კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ჭეშმარიტების გზაზე

  მამა ეპიფანეს ნამდვილად უხაროდა, რომ სამღვდელო ხარისხში მსახურობისას ერთი დრაქმაც კი არ აუღია, როგორც ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ერთხელ, გვიან საღამოს, როდესაც ღვთისმსახურების შემდეგ სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესიიდან ბრუნდებოდა, თან ორი სეფისკვერი (მათზე კვეთა არ იყო შესრულებული) წამოიღო, რადგან სახლში პური არ ჰქონდა. როცა ტაძარს ცოტა მოშორდა, მამა ეპიფანემ გაჩერება ითხოვა და ერთი ყმაწვილი უკან, ეკლესიაში გააგზავნა, რათა ორი სეფისკვერის საფასურად მას ხუთასი დრაქმა დაეტოვებინა.
– ეს რას ნიშნავს? – იკითხა ყმაწვილმა.
– შვილო ჩემო, მომიტევე, მაგრამ არ მსურს, ვინმემ „სიქადული ჩემი... აცუდოს...“ (I კორ. 9,15).
***
ერთხელ მამა ეპიფანეს მისმა სულიერმა მამამ შემნახველი სალაროს წიგნაკი მისცა, სადაც ბერის სახელზე გარკვეული თანხა იყო ჩაწერილი, ეს იმისთვის, რომ „თუ ავად გახდებოდა, ექიმებისა და წამლისთვის რაღაც ფული ჰქონოდა“. მამა ეპიფანემ წიგნაკი აიღო, თავაზიანად გადაუხადა მადლობა სულიერ მამას, მაგრამ უხერხულობის გრძნობა ვერ დამალა. ამ შეხვედრის მერე, შუადღიდან გვიან საღამომდე, ბერი, რომელიც ადრე პირადად არასოდეს იღებდა მონაწილეობას საბანკო ოპერაციებში, ურეკავდა ბანკში მომუშავე თავის სულიერ შვილებს და არკვევდა, თუ როგორ შეიძლებოდა საბანკო ქაღალდებიდან მისი სახელის ამოღება. დამშვიდდა მხოლოდ მაშინ, როცა მეორე დღეს, დილით წიგნაკიდან მთელი ფული მიმადლებული ღვთისმშობლის მონასტრის, ისიხასტერიის ანგარიშზე ჩაირიცხა. მოგვიანებით, როცა მთელი ეს საზრუნავი უკან დარჩა, ეპიფანემ გვითხრა:
– როცა წიგნაკი დავინახე და მივხვდი, რომ ბანკში ჩემს სახელზე ანგარიშია გახსნილი, მაშინვე ვიგრძენი, რომ მაწევს ყველაზე დიდი ცოდვა, რომელიც კი შეიძლება მღვდელმა მოიმოქმედოს. მრცხვენოდა ადამიანების.
***
მამა ეპიფანეს სულიერი შვილი, ექიმი იგონებს:
– მამა ეპიფანეს პირველი ოპერაციის შემდგომ, მისი საავადმყოფოდან გაწერამდე ცოტა ხნით ადრე, მასთან პალატაში შევედი. მან მთხოვა:
– შვილო ჩემო, შეიარე ბუღალტერიაში და უთხარი, რომ ჩემი ანგარიში მოამზადონ.
როდესაც დაზღვევის პოლისის შესახებ ვკითხე, მან მიპასუხა:
– როგორც იცი, მე ხელფასს არ ვიღებ, მაშასადამე, პოლისიც არ მაქვს.
მაშინ მე გაოცებულმა  ვკითხე:
– თქვენ, მონაზონმა, რატომ არ უნდა მიიღოთ „სასოფლო სამეურნეო სადაზღვევო კომპანიის“ (საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაზღვევის  სააგენტო, რომლითაც კლირიკოსები სარგებლობდნენ) პოლისი?
ბერმა კი მომიგო:
– მომისმინე, შვილო ჩემო, ეს უსამართლობა იქნება. დაზღვევით სარგებლობის უფლება რომ ჰქონდეს, მონაზონი ვალდებულია, მუდმივად თავის მონასტერში ცხოვრობდეს, მე კი ამას არ ვაკეთებ.
არქიმანდრიტ ეპიფანე
თეოდოროპულოსის ცხოვრებიდან
скачать dle 11.3