№28 ანეკდოტები
– ჩვენი პოლიტიკოსები რასაც ლაპარაკობენ, ნახევარი სულ ტყუილია!
– ნახევარი? შენ გინდა, თქვა, რომ მეორე ნახევარი სიმართლეა?
– კი, ერთმანეთზე რასაც ლაპარაკობენ, ის სიმართლეა!
***
– მამი, ქალთევზა ქალია თუ თევზი?
– რავი, შვილო, გააჩნია – გშია თუ...
***
მიხოს ქალის გაუპატიურებაზე ასამართლებენ. პროკურორი ეკითხება:
– აბა, მოყევი, როგორ იყოო და მიხოც დაიწყებს:
– ბატონო მოსამართლევ, ჩემთვინ ვიწექი. ეგ ქალი ჩემი მეზობელია. თვითონ შემოვიდა ჩემს სახლში ტატრაღინა და მამიწვა გვერდით... ამ დროს მოსამართლე აწყვეტინებს და ეუბნება, მერე თქვენ იგნორირება არ გაუკეთეთო და მიხო პასუხობს: როგორ არა, ბატონო მოსამართლევ, გავუკეთე იგნორირება, როგორ არ გავუკეთეო. და მერე რა მოხდაო, კიდევ ეკითხება მოსამართლე. – მერე გადმოვატრიალე, ბატონო მოსამართლევ და კიდევ ერთხელ გავუკეთე იგნორირებაო.
***
სექსის შემდეგ ქალი ეკითხება კაცს:
– შენ პროფესიით ანესთეზიოლოგი ხომ არ ხარ?
– კი, როგორ გამოიცანი?
– არაფერი მიგრძნია.
***
40-ზე ისეთი ხაშლამა გააკეთეს, სული 60 დღე დარჩაო.