კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 კომპანია „ინ-სის“ გამორჩეული სარესტავრაციო პროექტები ჩვენი ქალაქის ახალი სიცოცხლისთვის

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

  სამშენებლო კომპანია „ინ-სი“ 2007 წლიდან წარმატებით მუშაობს ქართულ ბაზარზე, მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: სამშენებლო, შიდა და გარე  მოპირკეთების სამუშაოები, ბაღებისა და პარკების მოწყობა და ასე შემდეგ. დღეს თბილისის არაერთ რესტავრირებულ ქუჩასა და უბანში მოხვედრისას ბევრმა არ იცის, რომ ძველი კულტურული მნიშვნელობის სახლების რესტავრაციასა და პირველადი სახის შენაჩუნებაზე სწორედ კომპანია „ინ-სიმ“ იზრუნა. „ინ-სის“ საქმიანობის შესახებ უფრო დაწვრილებით კომპანიის სარესტავრაციო სამსახურის ხელმძღვანელი – ბატონი ჯამბულ ქაჯაია გვესაუბრა.
  ჯამბულ ქაჯაია: თოიძის სამხატვრო სასწავლებელი, შემდეგ რუსეთში არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე. 1989 წლიდან სხვადასხვა კომპანიაში  სარესტავრაციო პროექტებზე  მუშაობით ვარ დაკავებული. 90-იან წლებში ჩემს გუნდთან ერთად რუსეთში პატარ-პატარა პროექტებზე ვმუშაობდი.
კომპანია „ინ-სიში“ 2009 წლიდან ვარ – როდესაც თბილისის რეაბილიტაცია დაიწყო. თითქმის ყველა პროექტი ჩვენი ჯგუფის გაკეთებულია. მონაწილეობა მივიღეთ თელავის რეაბილიტაციაშიც.
– რა არის კომპანია „ინ-სის“ წარმატების საიდუმლო?
– სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს სფეროში „ინ-სი“ ლიდერია საქართველოში. საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი უზრუნველყოფს სამუშაოების უმაღლესი ხარისხით შესრულებას. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, ორმოცი თანამშრომელი  გვყავს, თუმცა, დიდ პროექტებზე ორჯერ დიდი გუნდითაც ვმუშაობთ.  ჩვენ გვერდით შემთხვევითი ადამიანი ვერ
იმუშავებს. ძირითადი გუნდი შედგება სამხატვრო აკადემიადამთავრებული სპეციალისტებისაგან,რომლებიც წლებია, ამ სფეროში მოღვაწეობენ და არაერთ რთულ პროექტში მიუღიათ მონაწილეობა.
– ძირითადად, რა ტიპის სამუშაოებს ასრულებთ?
– გარდა სამოქალაქო მშენებლობისა, სარესტავრაციო სამუშაოების ნაწილში, ძირითადად, ისეთ შენობებზე ვმუშაობთ, სადაც არქიტექტურული დეტალებია, ხშირად საქმე გვაქვს ძველ ქანდაკებებთან, რომელთა შენარჩუნება  ან უკიდურეს შემთხვევაში, ავთენტური მასალით ახლის  შექმნა გვევალება. მაგალითისთვის: ცოტა ხნის წინ წარმატებით დავასრულეთ სამუშაოები ათონელისა და ფურცელაძის
ქუჩებზე, სადაც თორმეტი სახლის რესტავრაცია მოვახდინეთ. ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობა მოითხოვს, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის, რისი შენარჩუნებაც შესაძლებელია. ათონელზე მუშაობის დროს საკმაოდ  დიდ დაზიანებებთან გვქონდა საქმე,  მაგრამ  სპეციალისტების მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად  აღვადგინეთ და  ავთენტურობა შევუნარჩუნეთ ყველაფერს, რისი აღდგენაც, ერთი შეხედვით,შეუძლებელი ჩანდა.  
– ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურებით.
– ეს სფერო დიდ დროს, სკრუპულოზურ მუშაობას  მოითხოვს და არ უყვარს სიჩქარე.  რეაბილიტაციის დროს, როდესაც ჩვენი წინამორბედების ნამუშევრებს ვუყურებთ და ისტორიას ვეხებით, განსაკუთრებულ ემოციებთან გვაქვს კავშირი და დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ.
– რის საფუძველზე იწყებთ სამუშაოების შესრულებას?
– არქიტექტორები, ხელოვნმებათმცოდნეები ატარებენ შესაბამის კვლევებს და ჩვენ მხოლოდ ამის მერე, სათანადო რეკომენდაციის შემდგომ ვერთვებით საქმეში, როდესაც უკვე განსაზღვრულია  კონკრეტული მოთხოვნები. ხშირად კერძო პირები მხოლოდ ვიზუალს აქცევენ ყურადღებას და მისი შინაარსობრივი დატვირთვა არ იციან, ამ დროს შეიძლება, ვინმეს რაიმე დეტალი ზედმეტად მოეჩვენოს, სინამდვილეში კი ყველა  დეტალს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.  
  შენობების პირვანდელი მეპატრონეები, ფაქტობრივად, არქიტექტურული დეტალებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ერთი შეხედვით თითქოსუმნიშვნელოდეტალს თავისი დანიშნულება აქვს, რომლის შექმნის დროსაც გათვალისწინებული იყო მეპატრონის პროფესია, საზოგადოებრივი სტატუსი და ასე შემდეგ.  ამიტომ თვითნებური ჩარევა არ შეიძლება, გადაწყვეტილება სპეციალისტებმა უნდა მიიღონ და სამუშაოც მათვე უნდა შეასრულონ.
– როგორი შეგრძნებაა, როცა საკუთარი ხელით რეაბილიტირებულ, დასრულებულ პროექტებს ხედავ?
– პირველივე დღიდანვე, როგორც კი განვითარების ფონდის მიერ თბილისის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო, „ინ-სი“ იქაა, შესაბამისად, არაერთი პროექტის წარმატებით განხორციელებაში შევიტანეთ ჩვენი წვლილი. ყველაზე კარგი შეგრძნებაა, როცა  ყველაფერი დასრულდება, ყველა კმაყოფილია, ხალხს უხარია და ჩვენი რესტავრირებული უბნები ტურისტულ ზონად  იქცევა.
– ოჯახი გაგვაცანით
– ჩემი მეუღლე – იზაბელა სესიაშვილი, პროფესიით ეკონომისტია. გვყავს ერთი შვილი – ირაკლი ქაჯაია, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს ეუფლება, თუმცა დაინტერესებულია ჩემი  სფეროთიც და ზაფხულის პერიოდში ჩემთან რესტავრაციაზე მუშაობს ხოლმე.
– ალბათ, ძალიან უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც ემსახურები, რომ ასეთი გამორჩეული იყო.
– ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა ამ სფეროში მუშაობა, ყოველდღიურად ვასურათებ ხოლმე ჩვენს ობიექტებს იმისთვის, რომ მერე შედარება მოვახდინო. ვაკვირდები და მსიამოვნებს, როგორ იცვლებიან ისინი ყოველდღიურად. ასეთი წესი გვაქვს – თვითკმაყოფილებას არ მივეცემით და ყოველთვის კრიტიკული თვალით ვუყურებთ საკუთარ ნამუშევრებს. ვცდილობთ, მინიმალური დარღვევაც კი აღმოვაჩინოთ, რათა აუცილებლად გამოვასწოროთ. არ ვიშურებთ ჩვენს რესურსს, რომ მაქსიმალურად უნაკლოდ შევასრულოთ სამუშაო. თუმცა, მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად საჭიროა მოვლა. უპირველესად, მოსახლეობა უნდა ზრუნავდეს ამაზე. როდესაც ცხოვრობ რეაბილიტირებულ კორპუსში, პირველ რიგში, შენ უნდა გაუფრთხილდე მას.

скачать dle 11.3