კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რა ტრაგედიისგან დაგვიცავს ლიკა კოკაიასა და მისი თანაგუნდელების მიერ შექმნილი ხელსაწყო და როგორ ასახელეს მათ საქართველო „ნასაში“

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სენაკში მოსწავლეების მიერ გამოგონებული ხელსაწყო დამონტაჟდა,  რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება იქ მიმდინარე გეოლოგიური პროცესების მუდმივი კონტროლი და მეწყერის საშიშროების შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიღება.
  ლიკა კოკაია: ეს ხელსაწყო არის შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისთვის და მისი მიზანია, წინასწარ „გაიგოს“ მეწყერის მოახლოების საშიშროება და შესაბამისი ზომები მიიღოს მის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი ხელსაწყო მოსახლეობასთან ესემესის სახით აგზავნის შეტყობინებებს, რომ მოსალოდნელია მეწყერი და დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსი რომ გამოცხადდა, მასში მონაწილეობის მისაღებად ხუთი ბავშვი დავრეგისტრირდით – ოთხი გოგო და ერთი ბიჭი: მე, დეა ჩიტაია, გვანცა ჩიქოვანი, ნათია შამათავა და ალექსი ტყებუჩავა. ეს ხელსაწყო, სწორედ, ამ კონკურსის ფარგლებში შეიქმნა. ჩვენ ერთ კლასში ვსწავლობთ, ქალაქ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში.
– ეს იდეა როგორ დაგებადათ?
– ჩვენი სკოლის წინ ჩამოწვა მეწყერი და მისასვლელი საავტომობილო გზა და ხიდი დაანგრია. უმცროსკლასელებს უკანა მხრიდან უწევდათ შესვლა. მერე მოხდა 13 ივნისის ტრაგედიაც. გვინდა თავიდან ავაცილოთ ხალხს ასეთი საფრთხე და ტრაგედიები. მართალია, მატერიალურ ზარალს ვერ ავარიდებთ ადამიანებს, მაგრამ სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია. ჩვენი მენტორები არიან ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი დავით სონღულაშვილი და ჩვენი სკოლის ინფორმატიკის, ანუ „სტემ“ ჯგუფის ხელმძღვანელი უტა კილასონია. ინფორმატიკას მეხუთე კლასიდან ვსწავლობთ.
– რა დრო დაგჭირდათ ამ პროექტისთვის?
– დაახლოებით, ორი-სამი თვე ვმუშაობდით მენტორებთან ერთად. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რთული პროცესი იყო, რადგან ყველას კარგად გვესმოდა ერთმანეთის და ფუნქციები ჩვენი უნარების მიხედვით გვქონდა გადანაწილებული. როცა პროექტი დავასრულეთ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ კონკურსზე გავიტანეთ. ეს იყო ორი წლის წინ და მაშინ მერვე კლასში ვსწავლობდით. როგორც ჩანს, მოეწონა ჟიურის, რადგან პირველ ადგილზე გავედით. ჩვენი კონკურენტები კომაროვისა და თბილისის ძალიან ძლიერი სკოლებიდან იყვნენ და გვეშინოდა, თან, რეგიონიდან ვართ, მით უმეტეს, პირველად ვმონაწილეობდით ასეთ კონკურსში, მაგრამ პირველ ადგილზე გავედით და ამერიკის შეერთებულ შტატებში – „ნასას“ კოსმოსურ ცენტრში ერთკვირიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდით. იქ ბევრი უცხოელი თანატოლი გავიცანით, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობთ.  
ჩვენი სკოლისთვისაც პირველი იყო ასეთი წარმატება და როცა გავიმარჯვეთ, სკოლაშიც ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო, რადგან არ ელოდნენ. ამის შემდეგ მოსწავლეები „სტენით“ უფრო დაინტერესდნენ და კონკურსებში სხვა სკოლელებიც ჩაებნენ. სენაკში რომ მოვრჩებით განათლების მიღებას, თბილისში ვაპირებთ ჩაბარებას, თუმცა ამერიკის ვიზაც გვაქვს და თუ საშუალება გვექნება, იქ წასვლის შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებთ, მაგრამ იქ ვერ დავრჩებით, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება ახალგაზრდობა.
– როგორი მოლოდინით წახვედით „ნასაში“ და რა დაგხვდათ რეალურად?
– ძალიან გაგვიხარდა. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით, თუმცა სამეულში გასვლას ველოდით, რადგან მართლა კარგი პროექტი გვქონდა. როცა მესამეადგილოსნები გამოაცხადეს, გვეწყინა, რომ ჩვენ არ ვიყავით. მერე აღმოჩნდა, რომ მეორე ადგილი ორმა გუნდმა დაიკავა – გამონაკლისი დაუშვეს, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ერთ-ერთი ჩვენ ვიქნებოდით, მაგრამ როცა ასე არ აღმოჩნდა, ხელი ჩავიქნიეთ. არც გვიფიქრია, რომ გამარჯვებულები ვიქნებოდით და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო. არადა ბევრი ვიშრომეთ, ღამეებს სკოლაში ვათენებდით, სკოლაც ყველანაირ საშუალებას გვაძლევდა, ის ჩვენი მეორე სახლია. როცა გამოაცხადეს, რომ პირველი ადგილი ჩვენ ავიღეთ, სიხარულისგან ვტიროდით. ისიც აღარ გვახსოვდა, რომ სცენაზე უნდა ავსულიყავით და ყველა ჩვენ გველოდა. ჩვენს პროექტს დიდი აღიარება მოჰყვა და ორ თვეში მთელი ჯგუფი წავედით  „ნასაში“. იქაურობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ყოველდღე სხვადასხვა სირთულის დავალებებს გვაძლევდნენ და იქაც ვასახელეთ საქართველო. ერთ-ერთ დავალებაში პირველი ადგილი ავიღეთ – გავაკეთეთ ჯავშანი, რომელიც სხეულს მაღალი და დაბალი ტემპერატურისგან დაიცავდა. მეორე დავალებაში მესამე ადგილი ავიღეთ, ისიც, პატარა შეფერხების გამო. შევხვდით კოსმონავტს, რომელმაც თავისი გამოცდილება გაგვიზიარა. ვნახეთ მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზი. ჩვენ თვალწინ ჩაუშვეს ორი კოსმონავტი, რომლებიც 2023 წლისთვის მარსზე გასაფრენად ემზადებიან. მანამდე წვრთნებს გადიან და ეს ყველაფერი ჩვენ გვანახეს. წყალქვეშ, დაახლოებით, ექვსი საათი გადიოდნენ წვრთნებს და იქ მენტორებმა პატარა გაკვეთილი ჩვენც ჩაგვიტარეს.
– ამ დღეებში რატომ გახდა პოპულარული თქვენი გამოგონების ამბავი?
– იმიტომ, რომ ეს ხელსაწყო დავაყენეთ. მის დასამონტაჟებლად ფინანსები „საქართველოს ტექნოპარკმა“ გამოგვიყო. რაც უფრო მეტ ადგილას იქნება ეს ხელსაწყო, მით მეტი იქნება სიზუსტე. ის იმდენი ხნით ადრე გვაწვდის ინფორმაციას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომ მოსახლეობამ ევაკუაცია მოასწროს.
– ასეთ ამბებზე უფრო ბიჭებთან ვწერ ხოლმე ინტერვიუებს, რადგან ამ სფეროში ისინი უფრო აქტიურობენ. თქვენ გუნდში ოთხი გოგოა, როგორ დაინტერესდით ამ ყველაფრით?
– ჩვენთან ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი ატარებდა ხოლმე ლექციებს. ჩვენ პირველი დამამთავრებელი კლასი ვართ, შესაბამისად, ყველაზე მაღალკლასელები. რადგან ჩვენი აქტიურობა ძალიან მოსწონდათ, მენტორებმა გვირჩიეს, რომ ამ პროექტში მიგვეღო მონაწილეობა. მივხვდით, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა. გადაწყვიტეს, რომ პირველ ეტაპზე ჩვენ გავეშვით, რადგან უფროსკლასელები ვიყავით და რომ გვენახა, რა შეგვიძლია, თორემ უმცროსკლასელებიც არანაკლებ აქტიურობდნენ.

скачать dle 11.3