კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 თუ ზღვაზე აპირებთ წასვლას, არ დაგავიწყდეთ „კამელინის“ წაღება – უნიკალური საშუალება ლამაზი რუჯის მისაღებად და დამწვრობის თავიდან ასაცილებლად

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  „კამელინის“ უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ ჩვენს მკითხველს არაერთი ინფორმაცია მივაწოდეთ. თაფლზე დამზადებული ბუნებრივი, ქართული პრეპარატი დღეს გავრცელებული არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის, სიმსივნის. სამწუხაროდ, დღეს ეს მთელ მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მასთან ბრძოლა დღემდე მიმდინარეობს. „კამელინის“ გამოყენება ამ დაავადების სამკურნალოდ  ხშირად ძალიან ეფექტურია, რასაც მისი სხვადასხვა თვისება განაპირობებს. „კამელინი“ 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური და ჰიპოალერგიული. აქვს ანთების საწინააღმდეგო, მარეგენირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნომოდულატორულ აქტივობას. მართალია, „კამელინის“ მოქმედება ინდივიდუალურია, მაგრამ უპირობოდ აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, საგრძნობლად ამცირებს ტკივილებს და დადებითად მოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე. პრეპარატის გამოყენება შეიძლება, როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელ ნაწილად, ასევე, დამოუკიდებლად, ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ორგანიზმის იმუნური პასუხის ოპტიმიზაცია. კვლევების საფუძველზე და პრაქტიკიდან გამომდინარეც დადგინდა, რომ უმძიმეს პაციენტებში კამელინოთერაპიით მკურნალობით მეტწილად სიმსივნური პროცესების შეჩერება, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და შრომისუნარიანობის საგრძნობი მატება ხდება.
  რადგან ზაფხულია, დღეს გადავწყვიტეთ, ვისაუბროთ „კამელინის“ მალამოზე, რომელიც ძალიან კარგია დამწვრობის სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი – მზით გამოწვეული დამწვრობის. მზით გარუჯვის შემდეგ თქვენს ჯანმრთელობასა და კანს პრობლემა რომ არ შეექმნას, თამამად შეგიძლიათ, გამოიყენოთ „კამელინი მ-3“ – მალამო, რომელიც, დაცვასთან ერთად, კანს გახდის ელასტიკურს, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და გაგიძლიერებთ ადგილობრივ იმუნიტეტს. დამწვრობის მოქმედება იმუნურ სისტემაზე და „კამელინის“ ეფექტურობა დამწვრობით გამოწვეულ დაავადებებზე, იმუნური თვალსაზრისით, შეისწავლა სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის იმუნორეაბილიტაციის განყოფილების გამგემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბორის კორსანტიამ. კვლევების საფუძველზე დადასტურდა კამელინოთერაპიის მაღალი თერაპიული ეფექტი და უპირატესობა სხვა ტრადიციულ მკურნალობასთან მიმართებაში, ასევე, იმუნური სისტემის სრული ნორმალიზაცია. ამიტომ, უმჯობესია, მთისა და ზღვის კურორტებზე დასვენებისას თან იქონიოთ „კამელინის“ უნიკალური მალამო.
 ასევე, არ დაგავიწყდეთ „კამელინის“ სანთლების გამოყენება ზაფხულის მშვიდად გასატარებლად, რომელიც გამოიყენება სეზონური, ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიების დროს. როგორც „კამელინის“ სხვა ფორმებს, სანთლების შექმნასაც წინ უძღოდა წინაკლინიკური გამოკვლევები საქართველოშიც და უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებშიც. „კამელინ მ4“ გამოიყენება ქალური დაავადებების, ვაგინალური ინფექციების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ორსულებში ანთებითი პროცესებისა და ბუასილის მკურნალობაში. „კამელინი მ4“ ძალზე ეფექტური აღმოჩნდა ორსულებში ბუასილის დროს, რაც ძალზე ხშირია განსაკუთრებით უკანასკნელ ტრიმესტრში. „კამელინი მ4-მა“ გამოავლინა არაჩვეულებრივი სამკურნალო ეფექტი – 3-4 პროცედურა საკმარისი აღმოჩნდა უსიამოვნო სიმპტომების სრულიად გასაქრობად. ორსულები აღარ უჩიოდნენ ბუასილისგან გამოწვეულ სიმპტომებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „კამელინის” სანთლებზე  უკუჩვენება არ გამოვლენილა. კვლევაში ჩართულები იყვნენ, აგრეთვე, მეძუძური დედებიც, რადგან აღნიშნული დაავადება მშობიარობის შემდეგაც ბევრს აწუხებს. ჩატარებული კლინიკური კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ „კამელინის” სანთლები ძალიან კარგია ორსულებსა და მელოგინეებში ვაგინალური და პროქტოლოგიური გამოყენებისთვის. „კამელინის“ სანთლებს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას. გამოიყენება ვაგინალური ინფექციების, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, პროქტიტების, სწორი ნაწლავის ნახეთქების, ჰემოროის დროს. თერაპიულ დოზებში არატოქსიკურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.
  ელისაბედ ჯ. (47 წლის): წლების წინ მოვყევი ავარიაში. თავზე გამიკეთდა ურთულესი ოპერაცია. ავარიიდან 3 წლის მერე, დამეწყო თავის უსაშველო ტკივილები და მეხსიერების დაქვეითება, რასაც დაემატა გათიშვები, მხედველობის დაბინდვა, მოთენთვა, სისუსტე. სიმპტომებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ჩავიტარე კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. აღმომაჩნდა თავის ტვინზე (წარმონაქმნი) სიმსივნე. ჩემი მოძღვრისგან შევიტყვე პრეპარატ „კამელინის“ შესახებ და მისი კურთხევით, დავიწყე მკურნალობა. შედეგი პირველივე კურსიდანვე იმედის მომცემი იყო – მომემატა ძალა, შემიმცირდა ჩივილები. 6 კურსის შემდეგ მომეხსნა ყველა სიმპტომი და კვლევებით, სიმსივნე აღარ დაფიქსირდა.
  ტ.დ. (35 წლის): ჩემს მეუღლეს ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ძალიან ცუდად იყო. მკურნალობის ყველა საშუალება გამოვიყენეთ, მაგრამ ამაოდ. ქიმიოთერაპიაც ჩაუტარდა, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. დაახლოებით, ორი წლის წინ, შევიტყვე „კამელინის“ შესახებ – ჩემი ახლობელი მკურნალობდა ამ პრეპარატით. მასაც სიმსივნე ჰქონდა, ოღონდ საშვილოსნოზე. როდესაც ვნახე, რა კარგად გრძნობდა თავს, გადავწყვიტე, ჩემს ქმარსაც გამოეყენებინა. როგორც იქნა, დავითანხმე და დავუწყე „კამელინის“ საინიექციო ხსნარის გაკეთება. ერთ კვირაში, მდგომარეობა გაუუმჯობესდა. გამოკეთდა, ფეხზე ადგა, გაიარა, რაც მთავარია, საშინელი ტკივილები მოეხსნა. მკურნალობის ოთხი კურსი ჩავუტარე და  თავს მშვენივრად გრძნობს.
P.S. პრეპარატ „კამელინის“ ხუთივე ფორმა იყიდება ყველა აფთიაქში რეცეპტის გარეშე! „კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:  2-98-62-25 (ოფისი); 599-33-10-89; 599-23-03-33. www.Camelyn,ge ფოსტა: info@Camelyn.ge


скачать dle 11.3