№29 კეფირისა და ჭარხლის დიეტა – ორგანიზმის გასაწმენდად და სწრაფად დასაკლებად
ნინო კანდელაკი ანი რევია

ყოველდღიურად, შვიდი დღის განმავლობაში, უნდა მიიღოთ 1 კილოგრამი მოხარშული ჭარხალი, 1,5 ლიტრი უცხიმო კეფირი და დაახლოებით, 2 ლიტრი წყალი – ეს არის პროდუქტების დღიური ნორმა. დიდი ოდენობით წყალი საჭიროა იმისთვის, რომ ორგანიზმი არ დასუსტდეს, რადგან შლაკებთან ერთად სითხეც გამოდის. მითითებული რაოდენობა, 5-6 მიღებაზეა გათვლილი. შეგიძლიათ, ჭარხალი და კეფირი დააბლენდეროთ და კოქტეილის სახით მიირთვათ. სამდღიანი მკაცრი დიეტის შემდეგ კი, თუ გაგიჭირდათ, შეგიძლიათ, რაციონში ჩართოთ 400 გრამი მოხარშული ხორცი ან თევზი, ასევე, ვაშლი.