კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ექიმის რჩევები

კითხვა: დაახლოებით 12 წლის ასაკიდან დამეწყო დაბანის შემდეგ ტანის ქავილი და ეს, დაახლოებით, ნახევარი საათი გრძელდებოდა. ერთმა ექიმმა ჭიებიაო, მეორემ – კანის სიმშრალეო და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, არაფერი მეშველა. წლებია, ამით ვიტანჯები. ზღვა, მდინარე ჩემთვის ოცნებაა – მაიმუნივით ვიქექები. რა მჭირს? რა ჰქვია ამას, რაც მე მაქვს? გთხოვთ დამეხმარეთ.
პასუხი: ეს არის აქვაგენური ქავილი – ალერგია წყლის მიმართ, მისი სხვადასხვა ტიპი არსებობს, იშვიათია,  თუმცა ალერგოლოგებისთვის კარგად ნაცნობია. აქვაგენური ალერგიის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ჰემატოლოგიური პათოლოგიაც არის. ჰემატოლოგიური ქავილის მიზეზად შესაძლოა იქცეს რკინის დეფიციტი, მიელოდისპლაზიური სინდრომი, თრომბოციტემია, ჭეშმარიტი პოლიციტემია.  ჭეშმარიტი  პოლიციტემია  პათოლოგიაა, რომლის დროსაც ძვლის ტვინი ჭარბად წარმოქმნის სისხლის წითელ უჯრედებს – ერითროციტებს. პოლიციტემია შესაძლოა, გამოვლინდეს სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების სიჭარბითაც. ამ პათოლოგიის მქონე ადამიანების 50-70 პროცენტი უჩივის ქავილს. ჰემატოლოგიური ქავილის ამ სახეობას ხშირად უწევს პროვოცირებას ნებისმიერი ტემპერატურის წყალთან კონტაქტი (მაგალითად, ქავილი შეიძლება აღმოცენდეს აბაზანის ან შხაპის მიღებისას ან მიღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ), ამიტომ მას ზოგჯერ აქვაგენურ ქავილსაც უწოდებენ. მიზეზი უმეტესად ცხელი წყალია, ცივი – შედარებით ნაკლებად. ქავილთან ერთად, დამახასიათებელია ღაჟღაჟა ტუჩები, ლოყები, ცხვირი და ყურები. ზოგჯერ უჩივიან თავის ტკივილს, მხედველობის დარღვევას, წონის კლებას, ღამის ოფლიანობას, თავბრუს. შესაძლოა, აღენიშნებოდეთ არტერიული ჰიპერტენზია და სპლენომეგალიაც (ელენთის გადიდება). ქავილი პოლიციტემიის საკმაოდ სპეციფიკური სიმპტომია, რომელმაც შესაძლოა, დაავადების დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე წლით ადრე იჩინოს თავი. ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ პაციენტები უარს ამბობენ აბაზანის ან შხაპის მიღებაზე.
კითხვა: ვარ 15 წლის და დაახლოებით 2 წელი იქნება, რაც მუდმივად მაქვს სურდო – ხან ძლიერად და ხან შესუსტებულად. ამ ბოლო დროს კი ცემინება დამაწყებინა, გაციებული არ ვარ. ხომ ვერ მეტყვით, რისი ბრალია? ვფიქრობდი, ალერგია შეიძლება იყოს-მეთქი, მაგრამ მთელი წელი? რას მირჩევთ?
პასუხი: პირველ რიგში, მიმართეთ ოტო-რინო-ლარინგოლოგს, შემდეგ გაირკვევა საჭიროა თუ არა ალერგოლოგის კონსულტაციაც.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3