№28 ნამდვილი საგიჟეთი
ოლივია დარნელი
დორის ლინლის სახლი ნამდვილი ზღაპრული სამყარო იყო. შერლის იქ მისვლა ყოველთვის უყვარდა. ჭაღებზე ელფები და ანგელოზები ქანაობდნენ, სავარძლებში ზღაპრული პრინცესები და უფლისწულები ისხდნენ. კომოდიდან შუა საუკუნეების რაინდები „იმზირებოდნენ“... განსაკუთრებულ ყურადღებას ცნობილი ადამიანების, კინოვარსკვლავების, პოლიტიკოსების, შოუ-ბიზნესის „ფეისების“ თოჯინები იპყრობნენ, რომლებიც არაჩვეულებრივი სიზუსტით გამოსახავდნენ თავიანთ ცოცხალ ანალოგებს. დორისი თავისი იშვიათი ნიჭის წყალობით ქმნიდა ამ თოჯინებს და თავადაც თოჯინას ჰგავდა – სიფრიფანა და ნაზი, გამჭვირვალე კანით და დიდი, ლურჯი თვალებით. ეს უზარმაზარი, ანტიკვარული სახლი მშობლებმა დაუტოვეს. ჯორჯი, მოსიყვარულე ქმარი, ყველაფერში ეხმარებოდა. თოჯინების პოპულარობა დღითიდღე მატულობდა და საკმაოდ ძვირადაც ფასობდა. მას ხშირად უკვეთავდნენ ცნობილი ადამიანების თოჯინა-ასლებს. მდიდარი ადამიანები თავს ვალდებულად მიიჩნევდნენ, რომ ცნობილი მეთოჯინის ხელით დამზადებული ერთი თოჯინა მაინც ჰქონოდათ სახლში. დორისის და – ედნა, ამ თოჯინებისთვის აქსესუარების შექმნით იყო დაკავებული.
იმ დღეს, შერლის დორისი უჩვეულოდ აღელვებული დაუხვდა. გაფითრებული და აკანაკლებული მეგობარს მკლავზე ჩამოეკიდა და ისტერიული ხმით წამოიძახა:
– შერლი, საყვარელო, რაღაც საშინელება ხდება. ჩემი თოჯინები, ისინი გაგიჟდნენ, წამოდი, შენი თვალით ნახე.
შერლის მართლაც საშინელი სურათი გადაეშალა თვალწინ. თოჯინებს თითქოს ომი ჰქონდათ ერთმანეთშიო – ელფებს ფრთები ჰქონდათ დაგლეჯილი და მათი თმები იატაკზე ეყარა, რაინდები მუცელგამოფატრულები ეყარნენ, ცხენებისთვის ვიღაცას თავები მოეჭრა, დედოფალებისთვის თითები მოემტვრიათ და კაბები დაეფხრიწათ...
– ღმერთო, ვინ ჩაიდინა ასეთი საშინელება?
დორისს თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა და მეგობარს ხელზე მოებღაუჭა.
– ვშიშობ, რომ მე... შერლი, შენ ხომ ფსიქოლოგი ხარ. უნდა მიშველო.
– დამშვიდდი. რა სისულელეა! შენ ამას ვერ გააკეთებდი. შენ ქმნი მათ და გიყვარს ისინი.
– ჰო, მაგრამ. იქნება შეშლილი ვარ და ამ ყველაფერს ღამე, ძილში ვაკეთებ, ედნამ მითხრა: ჩემი დეიდა, კლაუდია შიზოფრენიით ყოფილა ავად და სიცოცხლე სულით ავადმყოფთა თავშესაფარში თვითმკვლელობით დაუსრულებია. ხომ შეიძლება, მეც სულით ავადმყოფი ვიყო. შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ასეთი რაღაცები გენეტიკურია. თან, რატომ მაინცდამაინც მე მიმალავდნენ ჩემი მშობლები დეიდა კლაუდიას ამბავს?! ესე იგი, მათ რაღაცის ეშინოდათ. იცი, რა უნდა გითხრა? მგონი, ეს ყველაფერი იმის მერე დაიწყო, რაც შეკვეთით ცნობილი იტალიელი მაფიოზის, ტონი ბონდონეს თოჯინა გავაკეთე. სხვათა შორის, მის თოჯინას არაფერი დაშავებია.
– დამშვიდდი, საყვარელო, – მიეფერა მეგობარს შერლი, – ყველანაირად დაგეხმარები. ყველაფერი კარგად იქნება. მოიცა, ის მაფიოზი ხომ არ გაბრაზდა, მის თოჯინას რომ აკეთებდი?
– არა, თავად გამომიგზავნა თავისი ფოტოები და ჟურნალები მასზე დაწერილი სტატიებით, – ამოიოხრა დორისმა, – მგონი, ვგიჟდები...
მეორე დღეს შერლის შეშფოთებულმა ჯორჯმა დაურეკა და მათთან სასწრაფოდ მისვლა სთხოვა. შერლის უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. კარი ედნამ გაუღო. ედნა ძალიან უსახური იყო. მას, ერთადერთი, თმა ჰქონდა ლამაზი და საგულდაგულოდ უვლიდა. ერთხელ, მისმა ნახატმა ვატერლოოს ბრძოლას რომ ასახავდა, კონკურსში გაიმარჯვა და სასკოლო სახელმძღვანელოშიც კი დაიბეჭდა. ეს ნახატი მნახველს ძრწოლას გვრიდა – ნაწლავებგადმოყრილი ადამიანებისა და ცხენების ერთმანეთში აზელილი გვამები, ბევრი სისხლი...
– დორისი სულ გადაირია, – უთხრა ედნამ, – ჯორჯის თოჯინას მუცელი გამოფატრა და მერე ფანჯრიდან ხტებოდა. ჯორჯი სასოწარკვეთილია.
დორისი თვალდახუჭული იწვა. შერლის არც კი შეხედა, ისე წარმოთქვა:
– მე გიჟი ვარ, გიჟი. ახლა უკვე ზუსტად ვიცი. ჟორჯის თოჯინა დავასახიჩრე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეცნობიერში მისი მოკვლაც შემიძლია.
– არაფერი გახსოვს?
– არაფერი. საქმეც ეგაა. მკვდარივით ვიძინებ. როდის ვდგები და ამას როდის ვაკთებ, ვერ ვხვდები. იცი, კიდევ რა მოხდა? აკვარიუმიდან თევზები გაქრა და მერე ისინი ჯორჯმა სამზარეულოს იატაკზე იპოვა, ფეხით გასრესილი... მე ურჩხული ვარ!
შერლი ჯორჯთან შევიდა.
– შენც ფიქრობ, რომ შენი ცოლი გიჟია?
– არ ვიცი, შერლი. არ ვიცი, რა ვიფიქრო. მეშინია, თავი არ მოიკლას. იცი, რომ ჩვენი კატაც აღარ ჩანს?
– დორისის ამბავი ძალიან მადარდებს. იცი, რა?! თქვენი სახლის სადარბაზო კარის გასაღები მომეცი. უნდა ვნახო, რა ხდება ღამით ამ სახლში. ოღონდ, შენ არაფერი თქვა. ედნამაც არ უნდა იცოდეს.
– შერლი, ცუდ დღეში ვართ. იქნებ ჯობდეს, დავრეკო და ექიმებს გადავაბარო მისი თავი?!
– ერთი დღე მაცალე. ამაღამ რაღაც აუცილებლად გაირკვევა, – დაჰპირდა შერლი.
ღამით შერლიმ ჩუმად გააღო დორისის სახლის კარი და ფეხაკრეფით აიპარა კიბეზე. ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი საკმარისი იყო, გარკვევით დაენახა, რაც სახლში ხდებოდა. ძლივს მოასწრო კარადის გვერდით შემალვა, რომ კარი ჩუმად გაიღო და ოთახში წელში მოხრილი ადამიანი შემოვიდა, ერთ ხელში ტომარა ეჭირა, მეორეში დიდი, სამზარეულო დანა. წელში მოხრილი მიუახლოვდა ფანჯარას და ტომარა გახსნა. არსება, რომელიც იქიდან გადმოათრია გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა. ის იყო, დანა მოიქნია, რომ შერლიმ გამაყრუებლად დაუსტვინა. იმავე წამს ოთახში ორი პოლიციელი გაჩნდა, რომლებიც დანააღმართულ ედნას მისცვივდნენ და ხელებზე ხელბორკილი დაადეს.
ჯორჯმა შერლის სასმელით სავსე ჭიქა გაუწოდა.
– მადლობელი ვარ შენი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ამ საშინელებების ჩამდენი ედნა იქნებოდა.
– დორისს კიდევ კარგა ხანს ეძინება. იმდენი ძილის წამალი მიუცია ედნას, რომ ორ ადამიანს თავისუფლად ეყოფოდა. რაღა გასაკვირია, რომ გაღვიძებულს აღარაფერი ახსოვდა. ფანჯარაში ჩამოკიდებულ, გამოფატრულ კატას რომ დაინახავდა, ეს ბოლო წვეთი იქნებოდა მისი ნაზი ფსიქიკისთვის, რაც ბოლოს მოუღებდა კიდეც. ედნამ კარგად გათვალა. არასოდეს უყვარდა, პირიქით, სძულდა. მშობლები ლამაზ და საყვარელ დორისს განსაკუთრებით ანებივრებდნენ. ედნაც დაიბოღმა. მის გულში შურისძიების სურვილმა იფეთქა და საშინელი გეგმაც მოიფიქრა. სინამდვილეში ედნას აქვს მიდრეკილება სულიერი აშლილობისკენ და სადიზმისკენ. გაიხსენე მისი ნახატები. გვიკვირდა კიდეც, როგორ შეეძლო ქალს ასეთი სისასტიკე დაეხატაო. დარწმუნებული იყავი, ედნა მოახერხებდა დორისის თვითმკვლელობამდე მიყვანას. ეს უკვე ძალიან რეალური იყო.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ