კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“ – მსოფლიოში აღიარებული მძლავრი სამედიცინო ცენტრი

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  ს.ს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“ მძლავრი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც სამკურნალო და სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, ქვეყნის ტუბსაწინააღმდეგო ქსელის მეთოდურ ხელმძღვანელობას ახორციელებს.
  ცენტრის წარმატებებზე, დაავადების მართვის ბერკეტებსა და პირველად სიმპტომებზე „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორი – პროფესორი ზაზა ავალიანი გვესაუბრა.
  ზაზა ავალიანი: „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ (ტფდეც) კლინიკა განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აგებულ, უახლესი სამედიცინო ტექნიკითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ თანამედროვე შენობა-ნაგებობებში, რაც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების საშუალებას იძლევა. სწორედ კარგად აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს, რომ ინფექციის კონტროლის ღონისძიებების მკაცრი დაცვით მივაწოდოთ საქართველოს მოსახლეობას სრული სერვისი ტუბერკულოზის შემთხვევათა მართვის კუთხით. დღეს მსოფლიოში იშვიათია ტფდეც-ის მსგავსი დაწესებულება, სადაც ერთ სამედიცინო ცენტრში კონცენტრირებულია ყველა ტიპის სერვისი, რომელიც აუცილებელია ტუბერკულოზით  დაავადებული პაციენტების მართვისთვის.
– დაავადების მართვის რა ბერკეტები გაქვთ?
– გვაქვს ერთიანი კონსილიუმი, რომელიც უპირველესად,  წამალმდგრადი ფორმების მართვის თემებს მოიცავს. საყურადღებო შემთხვევების მართვის საკითხები კვირაში ორჯერ დისტანციური ტელეკონსილიუმის სახით მიმდინარე ექიმთა მულტიდისციპლინური  ჯგუფის შეკრებაზე განიხილება, სადაც წყდება დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მკურნალობის შემდგომი პერიოდის დროს პაციენტების მოვლის სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები. კონსილიუმში ერთდროულად მონაწილეობს ყველა ჩვენი რეგიონული წარმომადგენელი. ტელეკონსილიუმი ტარდება გლობალური ფონდის (ტუბერკულოზთან, შიდსთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი) მხარდაჭერით. ტელეკონსილიუმი გამჭვირვალე, კოლეგიალური და ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია. კონსილიუმში მონაწილეობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები საფრანგეთიდან და ამერიკიდან. კონსილიუმის არსებობამ ბევრი შეკითხვა მოხსნა დღის წესრიგიდან. გაიზარდა ეფექტურობა, კოლეგიალური გაზიარების თემები, რამაც საბოლოოდ თავად ექიმთა განვითარებაზეც, მათ შორის, ჩვენი რეგიონული ქსელის ექიმებზე, დადებითი გავლენა მოახდინა. ამ ტიპის ტელეკონსილიუმს საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს. იზრდება გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულობა, რაც ჩვენს საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია.
  გაძლიერდა დიაგნოსტიკური რესურსები. გვაქვს ისეთი სერიოზული ინსტრუმენტი, როგორიცაა თანამედროვე  მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მოცემულობებზე დაყრდნობით შექმნილი გაიდლაინი, რაც ყველა ექიმისთვის უნივერსალური სამოქმედო იარაღია. ის საშუალებას გვაძლევს, სწორად მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა და რესურსები.
  ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი სამეცნიერო კვლევებია. ამჟამად ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ბაზაზე 68 კვლევა ხორციელდება.
  სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი წარმომადგენელი – ნესტან ტუკვაძე, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ჯგუფის ტუბერკულოზის მიმართულებით კვლევების  საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (პირადად მე ამ საბჭოს წევრიც ვარ).
– რა მატერიალურ რესურსს ფლობთ და როგორია დაავადების შემცირების სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში?
– ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჩართულობით გლობალური ფონდის პროექტების ფარგლებში მნიშვნელოვნად განვვითარდით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეექვსე მშენებლობა მიმდინარეობს. გვაქვს შესანიშნავი რეფერალური ლაბორატორია, რომელიც ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა ააშენეს.
  მაქსიმალურად ვცდილობთ, სწორად და მიზანმიმართულად გამოვიყენოთ საერთაშორისო რესურსები პროგრამისა და ქსელის განვითარებისათვის. გვაქვს 22 საწოლზე გათვლილი ბავშვთა ახალი
განყოფილება. ჩვენმა ფრანგმა პარტნიორებმა ააშენეს პაციენტთა საკონსულტაციო ცენტრი. გვაქვს ორი ახალი არაჩვეულებრივი ამბულატორიული ცენტრი, ასევე, მნიშვნელოვანი ინოვაციაა, აბასთუმანში „ფონდი ქართუს“ დაფინანსებითა და ინიციატივით აშენებული 100-საწოლიანი შესანიშნავი, ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო კლინიკა.
  გვაქვს კომპიუტერული ტომოგრაფი, რაზეც წლების წინ ვერც კი ვიოცნებებდით, რენტგენის უახლესი ციფრული აპარატები და ბოდიპლეტიზმოგრაფი (აშშ-ის საელჩოს საჩუქარი), რომელიც უნიკალური აპარატია რეგიონში.
  რაც შეეხება სტატისტიკას, ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ ავადობის საერთო რიცხვის შემცირების კუთხით. გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ტუბერკულოზით ავადობის 2 700-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ, როდესაც წლების წინ ეს რიცხვი 12 ათასამდე იყო. პროგრესი თვალშისაცემია. მინდა აღვნიშნო, რომ ტუბერკულოზით გამოწვეული ბავშვთა სიკვდილიანობა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ქვეყანაში არ დაფიქსირებულა, რაც ჩვენი დარგის ნამდვილი მონაპოვარია. მას შემდეგ, რაც დაავადების რეალური რეგისტრაცია დაიწყო, ტუბერკულოზით ავადობის საქმეში პირველად მივაღწიეთ ისტორიულ მინიმუმს, თუმცა კვლავ რჩება ნაკლოვანებები და ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაზეც ვმუშაობთ.
– რა არის ტუბერკულოზის პირველი ნიშნები?
– ტუბურკულოზის პირველი ნიშნებია:
*     მცირედ მომატებული (სუბფებრილური) ტემპერატურა;
*     ხველება ორ კვირაზე მეტი ხანგრძლივობით, კონკრეტული მიზეზის გარეშე;
*     ღამის ოფლიანობა;
*     ასევე, ზოგადი სიმპტომები: სისუსტე, უმადობა, წონაში კლება.
ეს იმ სიმპტომთა ჯგუფია, რომელიც ჯამში გვაძლევს საფუძველს, ეჭვი მივიტანოთ ტუბერკულოზზე.

скачать dle 11.3