კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ნია წივწივაძე: პირველი ბიჭი იყო, რომელმაც ეგრევე ყვავილები არ მომიტანა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ცოტა ხნის წინ „მის საქართველოს“, ნია წივწივაძეს შეყვარებულმა, ნიკუშა ჭანტურიამ, რომელიც თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია, კატერზე, რომანტიკულ გარემოში სთხოვა ხელი. რა თქმა უნდა, მან მშვენიერი ნიასგან თანხმობაც მიიღო. წყვილი ამ ეტაპზე სახლის რემონტით არის დაკავებული და მისი დასრულების შემდეგ დაქორწინებასაც გეგმავს.
  ნია წივწივაძე: ერთმანეთი, დაახლოებით, 4 წლის წინ გავიცანით „დინამოს“ სტადიონზე. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი. ნიკუშას, რომელიც ჩემი მეგობრის მეგობარია, ტრავმა ჰქონდა და იმ დღეს არ თამაშობდა.
  ნიკუშა ჭანტურია: ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი ნიას შესახებ და რომ დავინახე, კიდევ უფრო მომეწონა.
  ნია: პირველივე დღეს ჩემი მხრიდან დაინტერესება არ ყოფილა. თუმცა მივხვდი, რომ მას ვაინტერესებდი, რადგან მეკითხებოდა: სად სწავლობ, რას აკეთებო. ცოტა კი მიკვირდა, პირველივე ნახვისას ბევრ კითხვას რომ მისვამდა. როდესაც მისგან ინიციატივა წამოვიდა, მერე მივხვდი, რატომაც ინტერესდებოდა ჩემით.
– ნიკუშა, თქვენი ურთიერთობა მალევე განვითარდა თუ დაგჭირდა გარკვეული სირთულეების გადალახვა?
ნიკუშა:
სირთულეები იყო, ყველაფერი მარტივად არ მომხდარა. არც ურთიერთობა დაწყებულა მალევე. გაცნობიდან სამ თვეში დავახლოვდით.
ნია: რომ გავიცანი, ძალიან მალევე ბათუმში წავედი თვე–ნახევრით. იქ ჩამომაკითხა ორჯერ. არ ველოდებოდი, ჩემთვის სიურპრიზი იყო. მეორე ჩამოკითხვის შემდეგ, მეც ცოტა გავიხსენი. როცა თბილისში დავბრუნდი, უფრო ახლო ურთიერთობა დაიწყო.
– ნიკუშა, ნიას მოსახიბლად გარკვეული ტაქტიკა გქონდა შემუშავებული?
ნიკუშა: წინასწარ რაიმე გეგმა არ მქონია. ყოველთვის ვამბობდი, რომ სიტუაციიდან გამომდინარე მემოქმედა. ალბათ, სხვებივით, ბანალური არ ვიყავი – არ ვცდილობდი, საჩუქრებზე ამეგო ურთიერთობა, მატერიალური საკითხებით მომეხიბლა. ვფიქრობ, ნიასთვისაც ეს გადამწყვეტი იყო.
ნია: პირველი ბიჭი იყო, რომელმაც ეგრევე არ მომიტანა ყვავილები და ეს უფრო საინტერესო იყო ჩემთვის. ჯერ გავიცანით ერთმანეთი, ვსაუბრობდით. გავიგეთ, რა მოგვწონდა ერთმანეთის და შემდეგ ვიყავით ერთად. იმ პერიოდში, როდესაც მე ბათუმში ვიყავი, საათობით ვსაუბრობდით ერთმანეთთან, ღამეებს ვათენებდით. ნიკუშა ადრე იძინებს ხოლმე და ახლა იხსენებს: იმის მერე ასე გვიან აღარ დამიძინიაო. ჩემ გამო ჰქონდა რეჟიმი არეული.
– ორივე მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ.
ნიკუშა:
ნია უფრო მორიდებულია, მორცხვი და თავშეკავებული.
ნია: კი. უფრო მორიდებული ვარ, ცოტა მშიშარა – ნაბიჯის გადადგმის მეშინია ხოლმე. ნიკუშა სულ მეუბნება: მიდი, მისწერე, ეს გააკეთე... ზოგჯერ ჩემი სახელითაც მიუწერია ვიღაცებისთვის სამსახურის თემაზე. მსგავს რაღაცებში მე მორიდებული ვარ. გართობის საკითხში კი მე უფრო აქტიური ვარ, მიყვარს ხმაურიანი გართობა. ნიკუშას წყნარად დასვენება ურჩევნია. უმეტესად მარტო დავდივარ ხოლმე.
ნიკუშა: ვიცი, რომ ისეთ რაღაცას არ გააკეთებს, რომ მე ცუდ სიტუაციაში ჩამაგდოს. მაგ მხრივ, არაფერში ვზღუდავ. ვიცი მისი ზღვარი სად გადის. რა თქმა უნდა, ერთად დასვენება და გართობა ძალიან გვსიამოვნებს. ამიტომ ხან მე მივდივარ დათმობაზე, ხან – ის.
ნია: ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც ნიკუშას თამაშებზე დავდივარ. ჯერ ერთი, ფეხბურთი ხომ მიყვარს ძალიან და მერე მიმაჩნია, რომ სულ სხვა ხიბლია, როცა სტადიონზე დადიხარ და თან, შენი შეყვარებული თამაშობს. ათმაგად ემოციური ვარ ხოლმე. იქ უკვე ყველა მცნობს, რადგან ჩემი ყვირილი ისმის ხოლმე. ასეთი ტრადიცია გვაქვს: თამაშამდე ვსაუბრობთ: აბა, შენ იცი! აბა, ეს გააკეთე!.. და ეს იმდენად კარგად დავცადეთ, რომ ბოლო პერიოდში, სულ იგებს.
– რამეზე კამათობთ?
– სახლში რომ მომაკითხავს და დიდხანს მელოდება.
– შეეგუე ამას თუ ვერა?
ნიკუშა: უფრო თვითონ ცდილობს, რომ გამოასწოროს, ცუდ ჩვევასთან შეგუება არც ჩემი მხრიდან იქნება კარგი და არც მისი. კიდევ, მომთხოვნი ვარ ნიას მიმართ, რადგან ვფიქრობ, რომ ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე რასაც აკეთებს და უფრო მეტი პოტენციალი აქვს იმის, რომ თავი უკეთ წარმოაჩინოს.
ნია: და ეს შეუძლია ასჯერ გითხრას. ვეუბნები: კარგი, გავიგე და ბოლოს მაინც გამაკეთებინებს. მორიდების გრძნობა მაქვს ხოლმე, მაგრამ ნელ-ნელა ცოტა
გადავლახე და რჩევას ყოველთვის ვეკითხები. მეც სულ ვაძლევ ხოლმე რჩევებს, განსაკუთრებით ფეხბურთზე: აქ ეს შეცდოამა დაუშვი, ეს უნდა გაგეკეთებინა. წადი, ივარჯიშე! ზოგადად, სულ ვცდილობთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. თვითონაც მეჩხუბება: რატომ უთხარი უარი, უნდა წასულიყავი. მაძალებს, რომ სადმე წავიდე, არაფერზე ვთქვა უარი.
– რომანტიკულები ხართ?
ნიკუშა: არასდროს ვყოფილივარ რომანტიკული, მაგრამ ყველაფერი ურთიერთობიდან გამომდინარეობს.
ნია: რომ გავიცანი, საერთოდ არ იყო რომანტიკული. მეუბნებოდა: შენამდე ყვავილიც კი არ მიმირთმევია არავისთვისო. მე ზედმეტად რომანტიკული ვარ. ახლა თვითონაც გახდა რომანტიკული: ბათუმში ჩამოკითხვები... მერე გაციებული ვიყავი და სახლის კართან დამახვედრა საჩუქარი. პირველად ყვავილები რომ მაჩუქა, ისეთი სასაცილო იყო... დაბადების დღეზე ვიყავი და ვიღაც ბიჭი მოვიდა: ნია სად არისო და ყვავილები მაჩუქა. მერე ნიკუშა გამომიტყდა: ყვავილების საყიდლად რომ წასულა, თურმე, „ვენოკი“ მოსწონებია. კიდევ კარგი, მეგობარი ახლდა და მას უთქვამს: ამის ჩუქება არ შეიძლებაო, თორემ მომიტანდა „ვენოკს“. ახლა დახვეწა გემოვნება, უფრო კომპეტენტური გახდა და ლამაზ თაიგულებს მჩუქნის ხოლმე. ყველაზე დიდი სიურპრიზი დაბადების დღის საჩუქარი იყო. მეგობართან ვიყავი ქორწილში და სახლში რომ მოვედი, ჩემი დაბადების დღე უკვე დაწყებული იყო. საძინებელი ბუშტებით იყო მორთული და ნიკუშა მელოდებოდა ტორტით.
ნიკუშა: დედამისი დამეხმარა. ვთხოვე, სიურპრიზი მინდა, მოვუწყო-მეთქი და სიამოვნებითო. ჩემმა მეგობრებმა იმდენი ბუშტი დაბერეს... რა თქმა უნდა, ნიაც მანებივრებს ხოლმე საჩუქრებით, სიურპრიზებით.
– ძალიან ლამაზ გარემოში სთხოვე ხელი. ეს ყველაფერი წინასწარ გქონდა დაგეგმილი?
– დიდი ხნით ადრე არ დამიგეგმავს. ნია ბათუმში მიდიოდა გადაღებებზე, მეც დასვენება მქონდა და წავედი. იქ ჩვენი რამდენიმე მეგობარიც იყო ჩამოსული. მოკლედ, უცებ დავგეგმეთ ყველაფერი. ბეჭედიც წინასწარ ვიყიდე,  ვიცოდი, როგორი მოსწონდა.
ნია: მე ვერაფერს ვხვდებოდი. იახტით გადავწყვიტეთ გასეირნება მეგობრებთან ერთად. ჩემმა მეგობარმა, ანუკამ მითხრა: დასხედით, ფოტოებს გადაგიღებთო. არ მინდა-მეთქი. მოკლედ, ძალით დამსვა. უცბად ნიკუშამ ხელი მომხვია. გავაპროტესტე: არ მინდა ასეთი ფოტოები-მეთქი და ამ დროს ბეჭედი ამოიღო. ვიფიქრე, ალბათ, ხუმრობაა-მეთქი. თვითონაც დაიბნა. როგორც მერე მითხრა, ძალიან ნერვიულობდა. თვითონ არაფერი უთქვამს, მე ვუთხარი: ახლა არ მიკეთებ ბეჭედს, გამიკეთე-მეთქი და უი, მე უნდა გაგიკეთოო და გამიკეთა.
ნიკუშა: უპირველეს ყოვლისა, არ მინდოდა, რომ ოჯახისთვის მოულოდნელობა ყოფილიყო და ფოტოებიდან გაეგოთ ჩვენი ნიშნობის შესახებ. ნიას ძმასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ხელის თხოვნამდე, მას დაველაპარაკე.
ნია: მეგობრებმა მითხრეს: სპეციალურად წაგიყვანეთ იახტით, თუ არ დათანხმდებოდი, ზღვაში ჩაგაგდებდითო. ამ თემაზე, რა თქმა უნდა, მანამდეც გვისაუბრია, მაგრამ ასეთ გარემოში, ასე ლამაზად არ ველოდებოდი.
–  უკვე გადახვედით ერთად საცხოვრებალად, ქორწილს გეგმავთ?
– ჯერ არა, რადგან ჩვენ სახლში რემონტს ვაკეთებთ. მე ვაპროექტებ – ენდობა ჩემს გემოვნებას, თუმცა რჩევებს ვეკითხები ხოლმე. ჯერ არ ვიცით, რემონტი როდის დასრულდება. თან, მშენებლობაზეც ვართ დამოკიდებული. ნიკუშასაც სეზონი ნოემბრამდე აქვს.
ნიკუშა: შუა სეზონში ახალი ცხოვრების დაწყება რთული იქნება. ყველაფერზე იმოქმედებს. ნიაც მუშაობს, არსად გვეჩქარება. ნიას უფრო ზაფხულში უნდა ქორწილი და ვნახოთ.

скачать dle 11.3