№30 ეს საინტერესოა

* მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში ავსტალიაში შეყვანილი კურდღლების მოკვლისთვის ჯარიმა იყო დაწესებული. რამდენიმე წლის შემდეგ კი – ჯილდო, რადგან ისინი ეპიდემიასავით გამრავლდნენ და ნათესებს ანადგურებდნენ.
* 2004 წელს ლონდონში გაიხსნა იმ ცხოველთა მემორიალი, რომლებიც ომების დროს, ასე თუ ისე, ეხმარებოდნენ ბრიტანელებს. რა თქმა უნდა, აქ არიან ცხენები, ძაღლები, სპილოები, მტრედები... ამ მემორიალზე შეიძლება ნახოთ, ასევე, ციცინათელები, რომლებსაც პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცები ქილებში ათავსებდნენ და ღამის საათებში მათ შუქს წერისა და კითხვისთვის იყენებდნენ.