კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ნინო ბარათაშვილი: როცა ემოცია მაწვება, ცხვირის წვერი მეწვის

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  იშვიათად მინახავს ისეთი ენერგიული, სიცოცხლით სავსე, ოპტიმისტი და ლაღი ადამიანი, როგორიც ტელესახე ნინო ბარათაშვილი, ანუ შაინინაა. მისთვის ცხოვრებაში თამაში მიუღებელია და ამბობს, რომ გულწრფელობა მისი ხასიათიდან მოდის, რაც გამოცდილების ხარჯზე შეიძინა. სტრესი კი – ერთგვარი გამოწვევა, რომელიც წინ წაწევის საშუალებას აძლევს. მიაჩნია, რომ გამოწვევები, რასაც ცხოვრება უმზადებს, მისთვის კარგი გაკვეთილია.
  ნინო ბარათაშვილი: მე რობოტი არ ვარ, ვარ ადამიანი და მაქვს ბუნებრივი განცდები, რასაც ჰქვია შიში, სტრესი, სიყვარული, ბედნიერება. ჩემზე ყველაფერი მოქმედებს, რასაც ბუნებრივი განცდა ჰქვია. თუმცა, მე ასევე ვარ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია იცხოვროს დუნედ. მივხვდი, რომ თუ ჩემს ცხოვრებაში სტრესი არ არის, ვერ ვვითარდები. რაც უფრო მეტია წნეხი, მით მეტად მაქვს ძალა, ვიბრძოლო და წინ წავიდე.
– რამდენად ხშირია შენს ცხოვრებაში ასეთი მასტიმულირებელი სტრესები და გამოწვევები?
– არც ისე ცოტაა და თუ არ არის, მე თავად ვიქმნი (იცინის).
– ეგ როგორ?
– მაგალითად, „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება ჩემთვის იყო აბსოლუტურად დუნე, სწორი მდგომარეობიდან ემოციების კასკადში გადანაცვლება, სადაც რა მოხდება, კაცმა არ იცის – ხან ზემოთ ხარ, ხან – ქვემოთ, ხან შიში გაქვს, ხან – განცდა. ამ შიშის, თავმოყვარეობის შელახვის, ბევრი უსიამოვნო ფაქტორის გათვალისწინებით, ცდილობ, გვერდი აუარო ყველაფერ ამას ისე, რომ შენიშვნა არ მიიღო. ამ შემოვლითი გზების პოვნის დროს ვითარდები რეალურად ადამიანი. როცა გეტყვიან: ვაიმე, ცუდად გამოიყურები, ამ დროს იწყებ ფიქრს, როგორ მოხვიდე ფორმაში. ან დაგიწუნებენ ცოდნას და იწყებ იმ მიმართულებით განვითარებას, რაშიც შენიშვნა მოგცეს. ჰოდა, მეც ვცდილობ, მოვიძიო შემოვლითი გზები, განვვითარდე, სტრესისა და განცდის ფონზე მივიღო გამოცდილება და წინ წავიწიო.
– „მასტერშეფს“ შევეხეთ. თავად ახსენე, კონკურსზე, თავმოყვარეობის შელახვა და შენიშვნაც „მოსულაო“. და მაინც, როცა თავი პროფესიონალი გგონია, ძალიან მაგარი კერძი გააკეთე და ამ დროს, შენიშვნას გაძლევენ, შენს ნახელავს იწუნებენ, დავიჯერო, ამ დროს გული არ გწყდება?
– მე არასდროს მეშინია შენიშვნის, თუ მას პროფესიონალი მაძლევს. თუმცა, ჩემთვის შეურაცხყოფა მიუღებელია როგორც პროფესიულ სარბიელზე, ისე პირად ცხოვრებაშიც, კონკურსებზეც და შოუებშიც. როცა მიდიხარ კონკურსზე, სადაც შეჯიბრებაა, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. ერთადერთი, რაც არ მიყვარს, ეს არის შედარება, როცა სხვას მადარებენ და მეუბნებიან: იმან უკეთესად გააკეთა, ვიდრე შენო. ეს შეურაცხყოფის ტოლფასია. საბედნიეროდ, „მასტერშეფში“ მსგავსი შედარებები არ ყოფილა. ამ შოუს ფარგლებში ბევრი ისეთი რამ გავაკეთე, რაც ცხოვრებაში არ გამიკეთებია. მაგალითად, გოგრა გამომიცხვია, მიწის თხილის კარაქი გამომიყენებია, ბეკონიც შემიწვავს, მაგრამ სახლის პირობებში მომზადების დროს ეს კომპონენტები ერთად არასდროს გამომიყენებია. მიმაჩნია, რომ გამოწვევებს კარგად ვართმევ თავს და შეფასებებსაც, პროფესიონალებისგან საღად ვიღებ. შინაგანი ბალანსიც მაქვს და არ მივალ იქ, სადაც ჩემი თავის იმედი არ მაქვს. რომ არ მეფიქრა, რომ ათეულში მოვხვდებოდი, „მასტერშეფში“ არ მივიდოდი. ათეულში მოხვედრა ჩემთვის უკვე ნიშნავდა გამარჯვებას და გამოწვევას, რასაც ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი. 44 წლის ასაკში, როცა საკუთარი თავის უკმაყოფილო ხარ, გინდა, კიდევ უფრო გაიზარდო და ისწავლო, ვფიქრობ, მსგავსი პროექტები და შოუები კარგი გამოსავალია. ასეთი შოუები, საკუთარი გამოცდილების ხარჯზე, გაძლევს საშუალებას კიდევ უფრო წინ წახვიდე და არ მოდუნდე.
– ქალებს სუსტ სქესად მოგვიაზრებენ. შენში რამდენად გრძნობ შინაგან სიძლიერეს და როდის იღვიძებს ძლიერი ინსტინქტები?
– ჩემში ძლიერ ინსტინქტებს გაღვიძება არ სჭირდება, სულ ღვიძავს (იცინის). ამ სიძლიერის გარეშე ადამიანი ხერხემალში ვერ გასწორდები. ყოველი დღე გამოწვევაა და ჩემს ასაკში ოქროსფერი კაბით ციდან არავინ ეშვება, ყველას გვაქვს კარიერული თუ პირადი, სასიყვარულო გამოცდილება, რაც ადამიანს ხასიათს უყალიბებს. ამიტომ, ყველას ერთნაირი ხასიათი ვერ გვექნება. ზოგადად, თითოეული დღე არის გამოცდილება და ბუნებრივია, თითოეული გამოცდილება ხასიათს აწრთობს, აყალიბებს. თუმცა, ერთია, რა გაქვს ხასიათში და მეორე – რას გამოხატავ. მე ვარ ის, რაც ვარ და არასოდეს არავის ვუტევ, ვამცირებ, მაგრამ არასოდეს ვტოვებ ჩემს საზღვრებს დაუცველს. ყოველთვის მაქვს ზღვარი გავლებული – ან გადმოგიშვებ, ან არა. მე ვარ ადამიანი, რომელიც აკონტროლებს თავს ზეემოციებისგან, შემიძლია გული ამიჩუყდეს როგორც დადებით, ისე უარყოფით მომენტებზე. არ მიყვარს როცა ტირიან. ვფიქრობ, ამ დროს უსუსური ჩანს ადამიანი და არ მინდა, ვინმეს ვეცოდებოდე, რადგან ეს თავმოყვარეობაზე „მირტყამს“. თუ გული ამიჩუყდა, ეს, უბრალოდ, ჩემი სისუსტის გამოვლენაა. მე კი, არ მინდა, ვინმეს თვალში სუსტი ვჩანდე.
– გასაგებია, რომ არ გიყვარს, მაგრამ, შინაგანად ძლიერ ქალს რამდენად ხშირად გიწევს სისუსტეების გამოვლენა?
– არც ისე ხშირად. დამიჯერეთ, მშობლები რომ გარდამეცვალნენ, ვერ ვიტირე. როცა ძალიან მტკივა, უფრო ძლერი ვარ და ვერ ვტირი. ხშირად არის წყენები და ამ დროს კი არ ვტირი, ხმაზე მეტყობა – ხმა მებზარება. ვინც კარგად მიცნობს, ჩემი ხმის ტემბრით ხვდება, სად ვარ გაღიზიანებული, გამწარებული, ნაწყენი...  ბოლომდე ვერ ვიჭერ ჩემს ხმას და ემოციას ხმის ტემბრით გამოვხატავ და არა, ცრემლებით. შეიძლება, არ ვიტირო, მაგრამ ცხვირის წვერი ამეწვას და ეს ემოცია ჩემს წარმოთქმულ ბგერებზე აისახოს. მაგალითად, როცა ეთერში ვარ და ემოცია მაწვება, ცხვირის წვერი მეწვის, ვცდილობ, ეს მაყურებლისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. რაც ვარ ცხოვრებაში, იგივე ვარ ეკრანზე. თუმცა, ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც ეკრანზე სხვანაირად ჩანან, რეალურ ცხოვრებაში კი რადიკალურად განსხვავებულები არიან. მე ვერ გარდავისახები – თუ მიყვარს მიყვარს. თუ არ მიყვარს, არ მიყვარს და მორჩა. ვერ ვითამაშებ და მლიქვნელი ვერ გავხდები. არ ვცდილობ, ვინმეს მოვეწონო, ვფიქრობ იმაზე, ვიყო კომფორტულად. თუ თამაშობ, გულწრფელობა გაკლდება და მე ამ თვისებას, იმის გამო, სხვა რას იფიქრებს, ჩემში ვერ ჩავკლავ. ჩემი ძლიერი მაშველი რგოლი იუმორი და სარკაზმია, რასაც შეუძლია, გაურკვეველი სიტუაციიდან გამომიყვანოს. ამიტომ, ჩემი იუმორით, ინტელექტითა და უკიდურეს შემთხვევაში, სარკაზმითაც ადამიანები ისეთს მხედავენ, როგორიც ვარ.

скачать dle 11.3