კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 არსებობს თუ არა ოჯახურ ურთიერთობაში საბედისწერო ეტაპები და როგორ უნდა გადალახოს ცოლ-ქმარმა ეს პერიოდი

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  დაოჯახებული წყვილებისგან მოისმენთ, რომ ქორწინების მეშვიდე წელს ურთიერთობებში გარკვეული საფრთხეები წარმოიქმნება, რამაც შესაძლოა, კრიზისიც გამოიწვიოს. საინტერესოა, მართლა ციფრები მართავენ ურთიერთობებს თუ თავად ადამიანები უშვებენ ისეთ შეცდომებს, რომელთა გამოსწორება მერე ძნელი ხდება.
ამ თემაზე ფსიქოლოგებიც მსჯელობენ. მათი შეფასებით, წლებსა და მრგვალ თარიღებს, მაინცდამაინც, მნიშვნელობა არ აქვს. საკითხი სხვაგვარად დგას და თუ ჩვენ სტერეოტიპების ტყვეობაში აღმოვჩნდებით, სიტუაციას მხოლოდ გავართულებთ. რატომღაც, ყველაზე საბედისწეროდ მიჩნეულია ცოლქმრობის მეშვიდე წელი. თუმცა, თუ ურთიერთობა სწორად არ დალაგდება, ყველაფერს პირველივე წელს დასრულებს.
  მაკა (36 წლის): ამ თემაზე საუბარი იმიტომ დავიწყე, რომ ეს „გადამწყვეტი“ წლები ბევრ ცოლს აქვს კოშმარივით. ახლოვდება  ჩემი  ქორწინების მეშვიდე წელი და გული მიკანკალებს. ყველა მეუბნება, რომ თუ გადავლახე, მაშინ ჩვენს ურთიერთობას მომავალში არაფერი დაემუქრება.
– ასე, კლასიფიცირებულად, მაინცდამაინც შვიდ წელზე რატომ ნერვიულობთ. მაგალითად, რთულია ქორწინების პირველი წელიც...  იმაზე არ გიფიქრიათ, რომ  ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მაინც  ინდივიდუალურია.
– ვიცი, რასაც გულისხმობთ. რომ აქსიომური მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინების ამა და ამ წელს აუცილებლად კრიზისი წარმოიშობა, არ არსებობს. მაგრამ მე მაინც ძალიან მეშინია. თითქოს  მოახლოებული საფრთხის პირველ ნიშნებს ვამჩნევ. ჩემი ქორწინების პირველ წელს კრიზისულს ვერ დავარქმევ, რაღაც სირთულეები იყო, მაგრამ ჩვენ წლების განმავლობაში გვიყვარდა ერთმანეთი და  არაჩვეულებრივი  ურთიერთობა გვქონდა. მეუბნებოდნენ, როგორც კი ცხოვრებას ერთ სივრცეში დაიწყებთ, თქვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავაო. არ მოხდა ასე. ორიენტირებულები მხოლოდ იმაზე ვიყავით, ერთმანეთისთვის თავი როგორ მოგვეწონებინა. ასეთ დროს ადამიანები ხომ უნებურად მოტივირებულები არიან, დადებითი ემოცია და ენერგია გამოხატონ? მოკლედ, პირველ ეტაპზე ეს ეფექტურად გამოგვდიოდა.  
– ახლა რა საფრთხის რა ნიშნებს ხედავთ..
– ერთმანეთთან შეუთავსებლობა თუ შეთავსება... თითქოს ჩვენ შორის სიტუაცია იძაბება. მე ვიცი, რომ არ არის გამართლებული, თუ რომელიმე შეეცდება, 100 პროცენტით შეცვალოს პარტნიორი.  მე ამას შეგნებულად არ ვაკეთებდი, თუმცა,  როგორც ჩანს, სადღაც მაინც შემეშალა. ჩვენი შეცდომაა, რომ ვერ ვახერხებთ პარტნიორების  ისეთებად მიღებას, როგორებიც არიან... მოკლედ, ვის როდის დაუდგება ქორწინებისას რთული ეტაპი, ძნელად პროგნოზირებადია. თან, იდეალური მოდელიც არ არსებობს. მე ძალიან შეშინებული ვარ.
– ესე იგი, თქვენი აზრით, სიმართლეა, რომ ამბობენ, ქორწინების მაინცდამაინც მეშვიდე წელია კრიზისულიო?  
– მე ვფიქრობ, რომ ქორწინების მეშვიდე წელი ცოლქმრულ ცხოვრებაში მართლაც კრიზისული ეტაპია, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, როცა ჩვენ შორის წამოჭრილი პრობლემები არ გვარდება. ადრე ამას წარმატებით ვახერხებდით.   
– მეტად რომ დაუთმოთ?  
– რასაკვირველია, მაგრამ დათმობის ხარისხსაც მნიშვნელობა აქვს. ერთხელ უკვე გავიფიქრე, რამდენად მიღირს ამ ურთიერთობის შენარჩუნება-მეთქი. ბევრ სფეროში ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს: დაწყებული სექსუალური ურთიერთობიდან, ინტერესების სფეროების თანხვედრით გაგრძელებული. მაგრამ  მოლოდინი მაქვს, რომ როგორც მე  ვფიქრობ, ისე უნდა იფიქროს მეუღლემ. ასე არ ხდება. უარყოფითი ენერგია გროვდება, რომელიც შეიძლება უკონტროლოდ გადაიქცეს და კაცმა არ იცის, რას მოგვიტანს.
– ანუ, ერთმანეთთან კომუნიკაცია გიჭირთ?
– ამ ეტაპზე – კი და ამიტომ ვფიქრობ, რომ მეშვიდე წლის კრიზისი არ ამცდა, რთული პერიოდი მელოდება და ძალიან მეშინია. თუმცა, საღი აზრი მკარნახობს, რომ მთავარია, ერთმანეთის მოსმენა და ყველაფრისთვის სწორი სახელების დარქმევა შევძლოთ.


скачать dle 11.3