№28 სახეცვლილი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ჩვენზე გაჭირვებულები
ევროსაბჭოს მიერ რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენა ვერ მოგვენელებინა (ანუ რომ შეარგეს დედის რძესავით ყირიმის ანექსია), რომ აწ უკვე უკრაინელმა ბიზნესმენმა, ოლიგარქად წოდებულმა კოლომოისკიმ გაგვაკვირვა. მისი აზრით (უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში), დონბასის კონფლიქტი არავის მიერ არაა გამოწვეული, მათ შორის, არც არანაირი „რუსეთის“ და ფრიად „ნორმალური მოვლენაა“, ეგრეთ წოდებული, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში რუსი სამხედროების ყოფნა.
მეორე მხრივ, ფაქტობრივად, აშშ-ს დასდო ბრალი – მათთვის ხელსაყრელია რუსეთისთვის სანქციების დაწესება და იარაღი მოგვაწოდეს, რათა კონფლიქტი გაგრძელდესო. ხოლო ლუგანსკსა და დონბასში მყოფი რუსი ოფიცრები „შვებულებაში“ მყოფებად შერაცხა და უკრაინელებს მოუწოდა, ამ ფაქტით ტრაგედიის შექმნისგან თავი შეიკავონ. უცნაური ისაა, რომ გასულ წელს იგივე კოლომოისკი მოვლენებს სულ სხვაგვარად აფასებდა, კერძოდ, რუსეთს ასახელებდა კონფლიქტის გამომწვევად და მხარდამჭერად.
ჩვენთვის უცნობია, რა რეაქცია ექნება უკრაინელ საზოგადოებას მათი პრეზიდენტის მთავარი დამფინანსებლისა და მხარდამჭერის შეფასებაზე და ისიც, რამ გამოიწვია მისი სახეცვლილება; მხოლოდ ის ვიცით, რომ კოლომოისკი აფინანსებდა ზელენსკის საარჩევნო კამპანიას, ანუ ჩვენზე გაჭირვებულებიც არსებულან ამ მზის ქვეშ