№28 ქართული პეიზაჟი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ „ქათმის“ როლი ალალია
რაკი დონალდ ტრამპმა ირანს გაყინული სანქციები ისევ გაულღო, იმას გარდა, რომ სპარსეთის ყურისკენ თავისი ავიამზიდებიც გადაისროლა (დამატებით), არც თეირანი ჩამორჩა და 7 ივლისიდან 2015 წლის შეთანხმებას არღვევს, ანუ ურანის გამდიდრებას კვლავ გააგრძელებს.
ნებსით თუ უნებლიეთ, გამოვიდა, რომ 8 ივლისიდან რფ შეწყვეტს საჰაერო მიმოსვლას საქართველოსთან (შეგახსენებთ, გავრილოვით შეურაცხყოფილებმა თავიანთი ტურისტების გახიზვნა გადაწყვიტეს), იმას გარდა, რომ გრიგორი კარასინი, ფაქტობრივად, ომით გვემუქრება.
არადა არ უნდოდა იმის მიხვედრას დიდი ნოსტრადამუსობა, რომ მოვლენები სწორედ ასე და არა სხვაგვარად განვითარდებოდა, ანუ რფ ისედაც ყალყზეა შემდგარი და მორიგი ინტერვენცია მხოლოდ დროის ამბავია, ოღონდ ჩვენი მოხერხებისაც, იმიტომ რომ გამოუვალი ვითარებები არ არსებობს, მაგრამ, რაკი ჩვენებურები თავიანთი სიბეცით (მე მაპატიეთ ამგვარი ხისტი გამოთქმა) ყველანაირად უწყობენ ხელს ავისმოსურნეთ თავიანთი მიზნების მიღწევაში და მხოლოდ კეთილისმოსურნეების სიკეთის იმედად არიან (თითქოს ვინმე, რაც უნდა მოკეთე იყოს, შენს ინტერესს დააყენებს საკუთარზე წინ), როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები, თავადაც მიმიხვდებით.
მეორე მხრივ, ფაქტია, რომ გავრილოვით პროვოკაცია შედგა, ანუ რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთმა სცენარმა, ბოლოს და ბოლოს, იმუშავა და იმის ნაცვლად, რომ თავის დაცვასა და შექმნილ გეოპოლიტიკურ ლაბირინთიდან გამოსავალზე ვიფიქროთ, ჩვენი პოლარიზებული საზოგადოება მზადაა, ერთმანეთს ყელები გამოღადროს, რასაც, ცხადია, ჩვენებური პოლიტიკოსები ფრიად სარფიანად იყენებენ სკამების „დასათრევად“ (კიდევ ერთხელ უნდა მაპატიოთ).
იმედია და ბუნებრივი, რუსული სპეცსამსახურის მოქმედების გასანეიტრალებლად აშშ-ურიც იმუშავებს, ოღონდ, თუ რფ-ისთვის ხელსაყრელია საქართველოში არეულობა, აშშ-მა სპეცსამსახურებმა შესაძლოა, ეს ფაქტი რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან არეულობის, ანუ კავკასიის სირიიზაციისთვის გამოიყენოს (ცხადია, რუსეთის გასანეიტრალებლად, რაც მისი ინტერესია და ჩვენიც, ოღონდ ეს ჩვენს ტყავზე მოხდება). ხოლო, რაკი, სახელდობრ, ჩვენთან სკამების დათვლით არიან გართულები, წასაკლავი ქათმის როლი ალალია.