კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რომელ სამ ცოდვაზეა აგებული ადამიანის ყველა ცოდვა და როდის ეგზავნება მას ღმერთისგან გაჭირვება და სიხარული

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ხორციელი სიცოცხლე ხანმოკლეა, მაგრამ ის წყვეტს ჩვენს მარადიულ ბედს, ანუ მომავალს. ყველაფერი, რასაც აქ, დედამიწაზე ვაკეთებთ, რისკენაც ჩვენი სურვილებით მივილტვით, რასაც მთელი გულით ვეკვრით, უკვალოდ არ იკარგება. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– უნდა  გვახსოვდეს, რომ ჩვენი სიცოცხლე და სიკვდილი ღმერთის ხელთაა. ჭმუნვა, გაჭირვება, სიხარული, ბედნიერება ადამიანს უფლის ნებით ეგზავნება. მორწმუნე არ შფოთავს, უშფოთველად უყურებს ყველა ცხოვრებისეულ გასაჭირს და უკუღმართობას. სწამს, რომ ღმერთი ყველაფერს კეთილ დასასრულამდე მიიყვანს. რაც მთავარია‚ უნდა გვქონდეს სწორი სარწმუნოება, რწმენა. იოანე ღვთისმეტყველის პირველ ეპისტოლეში წერია სამ ცოდვაზე, რომელზეც აგებულია ჩვენი ცოდვები.
– მამაო, რომელია ისინი?
– გულისთქმა ხორცისა, გულისთქმა თვალისა და ზვაობა – სილაღე ამ ცხოვრებისა. მთელი კაცობრიობის ცოდვა სწორედ ეს არის: პური და სანახაობა. პური – სხეულისთვის, სანახაობა – თვალისთვის და რაღად გინდა ღმერთი. ფიქრობ, რომ ყველაფერი შენია და არავინ და აღარაფერი  გჭირდება. ეშმაკი ცდილობს, ადამიანს ეჭვი შეატანინოს ღმერთის არსებობაში. მთელი კაცობრიობა სულს ღაფავს, სწორედ, პურის შოვნაში. რამდენჯერ მიგვიყიდია პურის გამო სული ეშმაკისთვის. რამდენჯერ გვითქვამს: მარხვა არა, პარასკევი საღამოა და რა მოხდა... ქრისტე იმიტომ მოვიდა, რომ  ადამიანები ჯერ სულიერად დააპუროს და შემდეგ ხორციელად.
– ადამიანები ხშირად სხვა ადამიანებს ეუბნებიან: დადიხარ ეკლესიაში, მაშინ რატომ გშია, რატომ არ გაქვს სამსახურიო? რა მოიტანა ქრისტემ: ისევ შიმშილი. ამდენი ადამიანი მშიერია, შიმშილობსო.
– სამაგიეროდ, როდესაც მოვა ანტიქრისტე ის ადამიანებს, უპირველეს ყოვლისა, დაურიგებს პურს, ყველაფერს საწინააღმდეგოს გააკეთებს, ეტყვის: ეძებეთ ჭამა-სმა, კეთილდღეობა და დანარჩენი ყველაფერი მოგეცემათო. ქრისტე კი, პირიქით ამბობს: ეძიეთ სასუფეველი ცათა და ყველაფერი მოგეცემათო. ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაავიწყოს ადამიანს თავისი სამშობლო. ცოდვაც ხომ  სამი წყაროდან იღებს სათავეს: ადამიანის სხეულისგან, წუთისოფლისგან და ეშმაკისგან. წინაპართა ცოდვა ჩვენი საერთო მიდრეკილებაა ცოდვისადმი, ჩვენი წინაპრების ცოდვების მემკვიდრეობითობა და ჩვენი საკუთარი ცოდვები – ყველაფერი ეს რომ გროვდება, ერთმანეთს აძლიერებს და ქმნის ჩვენს სხეულში საცდურს. უფრო ხშირად კი ცოდვების წყაროდ წუთისოფელი გვევლინება – გარემო, გარშემო მყოფი ხალხი, კეთილდღეობანი და ასე შემდეგ. ძირითადი წყარო ცოდვისა კი ეშმაკია, რომელიც ებრძვის ადამიანებს და ცდილობს, დაღუპოს თითოეული ჩვენგანი. ერთადერთი განკაცებული ღმერთი იყო ნორმალური და მან გვითხრა: სწორება ქრისტესკენ. ის არ ითხოვს ჩვენგან არაფერს: მომეცი შენი გული, დაიმდაბლე თავი, აღგამაღლებ. უნდა გახსოვდეს, რომ ცხონებისთვის აუცილებელია, არავის განიკითხავდე და შენც არავინ განგიკითხავს. მაგრამ როგორც კი იტყვით: არავის განვიკითხავ, ორი წუთი არ იქნება გასული, რომ განიკითხავთ მაშინვე. ვინც არავის განიკითხავს, მან უკვე განიკითხა თავის თავში დიდი ცოდვილი ადამიანი. ვინც ცოდვების სიღრმეებს მიხვდება, ის არ განიკითხავს არავის და ცხონდება. გამოსწორება საკუთარი თავით უნდა დაიწყოთ. როგორც კი ამბობ: ის მღვდელი ყველაზე კარგია, ის ექიმი ყველაზე კარგია, შენ სხვა ექიმებსა და მღვდლებს განიკითხავ. ნუ იფიქრებ, რომ ასე მარტივია ვიღაცაზე რაღაცის თქმა. საკუთარი თავის გამოსწორებას თუ დაიწყებ, მიხვდები, რომ ცოდვილი ხარ. მღვდელი ქადაგებს კარგად და ცხოვრობს ცუდად. მრევლი ქადაგებს კარგად და იქცევა ცუდად. ამიტომ, ვიყოთ მცირედში ერთგულები, წავიკითხოთ ლოცვები წყნარად, ნელა, მშვიდად. უნდა ვთქვათ: მწამს, ღმერთო, შენი და გიჯერებ. ამას თუ არ გააკეთებ, არ დაგიჯერებს ღმერთი. შენ იცი ჩემი მოთხოვნები. მე ვიცი, რა მინდა, მაგრამ არ ვიცი, შენ რა გინდა. ჩვენ ხომ მატერიალურს ვითხოვთ და რაც მართლა გვინდა, ის არ ვიცით. მე მჯერა და ვიცი, რომ შენ იმაზე მეტად გიყვარვარ, ვიდრე მე მიყვარს საკუთარი თავი. ამიტომ, შენ იცი, ჩემთვის საუკეთესო რა იქნება და შენ აღასრულე ჩემთვის სასარგებლო მოთხოვნილებები. ასე ილოცეთ და ნახავთ, თუ არ შეგისრულდებათ ყველაფერი. თუ დამდაბლდებით, ენას გააჩერებთ, არავის განიკითხავთ, შემდეგ ღმერთი უხვად მოგცემთ იმას, რაც გინდათ და ამას საკუთარ თავს კი არ დააბრალებთ, არამედ ღმერთს.
– ადამიანები დღეს ხშირად ბევრ მოვლენას არ ვაქცევთ ყურადღებას, ზერელედ ვუდგებით ან საერთოდ უგულისყურობას ვიჩენთ ბევრი საკითხის მიმართ. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?
– უგულისყურობიდან ჩვენი ბევრი ცოდვა იღებს სათავეს. უგულისყურობის პირველი ნიშანი არის ზედაპირულობა. მეორე არის მერყეობა – როდესაც ადამიანს ვერ გადაუწყვეტია, წავიდეს თუ არ წავიდეს ამა თუ იმ ადგილას, ილოცოს თუ არ ილოცოს, შევიდეს ეკლესიაში თუ არ შევიდეს. ადამიანის დაცემული ბუნება მერყევია. შეიძლება, ერთი თქვას და მეორე გააკეთოს. როცა მართლმადიდებელი ხარ, ყველაფერს სიღრმისეულად უნდა მიუდგე. უნდა ჩაუღრმავდე, დაუკვირდე, უნდა დარწმუნდე: ეს სარწმუნოება, რომელიც მე მაქვს, მაცხონებს თუ არა. ბევრ ექიმს, მოძღვარს მხოლოდ იმ დონეზე აინტერესებს ხალხი, რომ თანხა გადაუხადოს პაციენტმა ან მრევლმა. ეს ყველაფერი ადამიანების დაშორებას იწვევს. მერე ასეთ ექიმს პაციენტები აღარ ჰყავს, მოძღვარს – მრევლი. ეს მათი უგულისყურობის ბრალია, მათმა უსიყვარულობამ გამოიწვია. უგულისყურო ადამიანზე კი ძლიერ მოქმედებს განსაცდელი, ისტერიკა ემართება, რადგან ასეთი ადამიანი განსაცდელებს არ ელოდება. ასეთი ადამიანი მხოლოდ სიხარულის მოლოდინშია. თანამედროვე ადამიანის დაავადება რა არის? მოწყენილობა. სევდიანები და მოწყენილები რომ არ ვიყოთ, საკუთარ თავში უგულისყურობა უნდა დავინახოთ.


скачать dle 11.3