კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ქეთი გომართელი: ამ „თავით გადაშვების“ ეტაპზე გათხოვება არ მინდა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალმა ქეთი გომართელმა იმიჯი შეიცვალა, სამსახური დაიწყო კომპანია „ნიკორაში“, აქტიურად წერს ახალ სიმღერებს და მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დრო არასდროს ჰყოფნის, მაინც ყველაფერს ასწრებს. მისმა ახალმა დუეტმა, ძველ ჰიტზე – „ახალი დღე“, რომელსაც ანდრია გველესიანთან ერთად ასრულებს, უკვე მსმენელის მოწონება დაიმსახურა. როგორც ქეთი ამბობს, გაჩერებას არ აპირებს და სულ მალე კლიპსაც გადაიღებს. ხოლო, რას გეგმავს ის ზაფხულის პერიოდში, რის გამო გადაწყვიტა იმიჯის სწრაფი ცვლილება და ვიხილავთ თუ არა მას მალე ცოლის აპლუაში, ამაზე თავად მომღერალი გვესაუბრება.
  ქეთი გომართელი: ზაფხულის პერიოდი ჩემი არ არის, უფრო ზამთარი მიყვარს. ცივ სეზონზე გაცილებით კომფორტულად ვარ და უფრო შრომისუნარიანიც. ასე რომ, ზაფხულის გოგო არ ვარ, თუმცა, არც ახლა ვუჩივი ენერგიის ნაკლებობას – დავიწყე საპასუხისმგებლო სამსახური კომპანია „ნიკორაში“, პიარის განხრით, ჩავწერე ახალი დუეტი... კიდევ ბევრი გეგმა მაქვს და ვფიქრობ, ყველაფერს მოვასწრებ. ზოგადად, დაკვირვებული ვარ: რაც მეტი საქმე მაქვს, მით მეტად ვასწრებ. ახლა ასეთი პერიოდი მაქვს – აქტიური და სიახლეებით სავსე.
– ბოლო პერიოდში საკმაოდ შეიცვალე იმიჯი. ამბობენ, ეს იმ მამაკაცის დამსახურება და გავლენაა, ვისზეც ხარ შეყვარებული და ვისთანაც სულ მალე ოჯახის შექმნასაც გეგმავ.
– დიახ, იმიჯი შევიცვალე, მაგრამ ეს საყვარელი მამაკაცის გავლენა და დამსახურება ნამდვილად არ არის. გარეგნობაში რაღაცის შეცვლა მინდოდა და ვარცხნილობა შევიცვალე. ყველას უკვირს: როგორ შეელიე, წლებით ნაზარდ თმასო (იცინის). გრძელ თმას დიდი დრო სჭირდება მოსავლელად, მე კი ყველგან მეჩქარება და ახლა მოკლე თმას უცბად, ჩემით ვიკეთებ. ეს იმიჯი მოვირგე და მგონი, მიხდება. ბევრი იმასაც მეუბნება: გრძელ თმაში უფრო დიდი ასაკის გოგო ჩანდი და მოკლე თმაში, გოგოშკა ხარო (იცინის). ვერ გეტყვით, წლები დავიკელი თუ არა, მაგრამ ფაქტია, შეველიე ჩემს გრძელ თმას და მე მომწონს ეს იმიჯი. ასე რომ, ჩემი ვიზუალური ცვლილება და თმის დათმობა საყვარელი მამაკაცის კი არა, უფრო ჩემი დის დამსახურებაა.
– რას დათმობ საყვარელი მამაკაცის  გამო?
– ყველაფერს, ოღონდ ეს მოთხოვნა არ უნდა იყოს საღ აზრს მოკლებული. რაღაცას რომ მთხოვ, უნდა გქონდეს არგუმენტი, დამისაბუთო, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი ეს ცვლილება შენთვის და მერე დავფიქრდები, წავიდე თუ არა დათმობაზე. არგუმენტის გარეშე, რაიმეს მოთხოვნას საყვარელი მამაკაცისგან კი არა, ვერავისგან ავიტან და არც არის მისაღები. ზოგადად, პირად თემებზე საუბარს ვერიდები, თუმცა, ვიტყვი, რომ მე სულ შეყვარებული ვარ და სიყვარულის დეფიციტს არ განვიცდი (იცინის). რაც შეეხება გათხოვებას, ჯერ არ ვაპირებ, ჩემი ახალი საქმის, გამოწვევების, იდეების გამო, სადაც თავიდან ფეხებამდე ვარ გადაშვებული და მინდა, ძალიან მაგარი შედეგი დავდო. ამიტომ, ამ „თავით გადაშვების“ ეტაპზე გათხოვება არ მინდა (იცინის). მიწაზე სტაბილურად, მყარად, ორ ფეხზე ვდგავარ და ახლა არანაირი ოჯახის შექმნა და პირად ცხოვრებაში სერიოზული ნაბიჯები არ მინდა. სხვათა შორის, ბევრჯერ გამიგია ჩემზე ჭორები, თითქოს ვიღაცის საყვარელი ვარ, შეყვარებული ვარ, გათხოვებას ვაპირებ, ნიკა ხაჩიძისგან შვილი გავაჩინე... ამ უკანასკნელზე, ბევრი ვიცინე (იცინის). ნიკა ჩემი გულით საყვარელი ადამიანია, მაგრამ ერთად არ ვცხოვრობთ და არც შვილი გვყავს. სხვათა შორის, იმდენად მიყვარს, ერთადერთი და განუმეორებელი მგონია, სულ ვეჭვიანობ მასზე, მისი ღირსი ვერავინ წარმომიდგენია (იცინის). სწორედ, ნიკა ხაჩიძის ინიციატივით წამოვიწყე პროექტი – ძველი ჰიტების ახლებური ვერსიებით ჩაწერა.
– გეთანხმები, შენმა დუეტმა ლექს-სენთან სიმღერაზე „გესმოდეს“ და სიმღერამ „როგორ მინდა, მოგეფერო“ მსმენელის მოწონება დაიმსახურა. ახლახან კი ანდრია გველესიანთან ჩაწერე დუეტი, გიგა აგლაძის ჰიტზე –„ლამაზი დღე“. როგორ ფიქრობ, ეს რისკი არ იყო?
– „ლამაზი დღე“ ძალიან გემოვნებიანი, დახვეწილი და იმ დროისთვის შექმნილი სიმღერებისგან გამორჩეული იყო. ჩემთვის პოზიტიურ პერიოდთან ასოცირდება, ამოჩემებულად ვუსმენდი. სიმღერა გიგა აგლაძისა და ჯგუფ Wind-ის შესრულებით 2001 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ მისი რემიქსი ბევრმა ჩაწერა, მათ შორის, თავად გიგამაც. ჩემი და ანდრია გველესიანის ვერსიით კი, ყველა კმაყოფილია, თავად ავტორიც. ანდრია გამორჩეული, ღრმა და საინტერესო მომღერალი და მუსიკოსია, უსაზღვროდ ნიჭიერი და საოცრად პოზიტიური. მასთან მუშაობა კომფორტულია. ცუდ ხასიათზეც რომ ვიყო, ანდრიასთან შეხვედრა მაბედნიერებს. ამისთვის მადლობა მას. დიდი მადლობა გიგა აგლაძეს, ამ სიმღერის შესრულების უფლება რომ მომცა. ასევე, ალეკო ბერძენიშვილს, რომელმაც იმუშავა სიმღერის ახლებურ ვარიანტზე და ხმის რეჟისურაზე და რა თქმა უნდა, იდეის ავტორს – ნიკა ხაჩიძეს, ჩემი გულის ნაწილს, ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანს, უახლოეს მეგობარს. ჩემი და ანდრიას კონტრასტული ხმები ერთმანეთს მოუხდა. ვინც მოისმინა, ყველამ აღიარა, რომ საინტერესო ვერსიაა. სექტემბრისთვის, სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც ვგეგმავთ.
– ქეთი, ამ ზაფხულს სად და ვისთან ერთად აპირებ დასვენებას?
– ამ ზაფხულს დასვენებას არ ვაპირებ. მოტივირებული ვარ სამსახურზე, ახალ იდეებსა და ახალი გამოწვევების მიღებაზე. იმდენად ვარ სხვა რამეებზე ორიენტირებული, სულ არ მაღელვებს დასვენებას რომ ვერ შევძლებ. მეგობრები დამციანიან: გოგო, ზაფხულის ფლირტაოებები უნდა გამოტოვოო? (იცინის). ზოგადად, ფლირტაობებისგან შორს ვარ და ვფიქრობ, მას სეზონი არც სჭირდება. არ ვარ მარტივი, მაგრამ ძალიან ერთგული ვარ და თუ ადამიანი ჩემიანად მივიღე, ის ხდება ჩემი სხეულის ნაწილი, რომელსაც არაფრის გამო არ დავთმობ და მთელი ცხოვრება „მოვებღაუჭები“. ამაში მეგობრობასაც ვგულისხმობ და საყვარელ მამაკაცსაც. სულ ვამბობ, მე გამიმართლა და მდიდარი ვარ, გვერდით იმდენად საუკეთესო მეგობრები და ადამიანები მყავს-მეთქი.  რასაკვირველია, არის რაღაცები, რისი გახსენებაც არ მსიამოვნებს, მაგრამ ადამიანების ცხოვრებიდან „ამოშლები“ არ მახასიათებს და ნებისმიერ დროს, როცა დავჭირდები, გვერდით დავუდგები. ბევრჯერ მეტკინა, მეწყინა, მაგრამ ხელი არავისთვის მიკრავს და გულიდან არ ამომიგლეჯია. გადავიტანე და გამიარა. ზოგადად, რაც სიყვარულს ეხება, ტყუილში ცხოვრებას, სიმართლის გაგება მირჩევნია, ამით უფრო მეტ გამოცდილებას ვიღებ. კიდევ ვამბობ – სხეულის ნაწილებს არ ვკარგავ, შეიძლება „ჩავაჩოჩო“, მაგრამ მაინც ჩემს ადამიანად დარჩეს.

скачать dle 11.3