კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ალერსით მოსაგუდები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ისტორია თვითმპყრობელურად
 მაშინ, როდესაც ქართველებისთვის „კეთილი ძია ვალოდიას“ ნიღაბი მოირგო (და ლამისაა, ალერსით მოგვგუდის), არც აფხაზსა და ოს სეპარატისტებს დასწყვიტა გული უფროსმა ძმამ ბატონ-პატრონმა ვლადიმირმა და საქართველოს ისტორიის თვითმპყრობელური ვერსია გაავრცელა. სახელდობრ, რომ 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო ორიოდ წელიწადში კი ოსების გენოციდიც მიაყოლა, ჩრდილოეთსა და სამხრეთ ოსეთს კი მტარვალი ქართველების მიერ ორად გაყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფოც უწოდა.
  რაც მთავარია, აფხაზეთის ოკუპაციის საქმეში გერმანიაც გაიყვანა (ეს, პრ. პუტინის ვერსიით, სასირცხო ამბავი გერმანელების დახმარებით ჩაგვიდენია) და ისეთი სისასტიკით გვიმოქმედია აფხაზეთსა და „ოსეთში“, დღემდე კოშმარებს ხედავენ, თურმე, სეპარატისტები.
  ცხადია, მე ამ ბოდვაზე (ნათქვამზე პათოსით: ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სეპარატიზმის დღესასწაული!) არაფერს ვიტყვი (რადგან ფსიქიატრების კომპეტენციაში ვერ ჩავერევი), თუმცა აი, ის კი უცნაურია, რომ ამდენი წელია (დამოუკიდებლობიდან 28), რატომ ვერ მოახერხა ვერც ერთმა ჩვენმა მთავრობამ, ეწარმოებინა საინფორმაციო კამპანია, თუნდაც, ჩვენი ისტორიის მიმართულებით (არადა, მაინცდამაინც, არც დიდი ფული სჭირდება და არც ბევრი ხალხი)?!
  სხვათა შორის, აფხაზმა ისტორიკოსებმა შეაქეს უფროსი ძმა ვლადიმირი (როგორც ჩანს, კარგად გასცნობია ერთადერთ აფხაზურ სახელმძღვანელოს ისტორიაშიო) და თუმცა არ ვიცი, მოეწონებოდა თუ არა შექების ადრესატს, როდესაც აფხაზური ბოდვის მოკირკიტედ შერაცხეს, მაგრამ, ასეა თუ ისე, ვფიქრობ, ენამ არ უყივლოს: ცოტა არ მოვმრავლდეთ, იმაზე ცოტა მეტად არ მოვჭკვიანდეთ და აწ უკვე სრულიად რუსეთი არ დავიპყროთ, რადგან დედამიწის მერვედი ტერიტორია ნამდვილად სალბუნად დაედება ჩვენს ამბიციებს.


скачать dle 11.3