კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ბრძნული აზრები

ლაბრიუერი: ადამიანებს სურთ, ერთგან მონები იყვნენ, რათა სხვაგან ბატონებად იგრძნონ თავი.
სუვოროვი: საფრთხეს უნდა შეეგებო და არა ელოდო.
ელისონი: ცხოვრება იმისთვისაა, რომ იცხოვრო და არა იმისთვის, რომ გააკონტროლო. ჰუმანურობა კი გარკვეულ მარცხთან მუდმივი თამაშით მიიღწევა.
ლაო ძი: იმისთვის, რომ წაუძღვეთ ადამიანებს, მათ გვერდით იარეთ.
ფრანსი: ნურავის ათხოვებთ თქვენს წიგნებს, რადგან შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ისინი. მე მხოლოდ ის წიგნებიღა დამრჩა, რომლებიც სხვებისგან ვინათხოვრე.
მარკესი: ორნაირი ღამე არსებობს დედისთვის, ერთი – როცა შვილი შინ არ არის და მეორე – როცა შვილი შინ არის.
ვოლტერი: ტყუილი ხანდახან დამაჯერებელი ხდება იმით, რომ დაუჯერებელია.
კიმ ირ სენი: ჩვენი იარაღია იარაღი იარაღის წინააღმდეგ.
ბონაპარტი: ისტორია არის შეთანხმებულ ტყუილთა ერთობლიობა.
ჰაველი: პრეზიდენტობის მეოთხე წელს ვიგრძენი, რომ თანამდებობა მრყვნიდა, რადგან მდივან ქალს წყლის მოტანა ვთხოვე.
ვოვენარგი: ჯობია, ერთხელ დაეცე, ვიდრე არასდროს იფრინო.
ბორხესი: კიდევ ერთხელ რომ შემეძლოს ცხოვრება, ვეცდებოდი, რომ უფრო მეტი შეცდომა დამეშვა.
გოგებაშვილი: დედაენა მაშინ მოკვდება, როდესაც მისი გაუმჯობესება დასრულდება.
კარნეგი: თევზაობის დროს მე ვფიქრობ არა იმაზე, რა მიყვარს, არამედ იმაზე, რა უყვართ თევზებს.
ტოლსტოი: სიბრიყვეა, როცა ერთი ადამიანი თავის თავს სხვა ადამიანზე უკეთესად მიიჩნევს, მაგრამ უფრო დიდი სიბრიყვეა, როცა მთელი ხალხი ფიქრობს, რომ სხვა ხალხებზე უკეთესია.
რობერტსი: ახალი ამბავი გეუბნება იმას, რაც ადამიანებმა გააკეთეს, ხოლო ჭორები გეუბნება, რა სიამოვნება მიიღეს მათ ამით.
საადი: ეჭვიანს სულაც არ ამოძრავებს ქალისადმი სიყვარული, არამედ დამცირების შიში, რომელიც შეიძლება, მან ღალატის გამო განიცადოს.
ფრანსი: მხოლოდ ქალებმა და ექიმებმა იციან, როგორი აუცილებელი და სასარგებლოა ტყუილი.
скачать dle 11.3