კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რის გამო დაკარგა ირაკლი ჩხეიძემ მესამე ოქრო მსოფლიო ჩემპიონატზე და რატომ უთხრა მას მწვრთნელმა ვარჯიშზე უარი

ნინო კანდელაკი ნინო სანებლიძე

  ფიჯის დედაქალაქ სუვაში 20 წლამდე ასაკის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ქართველი ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ორ ოქროსა და ერთ ვერცხლის მედალს დაეუფლა. ირაკლი 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდა. მან ატაცში 162.167 კილოგრამი დასძლია, აკვრაში – 204 კილოგრამი შტანგა დაიმორჩილა, ხოლო ორჭიდში 371 კილოგრამი დააგროვა. ჯამში ის მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ინტერვიუდან შეიტყობთ, რა გზა გაიარა ძალოსანმა წარმატებამდე.
– ირაკლი, ელოდებოდი მესამედ მსოფლიოს ჩემპიონობას?
– ვიდრე ჩემპიონატზე გავემგზავრებოდი, მანამდე ტრავმა მივიღე, შესაბამისად, შედეგით კმაყოფილი ვარ – ორი ოქრო და ერთი ვერცხლი ცუდი არ არის. მესამე ოქროს აღებაც შემეძლო, უბრალოდ, არ ვიყავი ფორმაში. მსოფლიო ჩემპიონატამდე, აპრილში, ბათუმში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი და ფეხი ვიტკინე. ორი თვე დავისვენე, თუმცა მსოფლიოზე რომ გავმეგზავრე, ბოლომდე არ ვიყავი გამოჯანმრთელებული, მუხლი მაინც მაწუხებდა – რეაბილიტაციისთვის დრო არ მეყო. ნატკენი ფეხით ეს შედეგიც რომ დავდე, კარგია. ვიცოდი, რომ მოგების შანსი მქონდა, შეჯიბრებამდე იდება შედეგები, ყველა მონაწილე, განურჩევლად ქვეყნისა, აგზავნის თავის მონაცემებს. შესაბამისად, მოწინააღმდეგის შესაძლებლობები წინასწარ იცი.  კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა ვიცოდი, რომ მოვიგებდი. სამ კატეგორიაში ვიასპარეზე, ატაცში 167 კილოგრამი დავძლიე, აკვრაში – 204, ხოლო ორჭიდში 371 კილოგრამი დავაგროვე.  ადრე უკეთესი შედეგიც მიჩვენებია, 390 კილოგრამამდე მაქვს დაძლეული. უბრალოდ, ახლა ფეხის ტკივილის გამო ვერ შევძელი.
– როგორი იყო წინა მოსამზადებელი პერიოდი?
– თან რეაბილიტაციას გავდიოდი, თან ვემზადებოდი. შეჯიბრებამდე ერთი თვით ადრე ვიწყებ ფსიქოლოგიურად მომზადებას – ეს ნებისმიერი სპორტსმენისთვის აუცილებელია. ამ დროს მწვრთნელი გვესაუბრება და გვიქმნის შესაბამის ფსიქოლოგიურ ფონს. როცა შეჯიბრება მოახლოვდება და ერთი კვირაღა რჩება, მსუბუქად ვვარჯიშობ, რომ არ გადავიღალო.
– ტრავმები ხშირად გაქვს?
– ზოგადად, ეს სახეობა ძალისმიერი სპორტია და ტრავმა ხშირია. დიდი სპორტსმენი ტრავმის გარეშე ვერ იქნება. საბედნიეროდ, მე ხშირად არ ვიღებ დაზიანებებს. ახლა მეტკინა ფეხი, მანამდე სერიოზული არაფერი მქონია.
– რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა?
– ზუგდიდის რაიონში, სოფელ რიყეში დავიბადე და გავიზარდე. ბიძაჩემი, თემურ ჩხეიძე, ძალოსანი იყო – ევროპისა და სხვა ჩემპიონატების გამარჯვებული. ბავშვი რომ ვიყავი, სულ დავყვებოდი ვარჯიშებზე, მაინტერესებდა, რას როგორ აკეთებდა.  მერე იმდენად მომეწონა, რომ მეც დავიწყე ვარჯიში. თან, ჩვენს სოფელში მხოლოდ სპორტის ეს სახეობა იყო განვითარებული. ვარჯიშის დაწყება საკმაოდ პატარამ გადავწყვიტე – მე-3 კლასში ვიყავი. დარბაზში რომ მივედი, მახსოვს, მწვრთნელმა მითხრა: ჯერ პატარა ხარ, ერთი წლის მერე მოდი და სამომავლოდ დიდ წარმატებას მიაღწევო – პატარა ბავშვისთვის მსგავსი დატვირთვა არ შეიძლებოდა. მეც დავუჯერე და ერთი წლის შემდეგ ისევ მივედი. მას მერე ვვარჯიშობ, სხვა სპორტით არც ჩამინაცვლებია. ყოველდღე მეზრდებოდა ინტერესი და ვცდილობდი, უფრო მეტი შედეგი მეჩვენებინა. პირველი ოქრო რომ ავიღე, მერე საერთოდ არ მიფიქრია თავის დანებებაზე ან სხვა სპორტით ჩანაცვლებაზე.
– რა გზა გაიარე წარმატებამდე?
– 11 წლის ვიყავი, როცა პირველი ოქრო ავიღე. ტურნირი ჩაქვში ჩატარდა. მაშინ 35 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვდიოდი, მგონი, 55 კილოგრამი ავწიე და პირველი ადგილიც დავიკავე. იყო იმედგაცრუებაც, ერთი შემთხვევა მახსენდება: ალბანეთში 24 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გამოვდიოდი, მე 16 წლის ვიყავი. საბოლოოდ ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოვიპოვე, ძალიან ცოტა დამაკლდა ოქრომდე. ეს რაღაცნაირად დამამახსოვრდა და მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ შემდეგზე აუცილებლად ოქროს ავიღებდი, ასეც მოხდა. წინ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასავლელი. ძალოსნობა ოლიმპიური სახეობაა და ბავშვობიდანვე მქონდა მიზანი, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი, ახლაც იგივე მიზანი მაქვს.
– მშობლები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას სპორტსმენობასთან დაკავშირებით?
– მშობლებს დიდად არ უნდოდათ, რომ სპორტსმენი ვყოფილიყავი, თან,  ჩემი ძმაც ძალოსანია. უფრო ის მომენტი ჰქონდათ, რომ ორივეს სპორტსმენობა არ უნდოდათ. ჩემი ძმა ჩემზე უფროსია და პირველი ოქრო რომ ავიღე, მაშინ გადაწყვიტა, რომ თავადაც ევარჯიშა. მერე ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და სხვა წარმატებებიც აქვს. შეიძლება ითქვას, ჩემკენ გადმოვიბირე (იცინის).
– გარდა სპორტისა, კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– თუ თავისუფალი დრო გამომიჩნდება, სოფელში ჩავდივარ. ძირითადად, ვთევზაობ ან ვნადირობ, ესაა ჩემი განტვირთვა. ასევე, მიყვარს მანქანით სეირნობა. ერთხელ ნადირობის დროს თოფის ლულა გამისკდა. ჩემით დავამზადე  ტყვია და წამლის დოზა ბევრი მომივიდა. მწყერს რომ ვესროლე, გადასკდა ლულა და მიჰყვა ჩემი ნეკა თითიც – მომწყდა.
– ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება... რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– კი, საკმაოდ ბევრია. სოფელში ძალიან მგულშემატკივრობენ. ყველაზე მეტად ჩემი მეზობელი კახა ჯოჯუა მქომაგობს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მყავს შეყვარებული, თუმცა, ამ ეტაპზე დაოჯახებას არ ვფიქრობთ.

скачать dle 11.3