კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ნიკოლას ქანთარია: ვგიჟდები ჩემი სხეულის ფორმებზე

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ცოტა ხნის წინ დიზაინერმა ნიკოლას ქანთარიამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახალი კოლექცია მიუძღვნა. მაისურზე საქართველოს რუკა დაპრინტა, წარწერებით: „ქართველი ქართველს არ მოკლავს“, „ქართველი თავს არ დაგიხრის“ და ასე შემდეგ. კოლექციამ საზოგადოებაში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
  ნიკოლას ქანთარია: ჯერ გავაკეთე მაისურები, წარწერით: „ცხოვრება“ და ძალიან ლამაზი მანდალათი. უნისექსი კოლექციაა და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცოტა ხნის წინ განვითარებულმა მოვლენებმა კი ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა. მსგავს ამბებზე ძალიან ვისტრესები ხოლმე. ასეთ საკითხებში სუსტი ვარ. იმ კვამლში რომ დავდექი და იქ მდგომი ახალგაზრდების საოცარი ბღავილი გავიგონე – ჩვენ თავისუფლება გვინდა, რუსეთი ოკუპანტიაო, ვიტირე. გადავწყვიტე, ოკუპაციის თემაზე გამეკეთებინა კოლექცია, რომელსაც ძალიან დაბალი ფასი დავადე. უკვე 800-ზე მეტი გაიყიდა და მიხარია, რომ ოკუპაციის თემაზე შექმნილ კოლექციას ამდენი ახალგაზრდა ატარებს.
– კოლექციას „ცხოვრება“ დაარქვი. როგორია შენი ცხოვრება?
– ჩემი ცხოვრება ცოტა ბინდგადაკრულია, რადგან ბევრ რამეს მოიცავს. მე მიყვარს ჩემი ცხოვრება და ის მე ავარჩიე. პრობლემები ყველას აქვს და რა  თქმა უნდა, ცნობილ სახეებსაც. ხან ღამეებიც არ გვძინავს, რადგან რასაც დღეს ვამზადებთ, ის ხვალ, ზეგ სალაპარაკო უნდა გახდეს.
– ამბობდი, მამაჩემმა მითხრა: ზუგდიდში შენი ადგილი არ არის და აქედან უნდა წახვიდეო.
– კი, ასე იყო. არისტოკრატულ ოჯახში დავიბადე, დიზაინერობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და მამაჩემმა სამჯერ მკითხა: დარწმუნებული ხარ, რომ დიზაინერობა გინდაო? პატარა ვიყავი და ვამბობდი: ცნობილი დიზაინერი ვარ-მეთქი. 7 წლისამ სახლში ფარდა ჩამოვხიე და ბარბის თოჯინას კაბა შევუკერე. კინაღამ დამაკლეს ფარდას. მე კი უბედნიერესი ვიყავი. მანქანებით არასდროს მითამაშია, თუმცა ბიჭებთან თამაში მიყვარდა. უფრო იმიტომ, რომ ვიცოდი, ბიჭი ვიყავი და მათთან უნდა მეთამაშა. როცა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუსწრებელზე ჩავირიცხე, მამაჩემმა იცოდა, რომ რა ფულსაც მიგზავნიდა, ის კიევის უნივერსიტეტში ირიცხებოდა. არადა, იმ ფულით თბილისში ქსოვილებს ვყიდულობდი. 10 ათასი გადავიხადე ბრენდის რეგისტრაციაში. თუმცა, გურამმა, ანუ მამაჩემმა, მიიღო კიევის უნივერისტეტის დიპლომი, რომელიც ჩემი სახსრებით ავიღე.
– ანუ ატყუებდი ოჯახის წევრებს და იმ ფულს ბრენდში დებდი?
– კი. მამა ფულს მიგზავნიდა და მე ლილოში მივდიოდი, ქსოვილებს ვყიდულობდი. მამაჩემმა რომ გაიგო, სრული შოკი მიიღო. მგონი, პირველად„გაუტყდა“ ჩემგან. მაგრამ მერე, ტელევიზიებში ჩემზე გაკეთებული სიუჟეტები რომ ნახა და ურეკავდნენ, რა მაგარიაო, უკვე ესიამოვნა. ჩემს მშობლებს მსგავსი რეაქცია რომ არ ჰქონოდათ, ან გამბუტვოდნენ, ან ზურგი ექციათ, ვერ გადავიტანდი, მოვკვდებოდი. მაგრამ თავიდან ბოლომდე დამიდგნენ გვერდში. მათთვის დღემდე ნიკოლოზი ვარ, მოფართხუნო შარვლით, „მობომჟაო სთაილით“, რომელსაც სახლში საჭმელების კეთება უყვარს, ბაღს უვლის.
–  რა პრობლემებს შეეჯახე თბილისში ჩამოსვლის შემდეგ?
– ძალიან ბევრი პრობლემა გადავლახე. წელიწად-ნახევარი ნაქირავებ სარდაფში ვცხოვრობდი, მაგრამ ისე მოვაწყვე, მეზობლები მოდიოდნენ სანახავად. შემეძლო, რაღაც ნივთი მეყიდა, ფული დამეხარჯა და იმ ღამეს მშიერს დამეძინა. ვერავინ დაიჯერებს, რომ მამაჩემის შვილი შეიძლება, მშიერი ყოფილიყო. უბრალოდ, 200 ლარს რომ გამომიგზავნიდნენ, ის ფული კაბისთვის და მკერავისთვის მქონდა გათვლილი. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, მეგონა, თბილისმა ჩამყლაპა. თავის დამკვიდრებისთვის მომიწია ამდენ ეპატაჟზე წასვლა. მოდის კვირეულზე რომ მივდიოდი, ყველა ჩამოსული ფოტოგრაფი თუ ჟურნალისტი ინტერესდებოდა ჩემით. მინდოდა, მარტივად და უცებ გავმხდარიყავი „ფეისი“.
– წლების წინ შიშველ ნატურადაც მუშაობდი.
– ძალიან ლამაზი ბავშვი ვიყავი, სახითაც, ტანითაც. დასახატად  – ძალიან ეფექტური ტიპი და რამდენჯერმე სამხატვრო აკადემიაში ნატურად ვიმუშავე. ეს ჩემი შემოსავლის წყარო იყო. ვიდექი შიშველი და ერთ ნატურაში 30 ლარს ვიღებდი. არასდროს მქონია მორიდების გრძნობა, ახლაც შემიძლია, გავშიშვლდე. დიზაინერობის გარდა, მოდელიც ვარ. გადაღებაზე რომ მივდივარ, ჩვეულებრივ, შემიძლია გავშიშვლდე და ვიარო. ეს არ არის ამორალურობა, პროფესიონალიზმია. ერთი წლის წინ ვთქვი, რომ ერთ წელში ჩემს სხეულზე ქალისა და მამაკაცის სხეულის საუკეთესო ფორმები იქნება-მეთქი. დაახლოებით, ერთი თვე დამრჩა შედეგისთვის. ვვარჯიშობ, ყველაფერი ნატურალური მაქვს, არ ვიკეთებ ოპერაციებს. ძალიან მომწონს, როცა ქალსა და კაცს კარგი უკანალი აქვს, ორივეს უხდება. მეც ვმუშაობ ამაზე და ვგიჟდები ჩემი სხეულის ფორმებზე.
– ბოლოს რომ ვისაუბრეთ, პირად ცხოვრებაში პრობლემები გქონდა, დეპრესიაში იყავი, ახლა როგორ ხარ?
– რომ ვთქვი, ბინდგადაკრულია ჩემი ცხოვრება-მეთქი, პირადი ამბებიც ვიგულისხმე. ერთი წელია, არავისთან ვყოფილვარ და არავინ მყოლია. სიყვარულს სხვა განზომილებაში გადაყავხარ. 26 წლის ასაკში  პირველად მივხვდი, რა არის სიყვარული. მადლობა იმ ადამიანს, ვინც ეს მაგრძნობინა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე – როცა დეპრესიის დროს შენი თავი გეცოდება და როცა სხვა გეცოდება, უშენოდ რომ არის დეპრესიაში. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არ მინდოდა, ამ დონეზე შევყვარებოდი. მერე საკუთარ თავზე ვიწყებდი ფიქრს, რადგან სიკვდილს ვუყურებდი თვალებში. არ ვართ ერთად, მაგრამ, ვიცი, რომ დედამიწაზე არსებობს სული, რომელიც მე მეკუთვნის და რომელსაც მე ვეკუთვნი. დიდი სტრესი გამოვიარე, რამდენჯერმე ექიმთან მომიწია წასვლა, ფსიქოლოგიურად ძალიან ვიყავი დანგრეული. ერთადერთი, ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი, მეშინოდა რამე არ დამმართნოდა. საწოლიდან ვერ ვდგებოდი, 54 კილო გავხდი, არ ვჭამდი, მხოლოდ წყალს ვსვამდი... საშინელება გამოვიარე. შემდეგ სიყვარულში ვიპოვე ძალა, რადგან ის სიყვარული უფრო დაფასებულია, რომელსაც წინააღმდეგობები ხვდება. მთავარია, ცოცხალია. თუნდაც სხვასთან იყოს, მთავარია სუნთქავდეს. რა გამოლევს ადამიანებს, რომლებიც შანტაჟს მიმართავენ და სხვისი ბედნიერება ხელს უშლით, ვერ ეგუებიან.
– შენ გაშანტაჟებდნენ?
– მაშანტაჟებდნენ არა, მაგრამ მათი აზრით, მაშინებდნენ. არ არსებობს ადამიანი, ვინც შემაშინებს, რადგან ძალიან მიმწოლი ვარ. მე არავის ვეხები და მეც ნუ შემეხებიან. შემიძლია, ადამიანს ყელი გამოვჭრა და მერე თვითმკვლელობაზე წავიდე. თუ ვინმე წინ გადამიდგება, ჩემს ბედნიერებას წამართმევს და ამ დროს არავინ მაბრკოლებს, მათ შორის ის ადამიანი, ვინც ჩემ გვერდით არის და ვის გამოც ეს ხდება, შემიძლია, ადამიანი ისე დავასახიჩრო, სიკვდილი ინატროს. მაგრამ ჰუმანური ადამიანი ვარ და საბოლოოდ ყველა მიყვარს.


скачать dle 11.3