№28 არც თუ მარტივად გასამხელი
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
რა ვიცით კაცების შესახებ? ისინი საყვარელ ქალს ანებივრებენ საჩუქრებით, ყოველთვის ეხმარებიან და გვერდით უდგანან, უყვართ ფეხბურთი, ბევრი მათგანი ძალიან სიმპათიურად გამოიყურება და აქვთ თავისი უცნაურობები.
სასურველია იცოდეთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი კაცებზე. რომლებიც ნამდვილად გამოგადგებათ მათთან ურთიერთობაში.
* რატომ ვერ რჩებიან გულგრილები ეფექტური სუსტი სქესის წარმომადგენლის მიმართ? დიახ, ყოველი კაცი ასეა მოწყობილი, ისინი აუცილებლად თვალს გააყოლებენ ლამაზად ჩაცმულ, მოვლილ ქალბატონს და ასევე, ლამაზ დედას აირჩევენ საკუთარი ბავშვებისთვის. მშვიდად იყავით, თუ მან უკვე თქვენ აგირჩიათ.
* კაცებს სჭირდებათ დრო არაფრის საკეთებლად – შეიძლება, არასერიოზულად ჟღერდეს, მაგრამ მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია, ხანდახან არასერიოზულებიც იყვნენ და დაივიწყონ საკუთარი პასუხისმგებლობების შესახებ. განგაში საჭირო არ არის – მათ, უბრალოდ, სჭირდებათ დრო სიმშვიდისა და განტვირთვისთვის.
* კაცები არ აქცევენ ყურადღებას წვრილმანებს – მამაკაცების ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მათ არ შეუძლიათ დეტალების შემჩნევა, ამიტომ ნუ გაუწყრებით და ნუ შეუქმნით პრობლემებს ამის გამო. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ადვილი არ არის, მაგრამ თქვენ ამას შეძლებთ.
* უაზრო შეკითხვები მამაკაცისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა – გგონიათ, რომ კაცები მართლა მსოფლიოს გადარჩენაზე ფიქრობენ? უნდა გააცნობიეროთ, რომ როდესაც ისინი დაძაბულები არიან, სულელური და არაფრისმთქმელი კითხვებით ცდილობენ მდგომარეობიდან გამოსვლას და განტვირთვას.
* მათაც ეშინიათ – კაცები ხშირად სტერეოტიპის მსხვერპლნი ხდებიან. საქმე ისაა, რომ მათგან საზოგადოება ყოველთვის გმირობას ელოდება, მაგრამ მათაც ეშინიათ და ნერვიულობენ. მერე ცდილობენ ეს დამალონ და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე.
* ისინი აფასებენ თანადგომას - რა თქმა უნდა, მამაკაცსაც სჭირდება თანადგომა და გამხნევება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც არ გამოსდის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სტრესი სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებისთვის ერთნაირია.
მნიშვნელოვანი
წვრილმანები
ქალები ძალიან ხშირად ვუჩივით მამაკაცების უყურადღებობას, ვფიქრობთ, რომ მათთვის ყველაფერი სულერთია. თუმცა, ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნებით. საკმაოდ გაოცებული დარჩებით, თუკი გაიგებთ, რამდენ წვრილმანს ამჩნევს მამაკაცი ქალში, რომლითაც დაინტერესებულია. ან, შეიძლება ეჭვიც გეპარებათ, რომ მისი ყურადღების ობიექტს წარმოადგენთ. რეალობა სხვაა.
* პირველი, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ არის ის, რამდენს მიირთმევთ – დარწმუნებული იყავით, რომ პაემანზე მამაკაცი ყურადღებას მიაქცევს, რამდენს ჭამთ. პანიკაში არ ჩავარდეთ და მხოლოდ დიეტური სალათების ჭამა არ დაიწყოთ, თანაც, მცირე ულუფებით. უბრალოდ, ერთი რამ გაითვალისწინეთ: თუ ჯანსაღი მადა გაქვთ, თვალთმაქცობა არ სცადოთ, რომ თქვენ დიეტაზე ხართ. პირიქით, მიირთვით იმდენი, რამდენიც გსურთ, ასე მამაკაცი თქვენ გვერდით თავს კომფორტულად იგრძნობს.
* თქვენი მაკიაჟი – შესაძლოა, მან ლაინერსა და ტუშს შორის სხვაობა ან მათი ბრენდულობა ვერ შეამჩნიოს, მაგრამ მამაკაცი აუცილებლად მიხვდება, რა რაოდენობის მაკიაჟი გისვიათ. გამოკითხვის თანახმად, ბევრ მამაკაცს მოსწონს, როცა ქალი მაკიაჟს იკეთებს, რადგან ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მან პარტნიორის მოსახიბლად დრო დახარჯა. იმავდროულად, კოსმეტიკის ჭარბად გამოყენება აღიზიანებთ. ეჭვიანობენ, რაც უფრო დაგაშორებთ. ასე რომ, მთავარი ზომიერებაა.
* ფერი, რომელსაც ყველაზე ხშირად იცვამთ – შეგიძლიათ შეამოწმოთ, მამაკაცი აუცილებლად ამჩნევს ფერს, რომელსაც თქვენ უპირატესობას ანიჭებთ. იქნება ეს ნათელი, ნეიტრალური თუ მშვიდი ფერი, ის ქვეცნობიერად ეცდება, იმავე ფერის ტანსაცმელი ჩაიცვას, რომ თქვენი გამოსახულება შეავსოს. ამასთან, მისთვის სასიამოვნო იქნება, როცა მის მცდელობას დააფასებთ.
* მანიკიური – ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალი ქალებისთვის, მაგრამ აქვს თუ არა მას მამაკაცისთვის მნიშვნელობა? ბევრი ფიქრობს, რომ ქალი მანიკიურს მხოლოდ თავისთვის იკეთებს. თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცები ხელებს აკვირდებიან. სადღაც ქვეცნობიერში აღნიშნავენ, მანიკიურს იკეთებთ თუ არა, როგორი ფორმის ფრჩხილები გაქვთ და რომელი ფერის ფრჩხილის ლაქს ანიჭებთ უპირატესობას. რა თქმა უნდა, მამაკაცების უმეტესობა უფრო მოვლილ ფრჩხილებს ანიჭებს უპირატესობას.
* რამდენად აქტიური ხართ – ზოგიერთ მამაკაცს შეყვარებულთან ერთად პაემნის აქტიურად გატარება უყვარს, რომ ნახოს, ქალი მისთვის რაზეა წამსვლელი. შესაძლოა, ეს საკმაოდ უცნაური ჩანაფიქრია. უფრო მეტიც, იმაზე ფიქრმა, რომ მამაკაცი თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს აკვირდება, ოდნავ შეიძლება დაგაფრთხოთ. თუმცა ეს იმისთვის კეთდება, რომ გაიგონ, მზად ხართ თუ არა კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად.
* თქვენი ღიმილი – მამაკაცების უმეტესობა კითხვაზე – რა დაამახსოვრდათ პირველი პაემნიდან, ამბობს, რომ პარტნიორის ღიმილი. ქალბატონებო, ამას ხომ ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდება და შეიძლება, მამაკაცის სუსტი წერტილი გახდეს, თუ მას სწორად გამოიყენებთ.
* თქვენი უცნაური ჩვევები – თუ ზოგჯერ ისე არ იქცევით, როგორც დანარჩენები, უცნაურად ან სასაცილოდ, მამაკაცი ამას აუცილებლად დაიმახსოვრებს. თუ ის თქვენი მამაკაცია, ის თქვენს უცნაურობას ჩუმად შეამჩნევს და მათ მიმზიდველად მიიჩნევს.
* თქვენი მუსიკალური უპირატესობები – მამაკაცი ყოველთვის ამჩნევს, როგორ მუსიკას უსმენს მისი რჩეული. ხოლო, როცა ქალი თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს, მღერის და ცეკვავს, უყურადღებოდ არ დარჩება. ეს შეიძლება, იყოს საკმაოდ საყვარელი საქციელი მაშინაც კი, თუ ნოტებს ან რიტმს ერთმანეთში აურევთ.
* ის, რაც გულს გტკენთ – მამაკაცი ამჩნევს, თუ ქალი განაწყენებულია ან უხასიათოდაა. თუმცა უჭირს გადაწყვეტა, როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციაში. მამაკაცების ნაწილი ელოდება, რომ ქალი გულს თავად გადაუშლის – ეტყვის, რა აწუხებს და ჩუმად არ იქნება ან უმნიშვნელო ფრაზებით არ შემოიფარგლება. სხვები კი ეცდებიან, რომ ქალებმა პრობლემები მალე დაივიწყონ, ეცდებიან გაართონ და გაამხნევონ.
* ის, რაც თქვენ გახარებთ – მამაკაცი გიჟდება, როცა ქალი ბედნიერია. სწორედ ამ მიზეზით ეცდება ყველაფერი, რაც ქალის ღიმილს იწვევს – დაწყებული სიტყვიდან, დამთავრებული სიმღერით, მომავალში მის გასაბედნიერებლად გამოიყენოს. ეცდება, ხშირად დაინახოს ღიმილი საყვარელი ქალის სახეზე.