№28 ბრძნული აზრები
ჯეფერსონი: მე არ მაქვს ამბიცია, ვმართო ადამიანები, რადგან ეს მტკივნეული და უმადური საქმეა.
დოსტოევსკი: ადამიანები სიმართლეს დაიჯერებენ; თუ კი ცოტა ტყუილს შეურევ.
კოელიო: ცხოვრება შეიძლება, სუფთა ფურცლიდანაც დაიწყო, თუმცა ხელწერის შეცვლა რთულია.
ვოვენარგი: სუსტები შურს იძიებენ, ძლიერები პატიობენ, ბედნიერები ივიწყებენ.
სტენდალი: შეუძლებელია, ყოველთვის გმირი იყო. თუმცა, შესაძლებელია, დარჩე ადამიანად.
ბეინჰარტი: კრიმინოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დამნაშავეებს, რომლებიც ჩავარდნენ, დამნაშავეებს – რომლებსაც არ გაუმართლათ. გამართლებული დამნაშავეების შემსწავლელ მეცნიერებას პოლიტოლოგია ჰქვია.
ვებერი: ყოყმანის შემთხვევაში, მოიქეცი ისე, როგორც მზესუმზირა იქცევა. ეძებე სინათლის წყარო და მიბრუნდი მისი მიმართულებით.
პეტეფი: სულელი ბედნიერებას შორს ეძებს, ხოლო ბრძენი – თავის გვერდით.
ბრედბერი: პირველი, რასაც ცხოვრებაში გაიგებ, არის ის, რომ ხარ სულელი, ხოლო ბოლო, რასაც ცხოვრებაში გაიგებ, არის ის, რომ ხარ სულელი.
ბუალო: რასაც სხვას უსურვებ, მიიღებ შენ.
მონტენი: კარგად მოწყობილი ტვინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგად ავსებული.
მამარდაშვილი: რელიგიური ენა რომ გასაგები იყოს, ყველა მორწმუნე ყველაფერს გაიგებდა, მაგრამ სამწუხაროდ, კაცი შეიძლება, დადიოდეს ტაძარში, ქადაგებას ისმენდეს, მაგრამ რელიგიური ენის თავისებურებების გამო მას მაინც ვერ იგებდეს.
გოეთე: უმჯობესია, რომელიმე მეგობრისგან მოტყუებული დარჩე, ვიდრე თავად შენ მოატყუო ისინი.
ნიცშე: ზოგიერთი ადამიანი არ მიდის ღმერთთან, რადგან იმის მაგივრად, რომ ის მიიღოს, განსჯას იწყებს.
ჰეპბერნი: ადამიანები ძალიან ჰგვანან ნივთებს. ისინი საჭიროებენ მოძებნას, შეკეთებას, ადგილის მიჩენას და პატიებას. არასოდეს არავინ მოისროლოთ.
სარტრი: სიყვარულს არაფერი საერთო არ აქვს დაპყრობასთან. პირიქით, მისი მთავარი გამოვლენა თავისუფლების მინიჭებაშია.
უაილდი: არაფერი ისე არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უმისობა მამაკაცში.