კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რა ტკივილები გადაიტანა 16 წლის ასაკში ნათია ბუნტურმა მარტომ ამერიკაში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სულ ცოტა ხნის წინ მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია „ვერის უბნის ტანც კლასისა“ და Silk Factory Studio-ს ერთობლივი პროექტის – „გრანდ პა ბაროკოდან ელექტრონულ მუსიკამდე”— „მადმუაზელ მე!“ ძალიან წარმატებული პრემიერა გაიმართა, რომლის ქორეოგრაფიაც ბალერინა ნათია ბუნტურმა დადგა.
  ნათია ბუნტური: ძალიან მიხარია, რომ ეს შევძელი. ეს იყო თანამედროვე სპექტაკლი, რაც ბავშვებისთვის ახალი მიდგომაა. თანამედროვე – ამ სიტყვის განსაზღვრება ცოტა რთულია, მაგრამ ეს არ იყო კლასიკური სპექტაკლი. მთელ კონცერტს მუსიკალურად აფორმებდა დათუნა ალადაშვილი – ბახის, შუმანის, ბეთხოვენისა და შოპენის მუსიკით. ასევე, გვქონდა თანამედროვე ელექტრონული მუსიკა, მაგრამ ძირითადი საცეკვაო პროგრამა ბაროკოსა და კლასიკაზე იყო აგებული და პროექტსაც ასე დავარქვით „გრანდ პა ბაროკოდან ელექტრონულ მუსიკამდე” – „მადმუაზელ მე!”
– რაც შეეხება პირადად შენი კარიერის დასაწყისს. როგორც ვიცი, საქართველოში არ სწავლობდი.
– თინეიჯერობის პერიოდში ამერიკაში ვსწავლობდი.  ვიდეომასალა რამდენიმე ქვეყანაში გავგზავნეთ და ისე მოხდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონის საბალეტო სკოლაში მივიღე სტიპენდია და მაღალ საფეხურზე ჩავირიცხე. 16 წლის ვიყავი, როცა მარტო წავედი ამერიკაში, პარალელურად, სკოლაშიც ვსწავლობდი. საცხოვრებელს ქართველ ოჯახთან ერთად ვიყოფდი და ისინი მეურვეობასაც მიწევდნენ, რადგან იქ 18 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვის მარტო ცხოვრება არალეგალური იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკში, კვლავ საბალეტო სკოლაში გავაგრძელე სწავლა და თან, საბალეტო დასების ქასთინგებში ჩავერთე. ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატის საბალეტო დასს ვთხოვე, თქვენთან ჩამოვალ და დასთან ერთად ვივარჯიშებ, როგორც სტუმარი-მეთქი. დაჟინებით ვთხოვდი, რადგან იქ საშუალება გეძლევა, შენი საქმე უჩვენო და მერე ისინი თავად გადაწყვეტენ, მიგიღონ თუ არა. მართლაც ჩავედი მათთან, მაგრამ უკან დაბრუნებულმა, ჩემოდანი ჩავალაგე და საქართველოში წამოსვლა გადავწყვიტე, რადგან კაცმა არ იცოდა, დამირეკავდნენ თუ არა. თუმცა, ძალიან მალე კონტრაქტი გამომიგზავნეს და საბუთების მოგვარებაც საკუთარ თავზე აიღეს. მათთან ორი სეზონი ვცეკვავდი.
– გასაგებია, რომ კარიერა ააწყვე, მაგრამ 16 წლისას არ გაგიჭირდა სრულიად უცხო გარემოსთან და ხალხთან შეგუება?
– ურთულესი წლები იყო. ჩემებმა უდიდესი საქმე გააკეთეს, რომ გზაზე დამაყენეს, მაგრამ იქ ძალიან რთული დღეები გავიარე, როგორც მოზარდმა, სრულიად მარტომ. დედაჩემს იმის ნახევარიც კი ვერ წარმოუდგენია, იქ როგორ მიჭირდა...
– ყველაზე მეტად რასთან გამკლავება გიჭირდა?
– ვსწავლობდი და მთელი არასასწავლო საათების განმავლობაში ვმუშაობდი. დღეში მინიმუმ სამ საათს მატარებლის ვაგონში ვატარებდი. ამას ყველა ნიუ-იორკელი გადის, გამუდმებით უნდა გემუშავა, რომ ნორმალურად შეგენახა თავი და ფეხზე მდგარიყავი. ძალიან ბევრჯერ მივსულვარ ცრემლებამდე. სპექტაკლის შემდეგ იმდენად დაღლილი ვყოფილვარ, კიბეზე ოთხით ავსულვარ. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ტკივილზე ვილაპარაკებ. ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია. შეიძლება, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ უკვე წლებია, მე და ტკივილი დავმეგობრდით. მოცეკვავეების ცხოვრებაში ეს ამოუცნობი ფსიქიკური აშლილობაა, კარგი გაგებით. დღეს თუკი მე ჩემს პროფესიაში რამე შემიძლია, თუ პიროვნულ თვისებებში ძლიერი მახასიათებლები მაქვს, ეს ყველაფერი, სწორედ, ამ დამოუკიდებელი ცხოვრების შედეგია. იქ ყველაფერი ჩემს მხრებზე გადავიტანე. რადგან იქ იმისთვის გამიშვეს, რომ პროფესიონალ მოცეკვავედ ჩამოვყალიბებულიყავი – ეს მიზნად დავისახე და მივაღწიე კიდეც. მაგრამ მერე დროზე ადრე სწორედ ამ მიზეზების გამო დავბრუნდი. თითქოს, ის მიზანი, რომელიც დავისახე, შევასრულე. მერე ცოტა არეული პერიოდი დაიწყო. ვერ ვიტყვი, რომ ოპერის თეატრში კარგად დამხვდნენ და ჩემი გათვლებით, ის მივიღე, რისთვისაც დავბრუნდი საკუთარ სახლში. თუმცა, ჩემი ცხოვრების ნებისმიერი ეტაპის კმაყოფილი ვარ. თუ რამე ისე არ გამოვიდა, მხოლოდ საკუთარ თავს ვეუბნები. შესაძლოა, ჩემი უდიდესი მინუსი იყო, ისე რომ არ დავმკვიდრდი საკუთარი სამშობლოს ოპერის თეატრის საბალეტო დასში, როგორც ჩემს საქმესთან მიმართებაში მეკადრება. მირჩევნია, ისევ ჩემს თავს დავაბრალო, ის პოზიციური გადაუნაწილებლობა თუ პარტიების არქონა, კორდებალეტში ხუთი წლის გატარება და სხვა არაფერი, არანაირი ნაბიჯი წინ. მაგრამ ბედმა გამიღიმა, რომ ბოლო ათი წელია, მარიამ ალექსიძე ჩემ გვერდითაა და სწორედ მაშინ დაიწყო დადგმა, როცა უკვე თბილისში ვცხოვრობდი. ფაქტობრივად, სპექტაკლებში ყოველთვის მაკავებდა, მეტიც – ჩემზეც დგამდა სპექტაკლებს და დღემდე  წამყვან პარტიებს მაძლევს.
– ვაჟის დედა ხარ და როგორ ართმევ ამ ამპლუას თავს?
– შვილს სულ ბოდიშებს ვუხდი. მქონდა პერიოდი, როცა ვერც ველაპარაკებოდი, ბოდიშს არ ვიხდიდი და მჯეროდა, რომ მას უსიტყვოდ ესმოდა. მის სახეზე ყოველთვის იკითხება, რომ ის ჩემი ადამიანია და შეუძლებელია, რამე გავაკეთო და მან სწორად არ გაიგოს. ვცდილობ, კომპენსირება ულტრამეგობრული დამოკიდებულებით მოვახდინო. ლუკასა და ჩემი დიალოგიდან ამოვჭერი ფრაზები და იმ სპექტაკლში გამოვიყენე, რომელზეც დასაწყისში ვსაუბრობდი. „კი ამბობენ, რომ მე გგავარ შენ, მაგრამ სინამდვილეში მე ვგავარ ჩემს თავს, მე ვარ მე. მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ ახლა“. როცა შეამჩნია, რომ ბავშვები მის სიტყვებს იმეორებდნენ, მივხვდი, რომ ეამაყებოდა.
– მარტოხელა დედობას როგორ ართმევ თავს?
– ძალიან რთული ყოფილა მარტოხელა დედობა. დედამ მეც მარტო გამზარდა. ბოლო წლებია, მე და ლუკაც მარტო ვცხოვრობთ, თუმცა მისი მამა არაჩვეულებრივი ადამიანია. ჩვენი კარგი მეგობარია. ყოველთვის უახლოესი ადამიანები ვიქნებით ერთმანეთისთვის. თუმცა მივხვდი, რომ მარტოხელა დედობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია.
– ლუკას თუ უყვები პირადი ცხოვრების ამბებს?
– ძალიან განიცადა მამასთან დაშორების ამბავი, მაგრამ ზუსტად მეგობრული დამოკიდებულებით ვახდენ ამის კომპენსაციას და ყოველთვის მოვახდენ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რამდენჯერაც საქმის კურსში ჩამიყენებია, გამიცნია ადამიანი, რომელიც ერთ დროს ჩემ გვერდით ყოფილა და ეს ურთიერთობა დასრულებულა, მერე მივმხვდარვარ, რომ ეს ჩემი შეცდომა იყო. იმიტომ რომ ბავშვი ამას განიცდის, ცდილობს, მიიღოს ის ადამიანი, გაანალიზოს რაღაცები და როცა შენ თვითონ არ ხარ ბოლომდე ჩამოყალიბებული, ბავშვი კიდევ უფრო დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდება. ამიტომ მე ვფიქრობ, ადამიანმა თავი უნდა შეიკავო და შვილს მანამ არ მოახვიო შენი ურთიერთობა, სანამ ძალიან დარწმუნებული არ იქნები, რომ იპოვე ადამიანი, ვისთან ერთადაც გინდა ცხოვრების გაგრძელება.

скачать dle 11.3