კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 გამოიყენეთ ატამი სამკურნალოდ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ატამი შეიცავს სასარგებლო პოლიფენოლებსა და ანტიოქსიდანტებს – ქლოროგენის მჟავას, კატექინს, ეპიკატექინს, ლუტეინს, ზეა-ქსანტინს, ბეტა-კრიპტოქსანტინს და სხვა ორგანული სახის ნივთიერებებს, რომლებიც ბოჭავენ მავნე თავისუფალ რადიკალებს და ახდენენ სხვადასხვა სახის ქრონიკული, შეუქცევადი სახის დაავადებების (ათეროსკლეროზი, მხედველობის დაქვეითება, ონკოლოგიური დაავადებები) პრევენციას.
  ატამი, უპირველესად, ცნობილია მისი მატონიზირებელი ეფექტით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ხნის ავადმყოფობით დაუძლურებული ორგანიზმისთვის. ატმის წვენი ეხმარება სუსტ ახალშობილებს ძალების სწრაფად მოკრებაში. კარგია, ასევე, კუჭის დაქვეითებული მჟავიანობისთვის. ჭამამდე 15 წუთით ადრე ატმის ახლადგამოწურული წვენის მიღებით ქრონიკული შეკრულობისგან გათავისუფლებაც შეიძლება. ატამი სასარგებლოა კენჭოვანი დაავადებების დროს, რადგან შარდმდენი ეფექტი აქვს და ხელს უწყობს შარდის ბუშტიდან ქვიშის გამოდევნას.
  ატამში შემავალი დიდი რაოდენობით კალიუმის მარილები გულის რიტმის დარღვევისა და გულის კუნთების შესუსტების პროფილაქტიკასაც უწყობს ხელს. ფოსფორისა და კალიუმის შემცველობა კი დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, ტვინის მუშაობაზე და ამაღლებს ქმედუნარიანობას. კაროტინი აუმჯობესებს მხედველობას, ასევე, სისხლძარღვების ფუნქციონირებას.
  ატმის დადებითი ეფექტია ასევე, სისხლში ჰემოგლობინის დონის მომატება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვისა და სუსტი ბავშვებისთვის.
ტკბილ ხილში არსებული ვიტამინი A, B და C აძლიერებს იმუნურ სისტემას.
  ატმის რეგულარული მოხმარება კანს ხავერდოვანს ხდის და ვარდისფერ შეფერილობას აძლევს. მზის სხივებისგან მიღებული დამწვრობის დროს კი გახეხილი ატმის ნიღაბი ტკივილდამაყუჩებელ ეფექტს იძლევა.
  ატმის მიღება რეკომენდებული  არ არის დღის მეორე ნახევარში (15 საათის შემდეგ), რადგან ეს ცუდად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. სასურველია, მასზე უარი თქვან ორგანიზმში ანთებითი პროცესების მიმდინარეობის დროს. ატმის მიღებამ შეიძლება, ზიანი მოუტანოს ალერგიითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.
  უნდა მოერიდოთ ამ გემრიელი და სასარგებლო ნაყოფის ზედმეტი რაოდენობით მიღებას, რამაც  შესაძლოა, საჭმლის მონელებისა და სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების დარღვევა გამოიწვიოს. ამიტომ, ეცადეთ დღეში 600 გრამზე მეტი ატამი არ მიირთვათ.
ატამი არის ბეტა კაროტინის შესანიშნავი წყარო, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, რაც მნიშვნელოვანია ბადურის ჯანმრთელობისთვის. მისი დეფიციტი იწვევს მხედველობის გაუარესებას. ამდენად, ატამი არის კარგი გზა ბეტა კაროტინის დონის შესანარჩუნებლად. ის ასევე ხელს უშლის ღამის სიბრმავეს და ასაკთან დაკავშირებულ მაკულურ დეგენერაციას.
  ატამი, ასევე, შეიცავს ფტორისა და კალციუმის მცირე რაოდენობას, ძვლებსა და კბილებში არსებულ ნაერთებს. რკინა და ფლუორდინი თავიდან აგვაცილებს პირის ღრუს დაავადებებსა და სხვა სტომატოლოგიურ პრობლემებს. ატმის მოხმარება, ასევე, ხელს უწყობს ძვლის დაავადებებისგან განკურნებას.
скачать dle 11.3