კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რა იყო ეროსი მანჯგალაძის ყველაზე დიდი ნაკლი და რა დაუბრუნეს ქურდებმა მას ორმაგად

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  ის იყო იმდენად მორიდებული, რომ საუბრისას თვალს ვერავის უსწორებდა, ის იყო კაცი, რომელსაც ქუჩაში თავისუფლად სიარული არ შეეძლო, რადგან მისი დანახვა დიდ აჟიოტაჟს იწვევდა, ბაზარში სიარული ერიდებოდა, საგზაო პოლიცია კი მხოლოდ იმიტომ აჩერებდა, რომ გასაუბრებოდნენ. ცდილობდა, ყველას დახმარებოდა და სხვისი პრობლემების მოსაგვარებლად მთებსაც კი გადადგამდა. მოკლედ, ეს იყო ეროსი მანჯგალაძე, რომელიც უბრალოდ, ასე უყვარდა სრულიად საქართველოს.
  ვასილ კიკნაძე: „ძალიან შეეჩვია ეროსი ქობულეთის სანატორიუმს –„საქართველოს“. სამი წელი ერთად ვისვენებდით. ეროსი თითქმის ყოველთვის პირველი სართულის პირველ ოთახში ჩერდებოდა... აივანზე ვერაფერს შეინახავ, ღამით შეიძლება, ვინმემ ხელი შემოყოს და წაიღოს... ეროსის აივანზე ხილი დაუწყვია, საზამთრო, ვაშლი, ატამი. ხილი ძალიან უყვარს. ბაზარში დიდხანს საგულადგულოდ არჩევს. გამყიდველები უფასოდ სთავაზობენ. უარობს. კარგი შემირჩიეთ, ის იქნება თქვენი პატივისცემაო. ერთ დილას ალიაქოთი ატყდა სანატორიუმში, გვიან ღამით ვიღაცებს ეროსის ხილი მოეპარათ, გარედან შემოსულებს, რასაკვირველია. პირველ ლუქსშიც გადასულიყვნენ... – არ ვიცი მე, როგორც გინდათ, ისე გამიჩინეთ ჩემი ატამი... მსხალი... ჰო, მართლა, არ დაგავიწყდეთ დიდი საზამთრო იყო, – ამბობს შეფარული იუმორით და იღიმება, – ხომ იცით, კარგი ატამი რა ღირს? წუხელ მაინც მომესწრო შეჭმა... დამსვენებლებს სალაპარაკო გაგვიჩნდა. ეროსი ერთობა მომხდარი ამბით. რესტორანში მიიპატიჟეს მილიციის ხელმძღვანელმა მუშაკებმა. – ასე იოლად ვერ გადარჩებით! –  თავისას არ იშლის ეროსი. ყველას უხარია ეროსისთან ურთიერთობა. ყველა საბაბს ეძებს, მასთან ერთად რომ მოილხინოს. ეროსი ხათრს ვერ უტეხს და მიჰყვება კიდეც. საღამოს, ალბათ, ათი თუ თერთმეტი საათი იქნებოდა, რომ „კურზალიდან“ დაბრუნდა... – ეს როგორ გაგიბედეს, ეროსი? ამხელა მსახიობს როგორ მოგპარეს?.. – ვეუბნები მე. – რა იცოდნენ, ჩემი თუ იყო... ოთახში ერთად შევედით, ვსაუბრობდით თეატრზე... აივანზე რაღაც ქაღალდებში შეხვეული დაინახა, ხილით სავსე. დიდი საზამთროებიც მოეტანათ, ერთი კი არა, სამი თუ ოთხი. – ა, ძმაო, ქურდებმა გაიგეს, ჩემი რომ იყო და ორმაგად დამიბრუნეს... წრიალებს, ვერ ისვენებს, გავედით ეზოში, იქვეა ჩამოსაჯდომი სკამები...  – შენ ეს მითხარი, ახმეტელზე რომ წერ, კარგია, მე ყველაფერს ვკითხულობ, ხომ იცი? – მერე მახალისებს, თბილ სიტყვებს მეუბნება, მაქებს, უცებ მეკითხება – ახმეტელს ნაკლი არ ჰქონდა? რატომ არაფერს წერ ნაკლზე? – რას გულისხმობ, ეროსი? – საერთოდ, ჩვენთან მიღებული არ არის ნაკლოვანებებზე წერა. განა შეიძლება, კაცი უნაკლო იყოს?.. იცი, რატომ გეუბნები, საქმე ახმეტელში კი არ არის, ყველას ეხება. როცა ნაკლზე, შეცდომებზე არ წერთ, საკითხავადაც ისე საინტერესო არ არის. აი, ნახე, როგორ წერენ ფრანგები თავიანთ დიდ მწერლებზე, მსახიობებზე... ასე უნდა ქნათ თქვენც... არ გეწყინოს... ადამიანური სისუსტე უფრო საინტერესოა მკითხველისთვის, ვიდრე ქება. – მაგას დიდი კულტურა უნდა, ეროსი, მარტო წერისა კი არა, კითხვისაც... გვიჭირს ჩვენს დიდ ადამიანებზე კრიტიკის მოსმენა... მთლად ადვილი ასახსნელი არ არის, რად ხდება, რომ გარდაცვლილებს ვაიდეალებთ, ხოლო იმავე რანგის ცოცხალ ადამიანს საოცრად გულგრილად ვექცევით, ჩვენ გვედრით ძნელი ასატანია თუნდაც გენიოსი... – ეროსი! შენზე რომ წიგნს დავწერ, რა ნაკლი ჩაგიწერო? ხომ დავწერ ოდესმე, თუ ცოცხალი ვიქენი... – ოო... ეს უკვე სხვა საკითია... ახლა მოგაგონდა ნაკლზე წერა? კი ბატონო, დაწერე: ძალიან მიყვარს ქეიფი, საშინლად მეშინია მიცვალებულების... კიდევ რა ვთქვა? ცოტა ნაკლი ვთქვი? მიყვარს კარგი ხილი... მეტი რა ვთქვა?..  – აი, ხომ ხედავ, რა ძნელია ნაკლზე წერა, ქეიფი და დროსტარება რა ნაკლია, კარგი ხილი ვის არ უყვარს. აიღე და შენც დაწერე: უზომოდ უყვარდა თეატრი, პოეზია, სპორტი. არ არის ეს ნაკლი? თუ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. „უზომო“ ნიშნავს, რომ მე ზომიერება არ მქონია და, მაშასადამე, დიდი ნაკლიც მაქვს, სახუმარო კილოთი მეუბნება...
***
 ... პირველი ოთახის წინ სამედიცინო სამორიგეო პუნქტია, სადაც მთელი ღამე მორიგეობდნენ ექიმები. უცბად მივხვდი, რატომ ჩერდებოდა ეროსი პირველ ნომერ ოთახში – ექიმებთან ახლოს იყო! ეშინოდა, აი, რატომ იყო, რომ იმ ოთახს არ შორდებოდა. უფრო მშვიდად იძინებდა, იმედიანად...
***
...ეროსი ოცნებობს თავისი ტელესერიალი შექმნას. რამდენიმე სერიად აქვს ჩაფიქრებული გადაცემა. მიზიარებს საკუთარ აზრს, ეძებს, წვალობს. თეატრში არაფერს ვაკეთებ და რაღაცით ხომ უნდა შევიქციო თავიო. მაინცდამაინც დიდი ხალისით არ ლაპარაკობს რუსთაველის თეატრზე, ასე მგონია, საერთოდაც არ სიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. მისი გამოთიშვა თეატრის „მაგისტრალური ხაზიდან“ უდიდეს
ტკივილს აყენებს და არ უნდა ჭრილობების გახსნა, თუმცა ზოგი საკმაოდ უხვად აყრიდა მარილს სულის ჭრილობებს...
***
... რობერტ სტურუას თეატრს თავისი ლიდერიც ჰყავს – რამაზ ჩხიკვაძე. მოვიდა ეროსის საყვარელი ადამიანი თავისი დიდი აქტიორული შესაძლებლობებით. რობერტ სტურუა და რამაზ ჩხიკვაძე თანამოაზრეები არიან. ერთად ამკვიდრებენ ახალ თეატრალურ პრინციპებს. 1975 წლიდან უკვე სულ სხვა პროცესები იწყება. თეატრის მთელ ცხოვრებას მოიცავს რობერტ სტურუას შემოქმედება. მისი პოლიტიკური თეატრი ამკვიდრებს ახალ თეატრალურ ესთეტიკას და ეროსი თითქმის შვიდი წელი „ახალი ტალღის“ მიღმა რჩება. მოცდენილია მისი მდიდარი არტისტული შესაძლებლობანი. იგი რუსთაველის თეატრში, ფაქტობრივად, აღარაფერს ქმნის. სცენაზე მიწყდა მისი ხმა... კი არ განელდა მისი არტისტული ტემპერამენტი, არამედ რობერტ სტურუამ და მან ვერ უპოვეს ერთმანეთს რაღაც „საიდუმლო გასაღები“. ეროსი ამიტომ სთხოვდა დიმიტრი ალექსიძეს: იცოდეთ, ძალიან მჭირდებით, საიდუმლო გასაღებები შემომეხარჯაო... ეროსის არტისტული ბუნებისათვის ახლობელი არ აღმოჩნდა სამყაროს სტურუასებური ხილვა. ლაპარაკი არ არის იმაზე, რა არის კარგი და რა – ცუდი, ორივე კარგია, მაგრამ ხელოვანთა განსხვავებული ბუნება შეხვდა ერთმანეთს. ერთად უნდა ეძებნათ გამოსავალი... ეროსი გრძნობდა, რომ თანდათან კარგავდა ცოცხალ კავშირს „მეორე სიცოცხლესთან“ და ამის ატანა არ შეეძლო. „მანქანა გაჩერდა, იქიდან ეროსი მანჯგალაძე გადმოვიდა. რაღაც უგუნებოდ მეჩვენა. ჩვენი ჯგუფი (სტუდია-სახელოსნო) შეათვალიერა და უცებ თქვა: რუსთაველის თეატრიდან მოვდივარ, მიმიღებ შენს სტუდიაშიო? – მიგიღებ, – ვუპასუხე მე, – ოღონდ, რუსთაველის თეატრიდან ნუ წახვალ, ეს არც ისე უბრალო ამბავია, როგორც გეჩვენება!“ – ამას წერს მიხეილ თუმანიშვილი. მიაკითხა თავის რეჟისორს. თითქოს გამოსავალი იპოვა. „მეორე დღეს იგი მოვიდა ჩვენთან ხმაურიანი, აღგზნებული და რაღაც ქსოვილის ვეება ფუთა მოათრია, როცა ის გავშალეთ, გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო – ეს იყო ჩვენი „ჭინჭრაქას“ ფარდა!“... სულისშემძვრელი სურათია.“
скачать dle 11.3