კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ათეროსკლეროზის რისკები და მისი თავიდან აცილების გზები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ასაკთან ერთად ათეროსკლეროზის რისკიც იზრდება. რაც უფრო მეტია ასაკი, მით უფრო მაღალია ათეროსკლეროზის რისკი. ამის გამო ხშირად ათეროსკლეროზს სიბერის თანმხლებ მოვლენად განიხილავენ. ცნობილია, რომ სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილება განსაზღვრული ასაკის შემდეგ თითქმის ყველას აღენიშნება. ათეროსკლეროზის რისკი საგრძნობლად იწევს მაღლა 45-50 წლის შემდეგ.
  სქესი ათეროსკლეროზის აღმოცენების დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორია. მამაკაცებს ათეროსკლეროზი 10 წლით ადრე ეწყებათ და 50 წლამდე მისი განვითარების 4-ჯერ მეტი ალბათობა აქვთ. ეს განსხვავება 50 წლის შემდეგ ქრება, რაც ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებსა და ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, დამცავი როლის შესუსტებასთან არის დაკავშირებული.
ათეროსკლეროზის განვითარების კიდევ ერთი ფაქტორია გენეტიკური განწყობა. დაავადების მომატებული რისკი აქვთ მათ, ვის გენეტიკაშიც დადასტურებულია ათეროსკლეროზის სხვადასხვა ფორმა. სწორედ გენეტიკური განწყობაა ათეროსკლეროზის შედარებით ნაადრევად, 50 წლამდე, დაწყების მიზეზი. 50 წლიდან კი მემკვიდრეობა ნაკლებ როლს ასრულებს.
  ათეროსკლეროზის გამომწვევი მრავალი ფაქტორი შეიძლება თავიდან ავიცილოთ. ამისთვის საჭიროა ან ცხოვრების წესის შეცვლა, ან მედიკამენტური მკურნალობა:
  თამბაქოს მოწევა – ეს მავნე ჩვევა ზრდის დაავადებათა მთელი  წყების განვითარების ალბათობას, მათ შორის, ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერლიპიდემიის, გულის იშემიური დაავადების განვითარების ალბათობას. თამბაქოს მოწევის გამო ათეროსკლეროზის სწრაფი პროგრესირება სისხლძარღვებზე თამბაქოს კვამლში არსებული კომპონენტების ნეგატიურ ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული.
* არტერიული ჰიპერტენზია ათეროსკლეროზის განვითარების დამოუკიდებელი ფაქტორია. არტერიული წნევის აწევის ფონზე იმატებს ცხიმებით არტერიების კედლების ინფილტრაცია, რაც ათეროსკლეროზის საწყისი ეტაპია. თავის მხრივ, არტერიების ელასტიკურობის დაქვეითების გამო, ათეროსკლეროზიც ზრდის არტერიული წნევის მატების რისკს.
* სიმსუქნე ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია და, ამავე დროს, ზრდის არტერიული ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის აღმოცენების რისკს. შაქრიანი დიაბეტი, თავის მხრივ, 4-7-ჯერ ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას. ათეროსკლეროზის მაღალი რისკი შაქრიანი დიაბეტის ფონზე ცხიმების ცვლის დარღვევას უკავშირდება. სწორედ ის არის შაქრიანი დიაბეტის დროს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახე, რაც  სისხლძარღვთა ათეროსკლეროზულ ცვლილებებს განაპირობებს.
* დისლიპიდემია ანუ ცხიმების ცვლის დარღვევა. ის ათეროსკლეროზის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ზემოთ დასახელებული ფაქტორების უმრავლესობა თავის დამაზიანებელ ზემოქმედებას, სწორედ, დისლიპიდემიის მეშვეობით ახორციელებს. ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეგრეთ წოდებული, ცუდი ქოლესტერინის ანუ დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატება;
* არასწორი კვება, ცხოველური ცხიმებისა და კალორიების მაღალი შემცველობა აჩქარებს ათეროსკლეროზის პროგრესირებას;
* ცხოვრების უმოძრაო წესი ანუ ჰიპოდინამია ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის აღმოცენების მნიშვნელოვანი ფაქტორია. უმოძრაობა ხელს უწყობს ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლის დარღვევას, ეს კი ზრდის დასახელებული დაავადებების რისკს;
* შედარებით ახალია თეორია ათეროსკლეროზის აღმოცენებაში ინფექციის მნიშვნელობის შესახებ, რამაც თავიდანვე მიიპყრო ყურადღება. ბოლო პერიოდის კვლევების თანახმად, ათეროსკლეროზის სწრაფი პროგრესირების მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ქლამიდიური და ციტომეგალოვირუსული ინფექცია. ამ მტკიცების სასარგებლოდ მეტყველებს ათეროსკლეროზის სხვადასხვა ფორმით დაავადებულ პაციენტებში სისხლში ანტისხეულების მაღალი ტიტრი აღნიშნული ინფექციების წინააღმდეგ.
скачать dle 11.3