კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ მოვაგვაროთ ცოლთან პრობლემები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  საუდის არაბეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა მეცნიერმა და მქადაგებელმა, შეიხ აიდა ალ-კარნიმ მამაკაცებს ოჯახური კონფლიქტების დარეგულირების საიდუმლოება გაუზიარა. სწორედ ამ ავტორს ეკუთვნის წიგნი – „ნუ მოიწყენ“, რომელიც მსოფლიოში საკმაოდ მოკლე დროში  გახდა ბესტსელერი – ის 30 ენაზე ითარგმნა, ხოლო წიგნის საერთო ტირაჟმა 10 მილიონს გადააჭარბა.
  შეიხ ალ-კარნიმ თავისი უნიკალური მეთოდის შესახებ, რომელსაც სულ რაღაც, ხუთ წუთში მეუღლესთან ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეუძლია, მუსლიმ აუდიტორიასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ამ თემაზეც ისაუბრა. „დიდი აღმოჩენების გაკეთება არა მხოლოდ აინშტაინსა და ნიუტონს, არამედ აღმოსავლეთსაც შეუძლია, – თქვა მან,  – აიშნტაინმა თუ „ფარდობითობის თეორია“ წამოაყენა, აღმოჩენა  მეც გავაკეთე. მას „ოჯახური ცხოვრების სასწაულმოქმედი საშუალება“ ჰქვია და სულ მალე ამ მეთოდის გამოყენება მრავალი წყვილისთვის ოჯახური ბედნიერების საწინდარი გახდება.  მეთოდი მამაკაცებისთვისაა, თუმცა არც ქალებისთვის იქნებოდა ურიგო:
  1. მეუღლესთან კამათისას, ეცადეთ, უხეშად არ  უპასუხოთ, რათა  თქვენი მაღალი საუბრის ტონითა და მუქარით კიდევ უფრო მეტად არ შეაშინოთ. ნუ ეტყვით მას ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: მოკეტე რა, შენ ცდები...
  2. მას საკუთარი განცდების ბოლომდე გამოხატვა სჭირდება, მიეცით ამის საშუალება. ამ დროს, ნუ იქნებით ტელევიზორს, კომპიუტერს მიშტერებული,  არ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მას ყურადღებას არ აქცევთ.
  3. დაუთმეთ მას. საუბრის მომენტში მშვიდად დახარეთ თავი და იჯექით თქვენთვის წყნარად. მართალიც რომ იყოთ, არავითარ შემთხვევაში არ შეეპასუხოთ, სიმართლის მტკიცების დროც მოვა.
  4. უთხარით: რა თქმა უნდა, შენ მართალი ხარ, ვინანიებ ჩემს საქციელს და გპირდები, რომ ეს აღარასდროს განმეორედება.
  5. სთხოვეთ მას პატიება.
გახსოვდეთ, ქალი ყოველთვის უფრო ემოციურია, ვინაიდან მას გრძნობები განაგებს, თუმცა, როგორც წესი, ის მამაკაცთან შედარებით ბევრად გულმოწყალეა.
  ქალი მუდმივად ზრუნავს თავის ახლობლებზე და ცდილობს, მათ კომფორტული გარემო შეუქმნას. თავის მეუღლეს სულიერ სითბოს სჩუქნის. ზრუნავს და უვლის მას. ამიტომ, თქვენი მეუღლის წინაშე დათმეთ პოზიციები და მასთან კამათს ნურასდროს შეეცდებით.

შეაყვარე თავი

  ბუნებრივია, რომ პაემანზე წასვლის წინ ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე არავინ მიდის და ბევრ შეცდომასაც უშვებს.  დავიწყოთ იმით, რომ  ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თუმცა,  ზოგიერთი ქალი უფრო ადვილად ახერხებს კაცების გულის მონადირებას. ხშირად მასზე ბევრად უფრო ლამაზ ქალებზე ადვილადაც კი. ეს იმიტომ, რომ ისინი კარგად ერკვევიან ფსიქოლოგიაში.
ფსიქოლოგები ადამიანისთვის თავის შეყვარების სამ ეტაპს გამოყოფენ:  ჯერ ყურადღება უნდა მიიქციო, მერე დააინტერესო და ბოლოს შენთან ურთიერთობის სურვილი გაუჩინო.
  გთავაზობთ ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ და ნაცად  რამდენიმე მეთოდს, რომლებიც აუცილებლად მიგიყვანთ მის გულამდე:
  * გამოიყენეთ სხეულის ენა – მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კომუნიკაციის დროს ინფორმაციის მხოლოდ 20-30 პროცენტის გადაცემა ხდება ვერბალურად, დანარჩენზე სხეული მეტყველებს. სასიყვარულო ურთიერთობის საწყის ეტაპზე არავინ ინტერესდება საპირისპირო სქესის გლობალური აზრებით, მიზიდულობა ერთმანეთთან გარკვეული იმპულსების გაგზავნით ხდება. განსაკუთრებით ეფექტურია თვალებით თამაში. როდესაც ემოციურად აგზნებულია ადამიანი, თვალებს ჩვეულებრივზე მეტი სიხშირით ახამხამებს. გადაიხარეთ  მისკენ და ეცადეთ თვალებში უყუროთ. ამბობენ, დიდხანს თვალებში ყურებით შესაძლოა, ადამიანი შეგიყვარდესო, ერთმანეთზე გული როცა უცრუვდებათ, მაშინ უკვე თვალის არიდებას იწყებენ. გამოიყენეთ თვალების მაგია.
  * დაემსგავსეთ მას – მსგავსება ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის მოხიბვლის საქმეში. „მსგავსები ერთმანეთს იზიდავენ“ – ეს კოსმიური კანონია. ჩვენ გვიყვარს ჩვენნაირები. ვეძებთ ჩვენნაირებს. როცა ვინმესთან ძალიან ბევრ საერთოს ვიპოვით, მუცელი პეპლებით გვევსება. ქამელეონის ეფექტი სცადეთ: რასაც უნდა აკეთებდეს, აჰყევით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის აჩრდილს უნდა დაემსგავსოთ.  უბრალოდ; ერთმანეთს უნდა აჰყვეთ. ფეხბურთი უყვარს?  თამაშებზე ერთი ორჯერ თუ გაჰყვებით და დიდი ენთუზიაზმით უყურებთ, იდეალური გოგოს იმიჯი გარანტირებული გექნებათ.
  * ეცადეთ, ხშირად მოხვდეთ თვალში – ადამიანის მიმართ სიმპათია მასთან შეხვედრების პირდაპირპროპორციულად იზრდება. ყველაზე მეტად საერთო ინტერესები წაგადგებათ. თუკი ორივე დადიხართ საცურაო აუზზე ან, უბრალოდ, ერთსა და იმავე კაფეში... ეს შესანიშნავი ვარიანტი იქნება. თუმცა ზომიერება აქაც მნიშვნელოვანია, ყველგან თავზე თუ დაადგებით, აუცილებლად დაფრთხება. ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და „შემთხვევითი“ უნდა იყოს.
  * ეცადეთ, გქონდეთ რაიმე საიდუმლო მასთან – საიდუმლოს გამხელა, გულის გადაშლა, ნდობაა და ურთიერთობის დაწყების საფუძვლად შეიძლება, ჩაითვალოს. შეგიძლიათ, ძალიან უბრალო რამეებით დაიწყოთ – თქვენი ოჯახით, მეგობრებით, მერე კი პიროვნების გახსნაზე გადახვალთ, ისაუბრებთ იმაზე, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ… მარტო თქვენი თავის წარმოჩინებით ნუ იქნებით დაკავებული, დაუსვით შეკითხვები და ეცადეთ, ორივემ თანაბარი ოდენობით ისაუბროთ.
  * ეძიეთ ადრენალინი ერთად – გადახდენილი თავგადასავლები ადამიანებს ერთმანეთის მიმართ სექსუალურ ლტოლვას უჩენს, როდესაც ადამიანს პეპლები ეპარება მუცელში, ტვინში დოპამინი და ენდორფინები გამოიყოფა, რომელიც კოკაინის მსგავსი ნივთიერებაა. ადრენალინის გამომუშავების უამრავი ხერხი არსებობს – შეგიძლიათ, სათამაშოდ წახვიდეთ ერთად ან უყუროთ, თუნდაც, საშინელებათა ფილმს... სულ მასზე ფიქრობთ, მასთან ყოფნა გინდათ, მაგრამ ეს ეიფორია დიდხანს არ გრძელდება და ერთ-ორ თვეში სულ სხვა რეაქციები ჩაანაცვლებს. თუ გინდათ, ის ქიმია ცოტათი მაინც შეინარჩუნოთ, ხშირად ჩაეხუტეთ.
  * და ბოლოს – გიყვარდეს საკუთარი თავი – საინტერესო ადამიანი ნიშნავს ადამიანს, ვისთან ყოფნაც საინტერესოა. ძალიანაც ნუ შეაკლავთ თავს მისი მოხიბვლის მცდელობას, აკეთეთ ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გიხარიათ, რაც ბედნიერებას განიჭებთ. გახსოვდეთ – ბედნიერი ადამიანი ძალიან მომხიბვლელია!

скачать dle 11.3