კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რომელი მცენარეა დანგრევის პირას მისული ოჯახის მხსნელი და რა სიამოვნებას ჰპირდება მარტოხელა ქალს სახლში „მჟავე“

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  იშვიათია სახლი, რომელშიც ერთი ცოცხალი მცენარე მაინც არ მოიძებნება. ფლორა მხოლოდ ბუნების საკუთრება როდია, მას ჩვენი საცხოვრებლისთვისაც დიდი სარგებელი მოაქვს – წმენდს ჰაერს, გვიქმნის კარგ განწყობას. მაგრამ, ცოტა ვინმე თუ დაფიქრებულა, რომ ზოგ უმშვენიერეს ყვავილს პირიქით, ზიანის მოყენებაც კი შეუძლია. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ფლორისტი და ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლამარა კ.
– ზოგმა არც იცის, მაგრამ ბევრს გაუგია და ითვალისწინებს კიდეც, რომ ოთახის ყვავილებს იღბალი და ბედნიერება მოაქვს პატრონისთვის. ერთი სახეობა თუ ფულს იზიდავს, მეორე – ოჯახის სიმტკიცეს უწყობს ხელს და ასე შემდეგ. იას ყველა იცნობს, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ის ნამდვილი „მშვიდობის მტრედია“. სახლში, სადაც ია ყვავის, ოჯახის წევრები იშვიათად ჩხუბობენ. ის, როგორც სამუდამო ერთგულების სიმბოლო, ცხოვრების რთულ პერიოდში გვერდში დაგიდგებათ და სულიერი განცდების გადატანას გაგიადვილებთ. ასევე, მშვიდობას იცავს ოჯახში ჩინური ვარდი, ანუ ჰიბისკუსიც, თუმცა არც მხურვალე ვნებებია მისთვის უცხო. თუ დიდი ხანია, მარტო ხართ, მიმართეთ ოქსალისს ანუ მჟავეს – მჟაუნისებრთა ოჯახიდან. მიუხედავად იმისა, სიმჟავე დასახელებაშიც აქვს, შეუძლია, ცხოვრება გაგილამაზოთ და სიყვარული გაპოვნინოთ. თუმცა, მარტოხელა ქალისთვის ან ისეთი ცოლისთვის, ხშირად რომ ჩხუბობს ქმართან, საუკეთესო მეგობარია სპატიფილუმი – ტყუილად კი არ ჰქვია „ქალური ბედნიერება“. ის მას მარტოობისგანაც იხსნის და სულყოფილი ოჯახის შექმნაშიც დაეხმარება. ახალშექმნილ ოჯახს კი საჩუქრად მირტი – სამხრეთამერიკული ბუჩქოვანი მცენარე – უნდა მიართვათ: სიმშვიდეს, ურთიერთგაგებასა და ბედნიერებას დაუმკვიდრებს ოჯახში. თუმცა ამ თვისებებს მცენარე მხოლოდ ყვავილობისას ავლენს. ოჯახური ბედნიერების მცველია კალათეაც, განსაკუთრებით, დანგრევისპირას მისული ოჯახებისთვის.
– მხოლოდ ოჯახურ კერაზე ვრცელდება მცენარეთა ზეგავლენა, თუ ნებისმიერი შენობისთვისაც იგივე მნიშვნელობა აქვს?
– მაგალითად, ქლოროფიტუმი ოჯახში სიმშვიდისა და ურთიერთგაგების გარანტია, მაგრამ არანაკლებ გავლენას ახდენს ის ოფიციალურ შენობათა გარემოზეც, სადაც უამრავი ხალხი მუშაობს და აუცილებელია მათ შორის ურთიერთობების მოწესრიგება. ასევე, ის ასუფთავებს ოთახში ჰაერსაც. ამიტომ, სადაც ახალი დამთავრებულია რემონტი ან ავეჯი გამოცვალეთ, ქლოროფიტუმიც იქვე დადგით – ჰაერიდან მთელ ქიმიას შეისრუტავს. კიდევ არსებობს მცენარე, რომელსაც „მამაკაცის ბედნიერებად“ მიიჩნევენ. ეს არის ანტურიუმი, რომელიც დადებითად მოქმედებს პოტენციაზე. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ, ამიტომ მისი ადგილი სამზარეულოში კი არა, მხოლოდ საძინებელშია.
– ერთ დროს მოდაში იყო სახლში ალოესა და კალანჰოეს მოშენება. მხოლოდ მათი ანტისეპტიკური თვისებების გამო ხდებოდა ასე, თუ...
– გადმოცემების მიხედვით, ალოესაც და კალანჰოესაც სახლის მფლობელთა სურვილების შესრულება შეუძლია. დროთა განმავლობაში შინ ნეგატიური ენერგია გროვდება და რომ განდევნო, აუცილებელია, ამ მცენარეთაგან ერთ-ერთი მაინც მოაშენო. თუმცა კალანჰოეს, ბეგონიას მსგავსად, ოჯახის ბიუჯეტის შემავსებლად და მისი თითოეული წევრის გუნება-განწყობისა თუ ჯანმრთელობის მცველადაც მიიჩნევენ. ციტრუსოვანი მცენარეები კარგია თავის ტკივილისა და სტრესის მოსახსნელად.
– როგორია არამეგობრული ოთახის მცენარე. მათგან ხარშავდნენ ჯადოქრები მაგიურ ელექსირს?
– მცენარე ადამიანს გრძნობს, იმახსოვრებს და მისი ტკივილის გათავისებაც შეუძლია. ამიტომ, ფაქიზად და ზრუნვით უნდა მოვეპყრათ და მეტი სიფრთხილით შევარჩიოთ სახლისთვის. მაგალითად, ხვიარა მცენარეები მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა გამოვიყენოთ. არ არის სასურველი, სახლში ისეთი სახეობის ლიანები მოაშენოთ, ვიწრო წვეტიანი ფოთლები რომ აქვს. ხვიარა მცენარე შენობის მახვილი კუთხეებისა და კედლის შვერილებიდან თავდასხმის გამოსახულებას ირეკლავს. სახლის ენერგია რომ გააქტიურდეს, უმჯობესია, შეიძინოთ ყვავილები, რომლებიც მომრგვალებული ფორმის, ხორციან ფოთლებს ისხამს. გაცილებით კარგად ისრუტავს დადებით ენერგიას ყვავილი, რომლის ღერო და ფოთლები ზემოთაა მიმართული და არა პირიქით – ქვემოთ.
– კაქტუსებზე რას გვეტყვით, თითქმის ყველას რომ აქვს სახლში?
– მათ მიმართაც გარკვეული სიფრთხილეა საჭირო. კაქტუსს დადებითის ნაცვლად, სახლში უარყოფითი ენერგია შეაქვს და რომ იტყვიან, პირთამდე ავსებს მას. თუმცა, იგივე ენერგიას შეუძლია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მავნე გამოსხივების განეიტრალება. ტექნიკის სიახლოვეს ეს მცენარეები მაგნიტური რხევის ნეგატიურ ზეგავლენას ხსნიან. ნეგატიური ენერგიის ყვავილთა რიცხვს მიეკუთვნება აზალია და ცვილის სუროც. თუ სახლში გასათხოვარი ქალია, იცოდეთ, ცვილის სურო მას საქმროებს დაუფრთხობს. კარგი გამოსხივება არც თხელ წვეტიანფოთლებიან პალამას აქვს.
– თუ არის მცენარეები ურთიერთგამომრიცხავი მინიშნებებით?
– როგორც ლიანებზე აღვნიშნეთ, მათი გავლენა უარყოფითია და ასეთთა რიცხვშია სინგონიუმიც, უჩვეულო ფორმის ფოთლებით, რომელსაც უბედურება შეაქვს სახლში, არღვევს ურთიერთობას ქალსა და მამაკაცს შორის. ფენ-შუის სპეციალისტებსაც მიაჩნიათ, რომ, როგორც ლიანების დანარჩენი სახეობები, სინგონიუმიც, თავისი წამახვილებული ფოთლებით, ნეგატიური ენერგიით ავსებს სახლს. თუმცა, პარალელურად, არის მოსაზრებაც, რომ ეს ყვავილი, როგორც ოჯახური სითბოსა და სიმშვიდის მცველი, სახლში დადებითი ცვლილებების სიმბოლოა. შეუძლია, ავადმყოფი ოჯახის წევრიც გამოაჯანმრთელოს. დადებითი ცვლილებების შემთხვევაში მცენარე ფოთლების ფერს იცვლის. თუ ხშირად ცუდი სიზმრები გესიზმრებათ, დროა, სახლში სინგონიუმი გაახაროთ. ის სასიამოვნო სიზმრებსაც გაჩუქებთ და საქმეშიც წარმატებას მოგიტანთ.  ისეთ ყვავილს, რომლის გადარჩენაც უკვე შეუძლებელია, უმჯობესია, დაუყოვნებლივ შეელიოთ. სახლში მხოლოდ ხასხასა და ჯანსაღი მცენარე იქონიეთ. დაავადებული და მომაკვდავი დადებით ენერგიას ვერ მოგცემთ – ასეთი ენერგია მხოლოდ ჭკნობასა და ავადმყოფობას იწვევს.


скачать dle 11.3