის) საკვებად გამოყენებას, რადგანაც ეს უკანასკნელი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს.
* ლეღვის ჭამა განსაკუთრებით სასარგებლოა უზმოზე. C ვიტამინის, ბეტა-კაროტინის, ანტიოქსიდანტების, ამინმჟავებისა და B ჯგუფის ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ის იდეალური საუზმეა;
* ლეღვი საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევის სინდრომისგან თავდასაღწევად. მისი წყალობით ქრება გულისრევა, წყურვილის გრძნობა და პირის სიმშრალე;
* ლეღვი ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ხსნის მოთენთილობას. ყოველივე ეს ნაყოფში უხვად შემავალი მაკროელემენტების – ადამიანის სულიერი კომფორტისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი კალციუმის, მაგნიუმისა და კალიუმის დამსახურებაა.
ლეღვის ფოთლის რძე კი საკმაოდ ეფექტური შხამსაწინააღმდეგო ანტიბოიტიკია. დადებითად მოქმედებს მორიელის ან ობობის დაკბენილზე. ლეღვის ფოთლის რძე ნაზად წაისვით იმ ადგილებში, სადაც ნაკბენი გექნებათ.
ძალიან სასარგებლოა ლეღვის რძეც. ხელის თითებზე ამოსული მეჭეჭებისთვის ლეღვის რძე ყველაზე ეფექტურია. აქედან გამომდინარე, სამედიცინო რჩევებს თუ გავითვალისწინებთ, არ არის აუცილებელი ექიმთან წასვლა და ზედმეტი თანხის დახარჯვა მეჭეჭების მოსაშორებლად. სცადეთ ლეღვის ფოთლების სამკურნალო რძე.