კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ დავიტენიანოთ კანი ზაფხულში, რომ არ გამოშრეს და დაზიანდეს

ნინო კანდელაკი ანი რევია

  კანთან დაკავშირებული პრობლემის მთავარი გამომწვევი მიზეზი, ტენის ნაკლებობაა. კანის გაუწყლოების, ანუ დეჰიდრატაციის, დროს, მისი დაბერების პროცესი ჩქარდება, ქვეითდება ტონუსი და ჩნება ნაოჭები.
  პრობლემის გადასაჭრელად და თავიდან ასაცილებლად კარგია, თუ დილას მარტივი პროცედურით დაიწყებთ, კერძოდ: მშრალი, ნაოჭების გაჩენისკენ მიდრეკილი კანი დაიბანეთ თბილი რძით. ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანის შემთხვევაში რძე კეფირით ჩაანაცვლეთ. პროცედურის შემდეგ არ არის რეკომენდებული სახის ჩამობანა წყლით. უბრალოდ, შეიმშრალეთ კანი ხელსახოცით. რძემჟავის შემცველი პროდუქტები უბრუნებს კანს ნათელ ფერს, აშორებს ლაქებს და აგლუვებს მცირე ზომის ნაოჭებს.
 მდოგვის დამატენიანებელი ნიღაბი სახის კანთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. მდოგვი, სახის კანის მოსავლელი ნიღბის ძირითადი ინგრედიენტია, რომელიც სრულფასოვნად დაატენიანებს და განაახლებს კანის, პრაქტიკულად, ყველა უჯრედს. მდოგვის ფხვნილი მდიდარია A, B, D და E ჯგუფის ვიტამინებით. თითოეული მათგანი აუცილებელია ჩვენი კანის ჯანმრთელობისთვის. 1 ჩაის კოვზი თბილი წყალი, 2 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი ერთმანეთში კარგად აურიეთ, ისე, რომ არაჟნის კონსისტენციის მასა მიიღოთ. წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  ვაშლისა და სტაფილოს დამატენიანებელი ნიღაბი – ხილისა და ბოსტნეულის მჟავა და ვიტამინები ძალიან უხდება სახის კანს. ამ ნიღბის დახმარებით, უმოკლეს დროში დაუბრუნებთ საკუთარ კანს ახალგაზრდულ იერს. ნახევარი სტაფილო და ნახევარი ვაშლი გახეხეთ წვრილ სახეხზე. შემდეგ ბლენდერით ათქვიფეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ და წაისვით სახის კანზე, გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  ხაჭოს, რძისა და ალოეს დამატენიანებელი ნიღაბი – ძალიან ეფექტურია სახის კანის დასატენიანებლად. რეკომენდებულია ნატურალური, ცხიმიანი ხაჭოს გამოყენება. თუ ალოეს ფოთლის წვენი არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ ის თბილ წყალში გახსნილი ლიმონის წვენით. 3 სუფრის კოვზ ხაჭოში, ჩაამატეთ იმ რაოდენობით რძე, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენცია და მიღებული მასა წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამშრალებული სახე დაიმუშავეთ ალოეს წვენით.
  სასურველია, პროცედურები ჩაიტაროთ კვირაში სამჯერ და თქვენი კანი საოცრად გლუვი და მოვლილი გახდება.
თუ კანს ტენიანობა არ აკლია, მაგრამ მოშვებულია, ამისთვის სახამებლის ნიღაბი გამოგადგებათ, რომელიც მინიმალურ დროში აგლუვებს და ჭიმავს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ათანაბრებს კანის ტონს და ებრძვის პიგმენტაციას. პირველი პროცედურის შემდეგ, კანი გლუვი და მიმზიდველი ხდება: 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ცოტა თბილი რძე შეურიეთ ერთმანეთს. მიღებული ფაფისებური მასა წაისვით კარგად გაწმენდილ სახეზე, დაიტოვეთ ნიღაბი 30 წუთით, შემდეგ კი კოსმეტიკური ბამბის გამოყენებით ფრთხილად მოიშორეთ და დაიბანეთ სახე გრილი წყლით. სახამებლის ნიღაბი არაჩვეულებრივად ჭიმავს კანს, ატონიზირებს მას და ააქტიურებს კანში მიმდინარე შინაგან პროცესებს. ან, 1 სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელს ჩაამატეთ იმ რაოდენობის მდუღარე წყალი, რომ მიიღოთ არაჟნის სისქე. ჩაამატეთ 1 კვერცხის ცილა და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და წაისვით სახის კანზე საშუალო სისქის ფენად. დაიტოვეთ 40 წუთის განმავლობაში. ნიღაბი მოიშორეთ კოსმეტიკური ბამბით და შემდეგ სახე თბილი წყლით დაიბანეთ.
  ასე რომ, თუ გსურთ, თქვენს რეალურ ასაკთან შედარებით გაცილებით მიმზიდველად და ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ, აუცილებლად სცადეთ ეს ნიღბები. რაც უფრო ხშირად გაიკეთებთ მათ, მით უფრო მალე მიიღებთ სასურველ შედეგს.
скачать dle 11.3