№30 რატომ დაკაწრა სანდრო ჟორჟოლიანი მეუღლემ
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მეორე დღეს სანდრო ჟორჟოლიანი თეატრში სახედაკაწრული გამოცხადდა და როდესაც ჰკითხეს, რა სჭირდა, მან გულწრფელად თქვა:
– არ ვიცი, რა დაემართა ჩემს ცოლს. მეძინა, როცა დამეტაკა და ჩხუბი დამიწყო. სახე ჩამომკაწრა და მიყვიროდა, ახლავე მითხარი, ვინ ქეთათოსთან დადიხარო.
მიშა სარაულს გაეცინა და თავის მეგობარს ნიშნის მოგებით უთხრა:
– აკი ამბობდი, მეუღლე ჯიბეებს არ მიჩხრეკსო.
სანდრო ყველაფერს მიხვდა და სარაულს კარგა ხნით გაებუტა.