კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ მოუწია ხელის თხოვნის შემდეგ მომავალი მეუღლის რამდენიმე თვით დატოვება თინათინ წულაძეს და სად აპირებს ის მეორე ქორწილის გადახდას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ცოტა ხნის წინ სუხიშვილების მოცეკვავე, მანანა კოზაკოვასა და ლევან წულაძის შვილი, თინათინ წულაძე გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილია. ჩვენ ვულოცავთ წყვილს დაქორწინებას და დიდ ბედნიერებას ვუსურვებთ.
  თინათინ წულაძე: ჩემი მეორე ნახევარი არის ძალიან კარგი ბიჭი, გიორგი კოტეტიშვილი, რომელთანაც ბავშვობიდან ვმეგობრობ. რაღაც ასაკში გადავწყვიტეთ, რომ სხვა მიმართულებით წაგვეყვანა ჩვენი ურთიერთობა. უნარების გამოცდებს ერთად ვაბარებდით და იქ დაიწყო ცოტა სხვანაირი ურთიერთობა – რომ მიხვდები, მოგწონს. შემდეგ მე ამერიკაში წავედი. რომ დავბრუნდი, მომწერა და დავიწყეთ ურთიერთობა. თითქმის 5 წელია, ერთად ვართ. ძალიან კარგი ბიჭია და გამიმართლა. რამდენადაც ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპები ვართ, ამის მიღმა ბევრი საერთო გვაქვს. ისეთი განცდა მაქვს, რომ გიორგი სახლია ჩემი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს და სხვა რაღაცები უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი.
– როგორ გამოგიტყდა გიორგი სიყვარულში?
– ხელის თხოვნა ძალიან მოულოდნელი იყო. ხელი, რომ მთხოვა, ორი თვით წავედი გასტროლზე. არ მეგონა, თუ წინა დღეს გადაწყვეტდა. კაფეში ვიყავით და საერთოდ რომ ვერ ვიფიქრებდი, უცებ,ყველანაირი დაჩოქების გარეშე, მითხრა: მინდა, ჩემი ცხოვრება შენთან ერთად გავატაროო. ავტეხე რეკვები, ყველას დავურეკე, მეგობრებს, დედაჩემს, მამაჩემს, გიორგის მშობლებს. მერე ყველანი ერთად სადღაც წავედით და აღვნიშნეთ. მეორე დღეს წავედი გასტროლზე, საერთოდ ვერ გავიაზრე, რა მოხდა. ბეჭედს რომ ვუყურებდი, მერე ვხვდებოდი. გიორგი შუალედში ჩამოვიდა რამდენიმე დღით. ძალიან ცოტა კი იყო, მაგრამ ინტერნეტი ხომ არსებობს, სულ კონტაქტზე ვართ. ერთი თვე ველოდებოდი ამ ხუთ დღეს და რომ წავიდა, საშინელება იყო, ძალიან გამიჭირდა.
– ქორწილში ძალიან ლამაზი იყავი.
– ჩვენს თეატრში არის ძალიან კარგი მკერავი – ქეთი, რომელმაც ზუსტად ისეთი კაბა შემიკერა, როგორიც მინდოდა. გადავწყვიტეთ, რომ არ დავღლილიყავით და ისე დავგეგმეთ ჩვენი ქორწილი, რომ ყველაფერი მარტივად ყოფილიყო. დილით მოვიდნენ ჩემთან ჩემი მეგობრები, ჩამაცვეს და შემდეგ მე და გიორგი ერთმანეთს ეკლესიაში შევხვდით, სადაც ჯვარი დავიწერეთ. გიორგის სახლი აქვს კავთისხევში და იქ აღვნიშნეთ. გიოს ეზო მოვაწყვეთ, ბიჭები სამი დღე ალაგებდნენ, განათებები ჩამოვკიდეთ... სექტემბერში ვაპირებთ ზღვაზე წავიდეთ და იქ აღვნიშნოთ მეგობრებთან ერთად.
– როგორ შეხვდნენ შენი მშობლები შენს დაქორწინებას?
– იცოდნენ, რომ ვაპირებდით  და მზად იყვნენ. გიორგისაც იცნობდნენ ბავშვობიდან. სახლში გვყავს ძაღლი, ელიკო, რომელიც მგონი, მამაჩემს ჩემზე მეტად უყვარს. გიორგიმ ხელი რომ მთხოვა და მამას დავურეკე, მითხრა: ელიკო არ გათხოვდა, ჩემთან რჩებაო. გაუხარდათ. თუმცა, ქორწილში ძალიან ინერვიულეს. დედაჩემი პირველად ვნახე ასეთი ანერვიულებული. მამა ჩუმად ნერვიულობდა, თან, ცოტა სევდიანი იყო. ქორწილმა ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. სუფრაც არ გვქონია, ყველა ჰაერზე, ბალახზე იყო მიმოფანტული, მუსიკა... ბევრი ვიცეკვეთ, მე მგონი, სოლო კონცერტი მქონდა.გიორგიმაც იცეკვა და მალევე გამეცალა.
– მახსოვს, მამაშენი ამბობდა: თინათინი რომ გათხოვდება, ქმართან ერთად ჩვენთან უნდა იცხოვროსო. ეს საკითხი როგორ გადაჭერით?
–ასე წარმოედგინა, მაგრამ დროებით მე და გიორგი ბეთანიაში ვცხოვრობთ, ცივილიზაციას ვართ მოწყვეტილები. ამ ბუღიდან საღამოს სამოთხეში ავდივართ. ცოტა კი ვიყინებით, მაგრამ ასე ჯობია.
– რომელი უფრო რომანტიკული ხართ?
– გიორგი ჩუმი რომანტიკოსია, არ უყვარს სახალხოდ გრძნობების გამოხატვა. რაც გვაქვს, ყველაფერი ჩვენია, ერთმანეთშია, ჩვენი სამყაროა, სადაც ორივე მაქსიმალურად რომანტიკულები ვართ და საინტერესო ცხოვრება გვაქვს. მეგობრები მოდიან. კარგად ვართ ერთად. მე და გიორგი წლების
განმავლობაში მოვერგეთ ერთმანეთს. მე ზუსტად ვიცი, როგორ უნდა ველაპარაკო, როგორ უნდა გავცვალოთ აზრები, ამიტომაც ვართ ასე კომფორტულად. ერთმანეთს რამე ვერ ვუთხრათ – ასეთი ჩვენთან არ არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ჩემი ახლო მეგობარია. ყოველთვის გულწრფელი უნდა იყო და რაც გაწუხებს, არ მოგწონს, ან მოგწონს, ყველაფერი უნდა თქვა, რომ ბრაზი, წყენა არ დაილექოს. ამიტომ ერთმანეთს პირდაპირ ვეუბნებით ყველაფერს. სასაცილო კონტრასტია ჩემსა და გიორგის შორის: მე – ძალიან აქტიური და ის – უფრო მშვიდი.
– ალბათ, ყველაზე რთული პირველი განშორება იყო.
– ძალიან რთული იყო. მაგრამ გიორგი ძალიან ამაყობს, ანსამბლში რომ ვცეკვავ, სულ მეუბნება: რა მოხდა, შენი საქმეა, უნდა წახვიდე, მალე გავა დროო. კომფორტს მიქმნის. აბსოლუტურად სხვა სფეროთია დაკავებული, თუმცა ერთმანეთის საქმეებში მუდმივად ვართ ჩართული. სუხიშვილებში ხომ ყველას ერთნაირი კოსტიუმები გვაცვია, გრიმი და თავიდან უჭირდა სცენაზე ჩემი გარჩევა. რომ ვეუბნებოდი: დამინახე-მეთქი, ძალიან ნერვიულობდა ხოლმე. ეშინოდა, არ შემცდარიყო. ახლა უკვე მოძრაობებზეც მცნობს.
– როგორები არიან დედა და მამა სიდედრ-სიმამრის ამპლუაში.
– ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და თან, მათ შორის ის დისტანციაც არსებობს, რაც უნდა იყოს. რემონტს რომ ვაკეთებდით, დედაჩემი ექსპერტია ამ საკითხში, გვეუბნებოდა: აქ წაგიყვანთ, იქ გამოგყვებითო. მამაჩემი ეუბნებოდა: აცადე, ნუ ამოქოქავ ხოლმე, თვითონ იზამენო. ჩუმდება დედა, მაგრამ ჩუმად მაინც გვიგზავნის ფოტოებს.

скачать dle 11.3