კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რა გავლენას ახდენს სწორად შერჩეული ტანსაცმელი ბედზე

  ტანსაცმელი, რომელიც ყოველდღიურად გვაცვია ან კარადაში ვინახავთ და დროდადრო ვიზომავთ, უდიდეს მაგიურ თვისებებს ატარებს. საკმარისია, გაიხსენოთ ის უიღბლო დღეები ან ბედნიერი წუთები, აღიდგინოთ, რა გეცვათ მაშინ, ჩაიცვათ და ისევ ისე გამოწყობილი წახვიდეთ სამსახურში ან პაემანზე, მიხვდებით, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ტანსაცმელს. რომელ ტანსაცმელშიც ბედნიერი იყავით წარსულში და აწმყოში ზუსტად ისე ჩაცმული გახვალთ გარეთ, იმ დღეს გაგიმართლებთ და კვლავ ბედნიერების ზენიტში იგრძნობთ თავს. იმ ტანსაცმელში კი, რომელთანაც წარსულში მაინცდამაინც კარგი მოგონებები არ გაკავშირებთ, ახლაც არასასიამოვნო დღე გელოდებათ. ასე რომ, როცა ძალიან გაგიჭირდებათ, გაიხსენეთ თქვენი იღბლიანი დღეები, რა გეცვათ მაშინ და იგივე სამოსი ჩაიცვით. ასეთი სამოსი დადებითი ემოციებით არის დამუხტული და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ხოლო, თუ ტანსაცმელი უსიამოვნო დღეებს გახსენებთ, ის უკვე აღარ არის თქვენი თილისმა და წარმატების მომტანი.
  საგნებსა და ტანსაცმელშიც ხდება ცუდი ზრახვებისა და განწყობის ტრანსფორმირება და იმავე ენერგიას გადასცემს ადამიანს, რომელსაც ის ატარებს. ამიტომ, ყურადღებით უნდა დააკვირდეთ, ვინ რას გაჩუქებთ და, რა განწყობით, რომ ამ ნივთმა თუ ტანსაცმელმა თქვენზე რაიმე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს და ბედ-იღბალი ცუდად არ შემოგიტრიალოთ. მაგალითად, თუ არ ემეტება და უბრალოდ, იმიტომ გჩუქნით, რომ იძულებულია ან ვალდებული, შესაძლოა, ეს ნივთი თქვენთვის საბედისწეროც კი აღმოჩნდეს და თქვენი ცხოვრება უარესისკენ შემოატრიალოს.
  განსაკუთრებული მაგიური თვისებები აქვს ღილსაც, რომელიც ტანსაცმელზე აკერია. კერძოდ, ტანსაცმელზე ღილები აუცილებლად წყვილი უნდა იყოს, რომ წარმატებებს ადვილად მიაღწიოთ, ნებისმიერ სიტუაციაში ყურადღების ცენტრში იყოთ, თქვენს აზრს გაგებით მოეკიდონ, გარშემო მყოფებთან ნდობით ისარგებლოთ და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის შესამჩნევი და სასურველი იყოთ. მოკლედ, თუ გინდათ, პირად და კარიერულ ცხოვრებაში ხელი მოგემართოთ, ტანსაცმელზე ღილების რაოდენობა აკონტროლეთ. თუ ადამიანს ტანსაცმელზე კენტი რაოდენობის ღილი აკერია, ის იმ დღეს ხელმოცარული იქნება. ამიტომ, გირჩევთ, ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხს მეტად წინდახედულად და ყურადღებით მიუდგეთ, ზედმეტი ღილი ააჭრათ ტანსაცმელს და ასე, იოლად აიცილოთ თავიდან უსიამოვნებები.
  აგრეთვე, მნიშვნელობა აქვს ღილის ფერსაც. თუ საპასუხისმგებლო საქმეზე ან მოლაპარაკებაზე აპირებთ წასვლას, გირჩევთ, ისეთი სამოსი ჩაიცვათ, რომელზეც ღია ფერის ღილებია დაკერებული. მაგრამ, თუ საქმის გასარჩევად, ვალის დასაბრუნებლად ან საჩხუბრად მიდიხართ, მაშინ, მუქღილებიანი სამოსი გამოგადგებათ.
скачать dle 11.3