კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რით აპირებს საზოგადოების „დაშოკვას“ ნათია დუმბაძე და ვის აწიოკებდა ის ყოველდღე

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ბოლო დროს მომღერალმა ნათია დუმბაძემ საკმაოდ მოიკლო წონაში, სასწაულ ფორმაში ჩადგა, იმიჯიც მოირგო, გააქტიურდა და როგორც თავად ამბობს, გაჩერებას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ორ შვილს ზრდის და პარალელურად, აქტიურად მუშაობს, რეპერ მასტერთან ახალი სიმღერა ჩაწერა, კლიპიც გადაიღო და მისივე თქმით, ზაფხულის ცხელ დღეებში საზოგადოების „დაშოკვას“ გეგმავს.
  ნათია დუმბაძე: ამ ზაფხულს გამხდარი, ახალი კლიპით და ახალი იდეებით ვხვდები. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში მთავარია სტიმული და მიუღწეველი არაფერია. მე მქონდა დიდი სტიმული, ფორმაში ჩავმდგარიყავი, მოვახერხე და ამან კიდევ უფრო დიდი სტიმული გამიჩინა, გავაქტიურებულიყავი, ჩამეწერა სიმღერები, გადამეღო კლიპი და ესეც მოვახერხე. მოკლედ, ორ თვეში ცხრა კილო დავიკელი, ვარჯიშსაც ვასწრებდი, შვილებსაც არ ვაკლებდი ყურადღებას, ვმუშაობდი, სიმღერაც ჩავწერე და ვიდეორგოლიც გადავიღე – ყველაფერი მოვასწარი (იცინის). ყველა მეუბნება: ვაიმე, როგორ გახდი და გააქტიურდიო. იცით, საკუთარ თავში რამხელა სტიმული ჩავდე? რთული იყო, მაგრამ შევძელი. ვხუმრობ ხოლმე, ისეთი გადატვირთული გრაფიკი მაქვს, სიმშვიდე არასოდეს მეღირსება-მეთქი, მაგრამ პირად ცხოვრებაში მაქვს სიმშვიდე და ესეც საკმარისია და ყველაზე მთავარი – მყავს მეუღლე, ულამაზესი შვილები და ერთგული მეგობრები. ზოგადად, ყველა მამაკაცს მოსწონს, როცა მისი საყვარელი ქალი ფორმაშია, აქტიური და რეალიზებული. ჰოდა, მეც ვცდილობ. ქუჩაში ხშირად დამიჭერია მომენტი, თვალს რომ მაყოლებენ და მსიამოვნებს. უცხო ადამიანები თან მცნობენ, თან – ვერა, მერე მოდიან და მეკითხებიან: თქვენ ის ხართ? მომღერალი ნათია, ხო? (იცინის).
– წარმოშობით გურული ხარ. ამ კუთხის გენეტიკა რაში გამოიხატება და როდის მძლავრობს?
– გურული გენეტიკიდან გიჟური ენერგიულობა და სისწრაფე დამყვა. დედით კი ლეჩხუმელი ვარ და სვანური გენეტიკისკენაც ვიხრები – დედისგან სვანური დიპლომატია გადმომეცა (იცინის).  ასე რომ, დედისა და მამის სვანურ-გურულ გენეტიკას ვაბალანსებ.
– ბევრი ამბობს, როცა ზედმეტი კილოგრამები დავიკელი, ფორმაში ჩავდექი და სარკეში ჩავიხედე, საკუთარი თავი თავიდან შემიყვარდაო. მსგავსი შეგრძნება შენც გაქვს?
– მე სულ მიყვარდა ჩემი თავი და ახლა ორმაგად მიყვარს. საცურაო კოსტიუმსაც თამამად ვიცვამ, არც ზედმეტი წონა მაწუხებს და არც ისეთი ტანსაცმლის შერჩევა – „ვაიმე, მსუქანი არ გამოვჩნდე“ (იცინის). ზოგადად, წლების მატებამ, მეორე შვილის გაჩენამ, ანუ ასაკში მშობიარობამ და წონაში დაკლებამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემში. ზოდიაქოთი მორიელი ვარ და ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ერთგულები, ცეცხლოვანები, მიზანდასახულები არიან. – მეც ასეთი ვარ.
– მორიელებმა კბენაც რომ იციან და ეჭვიანებიც არიან?
– დიახ, მორიელებმა კბენაც იციან და ეჭვიანებიც არიან, მაგრამ ეს თვისებები მე არ დამყვა  და არ მახასიათებს. არცერთი გრამი ეჭვი არ გამაჩნია და თუ არ გამამწარა ადამიანმა, არ გამომიყვანა წყობიდან ცილისწამებამ, არ ვიკბინები. როცა ცილს მწამებენ, არაადეკვატური ვხდები, გულში ვიცი ჩადება და შეიძლება, ათი წლის მერე გაგიხსენო. ჭორებსაც კი არ გამოვყავარ ისე წყობიდან, როგორც ცილისწამებას. სხვათა შორის, ადრე არ მიყვარდა ზაფხულის პერიოდი, ახლა კი, რაც ასაკი მომემატა, შემიყვარდა და მინდა, ჩემ ირგვლივ სულ ზაფხული, გართობა, მზე, გადაღებები და ხალხმრავლობა იყოს. როცა მზეა და სითბო, ყველგან მიხარია წასვლა. წლების მატებამ, საკუთარი თავის მართვაც მასწავლა – რაზეც ადრე ვნერვიულობდი, ახლა იმაზე ნერვს არ ვიშლი. მადლობა ღმერთს, რთული პერიოდები ცხოვრებაში არ მქონია. თუმცა, თუ პრობლემა მაქვს, ისე „ვძვრები“ ამ სიტუაციიდან, რომ არ დ ავზარალდე. არ ვაძლევ თავს დეპრესიაში ჩავარდნის საშუალებას. ვთვლი, რომ ნებისმიერი პრობლემიდან არსებობს გამოსავალი. ასე რომ, საკუთარ თავში „ჩაკეტვები“ და დეპრესიული პერიოდები ჩემს ცხოვრებაში არ მდგარა. ძალიან იღბლიანი ვარ, გამიმართლა ყველაფერში. სადაც მივდივარ, ჩემი ხასიათიდან და ემოციიდან გამომდინარე, ყველგან ყურადღების ცენტრში ვარ და მიმართლებს. თუმცა, ვიზუალურ ეფექტსაც აქვს მნიშვნელობა და ამიტომაც გადავწყვიტე გახდომა და ფორმაში ჩადგომა (იცინის).
–  ახლახან შედგა შენი და რეპერ მასტერის კლიპის პრეზენტაცია. როგორც ვიცი, ეს შენი პირველი კლიპია და დუეტი, რომელსაც ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, საკმაოდ წარმატებული გამოვიდა.
– დიახ, ეს ჩემი პირველი კლიპია და ამიტომ, ორმაგად განვიცდიდი და ვნერვიულობდი, როგორ მიიღებდა საზოგადოება. ვამბობდი: ისეთი სიმღერა და კლიპი მინდა, რომ ზაფხულის „შოკი“ იყოს-მეთქი და გამომივიდა – დუეტით „არ უყურო დროს“ მე და მასტერმა, მგონი, „დავშოკეთ“ მსმენელი (იცინის). გეთანხმებით, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა რეპერ მასტერის და ჩემს დუეტს, თუმცა, ისე კარგად ავეწყვეთ, ვფიქრობ, კიდევ ჩავწერთ დუეტებს და თან, ბევრს.
– სიმართლე გითხრა, როდესაც გავიგე, დუეტს რეპერ მასტერთან წერდი, ცოტა გამიკვირდა – ის მშვიდი და გაწონასწორებულია, შენ კი – ძალიან ენერგიული, თქვენ შორის ხასითების მხრივ სხვაობას უცხო თვალიც კი ამჩნევს.
–  დიახ, მასტერი საოცრად შრომისმოყვარე,  დადებითი, ნიჭიერი, გაწონასწორებული, მშვიდი და კარგი ბიჭია, მე კი – ენერგიული და მოძრავი და ამაშია ჩვენი დუეტის ხიბლიც. ბევრი საერთოც გვაქვს, მაგალითად, ერთმანეთს უშუალობით ვგავართ.  როგორც ვთქვით, მასტერი გაწონასწორებული და მშვიდია, მე კი – ქოთქოთა და ენერგიული და ამიტომ ვაბალანსებთ ერთმანეთს. სიმღერის ჩაწერისა და კლიპის გადაღების დროს, ყოველდღე ისე „ვაწიოკებდი“, არც კი ვიცი, როგორ გამიძლო (იცინის). ზუსტად ვიცი, ამ კლიპის მერე, უფრო მეტად პოპულარული გავხდები და ეს მასტერის შრომისმოყვარეობის დამსახურებაა. ისეთი კარგი წყვილი ვართ, მუსიკალურად ისე ვუხდებით ერთმანეთს, უკვე მეორე სიმღერის ჩაწერაც დავგეგმეთ.

скачать dle 11.3