კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ დართო პუტინმა სამხრეთელ ოსებს რუსეთის ტერიტორიაზე უვადოდ დარჩენის ნება და რატომ დაადგნენ აზერბაიჯანელები რუსეთის მიერ გაკვალულ გზას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  თუკი რამდენიმე თვის წინათ პრ.-მა პუტინმა აფხაზ სეპარატისტებს გაუკეთა საჩუქარი და მკურნალობას დაჰპირდა (უფრო ზუსტად, რუსეთის პასპორტის მქონეებს რუსეთის ჯანდაცვის სისტემის სიკეთეებით სარგებლობის ნება დართო, ცხადია, თბილისის მიერ განხორციელებული სამედიცინო დახმარების პროგრამის საპირწონედ), ახლახან ოს სეპარატისტებს მისცა უფლება, განუსაზღვრელი ვადით დარჩნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ხოლო ამასობაში, ჩვენთან რუსი ტურისტების ჩამოსვლა აკრძალა და კეთილი ძიას როლიც მოირგო – სრულ ეკონიმიკურ ემბარგოს ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს ვერ დავუწესებო. ამის პარალელურად, უკვე რამდენი წელია, რუსი პოლიტიკოს-პოლიტოლოგ-ჟურნალისტები ერთ ხმაში აცხადებენ, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ ინტერესი დაკარგა. მეორე მხრივ, თუ მართლაც დაკარგა, მაშინ რატომ ეწინააღმდეგება „ნატოს“ გაფართოებას?! ასეა თუ ისე, უცნაური პოლიტიკური თამაშის მომსწრენი  ვართ, რის შესაძლო მოტივებსა და მიზნებზე აკაკი ასათიანთან ერთად ვისაუბრებთ.
– რა თამაშს გვეთამაშება დედამიწის მერვედზე გადაჭიმული სახელმწიფოს პირველი პირი და რატომ იქცა მისთვის სამყაროს ცენტრად საქართველო, 67 000 კვ. კილომეტრის პატრონი ქვეყანა? რატომ დახურდავდა ჩვენზე და ჩვენს სეპარატისტებზე, სხვა საქმე არ აქვს?
– ვფიქრობ, ეს არის დიდი იმპერიის უკიდურესი დაწვრილმანების ნიშანი, როგორც პრიმიტიულ ადამიანებს ახასიათებთ ხოლმე საკუთარი წარუმატებლობის მიზეზად ვინმეს ან რამის ამოჩემება და ყველაფრის დაბრალება, იმის მსგავსი. ამ მიზეზით არიან კონცენტრირებული ჩვენზე. ჯერ ერთი, იმთავითვე დაეწესებინათ აფხაზებისთვის სამკურნალო შეღავათები. თან, სხვა პირობით სთავაზობენ, ვიდრე ჩვენ. ტურისტების არგამოგზავნით დასავლეთს პასუხობს – თქვენ მე მახრჩობთ, მე თქვენს ფავორიტს დავახრჩობო. მან ნახა, რომ სანქციებმა იმოქმედა რუსეთზე, ამის გამო გაბოროტებულია და რეიტინგიც დაუქვეითდა, რომ არ ჰქონია, ისე. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ჩვენ მიმართაც იგივე მეთოდი გამოიყენოს, რასაც მის მიმართ იყენებს დასავლეთი.
– მკითხველს შევახსენოთ, რომ ამჟამად პუტინის რეიტინგი ყველაზე დაბალია ბოლო 13 წლის განმავლობაში.
– დიახ და კიდევ უფრო დაეცემა. ჩვენდამი მისი დამოკიდებულება გათვლილია შიდა მოხმარებაზე, რომ მაგარია და ვიღაც მაინც იპოვა დასაჩაგრი. არადა, უნდა მიმხვდარიყო ამდენ ხანს, 70 წლის განმავლობაში, რომ ასე ადვილად დასაჩაგრებიც არ ვართ. დღეს ის უკვე აღარ არის დიდი იმპერიის მმართველი, რაც უნდა იბრიქებოდეს. ვითომ გაბუნია არაფრად ჩააგდო, მაგრამ თვალი მიუდევნებია, რომ ორი თვით გაუშვეს შვებულებაში. თუ არაფრად გიღირს, იმის შვებულების დღეებს რატომ ზომავ?! მაგრამ ამას აკეთებს შიდა მოხმარებისთვის, თუმცა იქაც აღარ ჭრის უკვე. ელცინისდროინდელი ქაოსის შემდეგ რუსულმა დემოკრატიამ, სამწუხაროდ, ასეთი სახე მიიღო. დემოკრატიას დიდი გამოცდილება სჭირდება, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით, მმართველებმა, გააცნობიერონ, რომ დემოკრატია, უპირველესად, წესრიგია. ვიღაცას ჰგონია, რომ ეს პარადოქსია, მაგრამ დემოკრატია არის წესრიგი, დათქმული წესებით თამაში.
– აღმოჩნდა, რომ ჩვენთვისაც უცხოა დათქმული წესებით თამაში. დემოკრატია აღვიქვით, როგორც აღვირახსნილობა.
– მაგრამ რუსეთს ვერც შევადარებ. ცალკე თემაა, როგორ გვაქვს საქმე ნამდვილ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, თორემ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან შედარებაც კი შეუძლებელია.
– რა თქმა უნდა.
– ეს არის თავისუფალი ქვეყანა, ნახეთ, ხალხი რეებს ყაყანებს და რა ამბავშია, ექადნება, გინდა ფარულ და გინდა აშკარა, მმართველს, ბაქი-ბუქია, მაგრამ აქ ამის საშუალება მაინც არის, რუსეთში ნაკლებადაა. თუმცა იმდენი მაინც ესმის პუტინს, რომ უნდა მოითმინოს გამოხდომები თავის წინააღმდეგ. არ ხვრეტს ოპონენტებს, მხოლოდ 10-15 დღით აპატიმრებს, ოღონდ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს. ეს არის ყველაზე დიდი ნიშანი იმისა, თუ რა ზომამდე ეშინია მათი. ეს მისი წესრიგია. მოქმედებს „ათას ერთი ღამის“ პრინციპი და შეწყვიტა შეჰერეზადამ ნებადართული სიტყვები. ამის მიუხედავად, რუსეთში რაღაც წრე კიდეც ლაპარაკობს, კიდეც აქვეყნებს თავის საპირისპირო აზრებს, მაგრამ ეს არის ლოკალიზებული, შუაღამეს რომ გადასცდება, იმ დროს გადის ტელევიზიებში ან გადის საკაბელოებზე. ვითომ არჩევნებიც ტარდება, გაყალბებაც არ ხდება იქ, რადგან უბრალოდ, ასეთი საზოგადოებაა. ოღონდ მაინც ვერაფერს დაგვაკლებს, თუმცა შეგვაწუხებს. საოცარი რამაა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და როდესაც ერთ ციდა სახელმწიფოს უყეფს დიდი და მძლავრი, რაც ნაკლებად შეიმჩნევს, უკეთესია. უბრალოდ, ხანდახან ისტორიული წიაღსვლები რომ ახასიათებთ მასა და ლავროვს, ამას შესამაბისი დონის ხელისუფალმა უნდა უპასუხოს ჩვენი მხრიდან ძალიან მშვიდად და დამრიგებლურად, მოკლე ცნობის, აი, „სპრავკას“ რომ უწოდებენ, იმ სახით. ვინც ამ ისტორიულ ტექსტებს უწერს, მან იცის, რომ ეს ბოდვაა, მაგრამ განზრახ წერს, ეგებ რუსები დაარწმუნონ, რომ მათი ხელისუფალი მართალია და ქართველებმა ოსები და აფხაზები დაიპყრესო. კომიკური ისაა, რომ ამის დამწერი ჩეჩენია. სურკოვს ვგულისხმობ.
– აზერბაიჯანელები რატომ აჰყვნენ რუსეთს პათოსში? აზერბაიჯანელმა ისტორიკოსმა ახლა ის გამოაცხადა, თბილისი ძირძველი აზერული ქალაქიაო.
– აზერბაიჯანმა თავის თავს მიხედოს, ისეთი უკმაყოფილება გროვდება იქ. როცა ხალხი „ევრონიუსსა“ და „სი ენ ენზე“ ფულს დახარჯავს იმის გამო, რომ ტოლმის პროპაგანდა გასწიოს, ჩვენია, აზერბაიჯანულიაო, ესე იგი, იმ ხალხს ამის გარდა არაფერი გააჩნია. ძალიან სიმპათიით ვიყავი მათდამი, ვარ და ვიქნები კიდეც, მაგრამ ფაქტი ფაქტია. ეს არის შირვანისა და არანის ტერიტორია. ნიზამით რომ ამაყობენ, შირვანშაჰს შეუთვალია თავის დროზე, მაგ ძაღლების ენაზე ნუ წერ, სპარსულად დაწერეო.
– რამდენიმე დღის წინათ ვეკამათე აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ძალიან გადაამლაშა თბილისზე ჩვენმა აკადემიკოსმა, საქართველო ჩვენი გასასვლელია თურქეთზე, ამიტომ ჭკვიანურად და წყნარად ვიმოქმედოთო, აჭარაში თურქები არიან, ჩვენ კი ბორჩალო გვაქვსო. ცხადია, შევახსენე, რომ ბორჩალოელები იმ დროიდან არიან ქართული სახელმწიფოს ერთგულები, როდესაც აზერბაიჯანი წარმოსახვაშიც არ არსებობდა-მეთქი. სხვათა შორის, ძალიან მოსწონს მიხეილ სააკაშვილი.
– ამ უმეცარმა ხალხმა ხომ ტვინი წაიღო, გამანიაკებულები არიან უკვე და ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური და გონებრივი მონაცემების პრობლემა. „ნაციონალები“ იყვნენ კრიზისმენეჯერები და 9 წლის განმავლობაში დაალაგეს, გადააგეს, ვიღაცეები დაიჭირეს, სხვა არაფერი გაუკეთებიათ. ასეთი სარემონტო ბრიგადა შეგიძლია, გამოიძახო რაღაცის გასაკეთებლად. მართალია, ისინი ჩვენ არ გამოგვიძახია, მაგრამ იყო ამის წინაპირობა, იმდენად ღორული მმართველობა დაამყარა დიდმა, ვითომ პოლიტიკოსმა, ამხანაგმა შევარდნაძემ. მოკლედ, ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ ჩვენს საქმეს. ხორბლის 90 პროცენტი რომ შემოგაქვს რუსეთიდან, ესე იგი, სხვა გზა უნდა გამონახო და ხომ შეიძლება, აქაური მარცვლეულის მომყვანები, აღმოსავლეთში – ხორბლის და დასავლეთში – სიმინდის გადასახადებისგან ათი წლის განმავლობაში მაინც გაათავისუფლო?! მაგრამ იმპორტიორების წილში არიან და ამიტომაც ვართ ამ დღეში, ასე რომ, საკუთარ პრობლემებს უნდა მივყვეთ. ბუზს ვერ აგვიფრენდა რუსეთი, გონივრულად რომ გვემოქმედა. ტურისტი კი მაინც ივლის და დასავლეთიდანაც შემოვლენ. თორემ აღმოსავლელი ტურისტებით ისეა მოფენილი აქაურობა, ფეხს ვერ გადაადგამ, რომ არ დააბიჯო ჩადრის ან მამაკაცის კაბის კალთას, მაგრამ რაც არის, არის, ტურისტებად იყვნენ. მათთვის ეს მიწიერი სამოთხეა, რომ არც დასიზმრებიათ თავიანთ ქვეყანაში, ისეთი. დასავლელებისთვის ეგზოტიკაა, რუსებისთვის – შედარებით ახლობელი ადგილი და შეიძლება, ამისიც შეეშინდა პუტინს. რუსების ახალი თაობა ეგუებოდა იმას, რომ ეს არის სხვა ქვეყანა, მაგრამ ხალხი მათდამი კეთილგანწყობილია და თავს გრძნობდნენ ძალიან კომფორტულად, გარდა ქვეყნის სილამაზისა. მთლად ისეთი რეაქციაც ვერ მიიღეს სანქციებით, ამიტომ ვითომ დამატებითი სანქციები გააჩერა. მაგრამ მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა დამთავრდა, გაუვიდა ყავლი, თუმცა არც სხვა დროს გამოსდიოდა მაინცდამაინც. ერი და ნაცია თუ ბოლომდე წამხდარი არ არის და გაძლების მინიმალური დონე მაინც აქვს, ასეთი მეთოდები არ გაჭრის, ჩვენ კი არათუ მინიმალური, გამძლეობის მაქსიმალური დონე გვაქვს ისტორიულად და ასეთი ახირებები ვერაფერს დაგვაკლებს. მით უფრო, რაღაც მანიაკური სახე მიიღო ასეთმა დამოკიდებულებამ. თან – მათთვის უკვე ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობაც არ აქვს საქართველოს, მაგრამ, ხომ ხედავთ, სირიაშიც კი ებღაუჭება იმპერიის ნარჩენებს, რომ როგორმე რაღაც შერჩეს, მაგრამ აღარ არის ეს ის ძველი იმპერია. წაშლიან მას შტატები, დასავლეთი, ჩინეთი თუ ინდოეთი. კუმშავენ პოლიტიკურად და მალე ტერიტორიულადაც შეკუმშავენ. ჩინელები ასი ათასობით სახლდებიან რუსეთის აღმოსავლეთში და ელემენტარულად, მათ უკვე მიწებს ჩუქნიან. ხომ გვესმის, რას ნიშნავს ასწლიანი იჯარა?! წაიღებს იმ ტერიტორიას ჩინეთი ყოველგვარი ომების გარეშე. უცნაურია, მაგრამ რუსს დასავლეთის პათოლოგიური ზიზღი აქვს, აი, ველურებს რომ სძულდათ რომი, იმ ტიპის. პეტრე პირველი ხომ გადარეული იყო, მაგრამ, რაც დღეს არიან, უფრო ზუსტად, რაც იყვნენ თავიანთი განვითარების პიკში, ის ხომ პეტრეს დამსახურებაა, მაგრამ ჩქმალავენ, იმიტომ რომ ის მედასავლეთე იყო. სამეულშიც კი არ მიაკუთვნეს ადგილი, მართლაც ქართველი არ აღმოჩნდესო.
– ამასობაში, ფაქტობრივად, ცლის ტერიტორიას ცხინვალში. ახლა ისედაც 30 000-ნი არიან.
– ხვალ იქნებიან 30-ნი, თან, ჩრდილო ოსეთში 30 პროცენტითაა შემცირებული ოსურის მცოდნეთა რიცხვი. აქრობენ ამ ენთოსს. ბოლოს და ბოლოს, სამხრეთელებს, ჩრდილოეთ ოსეთში რომ რუსულდაბოლოებიანი გვარები ჰქონდათ და აქ ჯუსოითი და კოკოითი დაიბრუნეს, ეს მაინც უნდა დაეფსებინათ, სხვა თუ არაფერი. რუსებს, უბრალოდ, ბაზები უნდათ და აქვთ. ბაზები კი გავა და უფრო ადვილად გავა, ვიდრე ტერიტორიის შემოერთების სხვა მეთოდები გამოგვივა.

скачать dle 11.3