№27 რატომ აქვთ სასწაული რეაქცია ანა კალანდაძის გვარის გაგონებაზე ისლანდიაში
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ძნელი წარმოსადგენია, რომ 20 წლის ანა კალანდაძე – ეს მაღალი, ელეგანტური გოგონა საკმაოდ ძლიერი და წარმატებული სპორტსმენია. მის სახელსა და გვარს კარგად იცნობენ თურქეთში, რადგან ოთხი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ფრენბურთის გუნდში თამაშობდა. ახლა ის თბილისშია და სულ მალე ევროპაში აპირებს სპორტული კარიერის გაგრძელებას.
ანა კალანდაძე: სპორტსმენების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მამა პროფესიონალი ხელბურთელია, დედა კი – კალათბურთელი. ბაბუაც ხელბურთელი გახლდათ. მამა ბევრს მიყვება თავისი სპორტული კარიერის შესახებ და იმასაც, რომ მის სანახავად სპორტულ დარბაზში ბევრი თაყვანისმცემელი დადიოდა. მისი თამაშის სანახავად მეც ხშირად დავდიოდი. ჩვენი ოჯახი ისლანდიაში ცხოვრობდა. მამა ისლანდიის გუნდში თამაშობდა და საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, სიმღერებს უწერდნენ, დარბაზი ივსებოდა და სასწაული გულშემატკივრობა იყო. წლებია, ისლანდიიდან წამოვედით, მაგრამ ახლაც ახსოვთ მამას თამაში, ჩვენს გვარს – კალანდაძეს რომ გაიგებენ, სასწაული რეაქცია აქვთ. მოკლედ, ისეთ ოჯახში გავიზარდე, სპორტსმენი რომ არ გავმხდარიყავი, სირცხვილიც იქნებოდა (იცინის). მე ფრენბურთელი ვარ, ჩემი ძმა კი ხელბურთელია – მამის კვალს გაჰყვა. სხვათა შორის, ბავშვობაში, ექიმი მინდოდა გამოვსულიყავი და ოცნება – თეთრი ხალათი ჩამეცვა, ვერ ავიხდინე.
– რამდენი წლის ასაკში დაიწყე სერიოზული ვარჯიში და რატომ აირჩიე ფრენბურთი, ანუ სპორტის ის სახეობა, რომელიც საქართველოში იმდენად განვითარებული და პოპულარული არ არის?
– ისლანდიიდან რომ ჩამოვედით, ოჯახში გადაწყვიტეს, რომ სპორტზე შევეყვანე. მამას ხელბურთი არ უნდოდა, გოგო ხარ და არ არის შენი საქმეო, დედას კი ჩემი კალათბურთელობა არ უნდოდა, საქართველოში ქალთა კალათბურთი არ არის განვითარებულიო და უფრო ჩოგბურთისკენ იხრებოდა. ერთ დღეს ვიქტორია რავას დედა გვესტუმრა. ვიქტორია ჩვენი ოჯახის ახლობელია – საფრანგეთში ცნობილი ფრენბურთელი, წარმოშობით უკრაინელ-ქართველი, აქ დაბადებული და გაზრდილი. პიკნიკზე წავედით, დამინახა, როგორ ვთამაშობდი ბურთით. მან ურჩია ჩემს მშობლებს, ეს ბავშვი ფრენბურთზე მიიყვანეთო. მაშინ 11-12 წლის ვიყავი. მიმიყვანეს, მაგრამ თავიდან დიდად ვერ მოვერგე. კი მომწონდა, მაგრამ მთლიანად არ ვიხარჯებოდი. შემდეგ, ახალგაზრული ოლიმპიადისთვის რომ შეადგინეს ნაკრები და მზადება დაიწყო, უფრო გულიანად ჩავერთე და მივხვდი, სპორტსმენობა სერიოზულად მინდოდა.
– 13 ნომრით თამაშობ. ამ ციფრის მაისურის ტარებას, ცრურწმენების გამო, ბევრი სპორტსმენი ერიდება. შენ როგორ გაქვს დაცდილი?
– მართალია, ამბობენ 13 რიცხვი თარსიაო, მაგრამ მე წარმატება მომიტანა. 16 წლის ასაკში მივხვდი, საქართველოში ჩემი რესურსი ამოვწურე და განვითარებისთვის თურქეთში წავედი სავარჯიშოდ. თურქეთის ფრენბურთის გუნდში ერთადერთი უცხოელი ვიყავი. დამოუკიდებლად იქ ცხოვრება, ენის ბარიერის გადალახვა ცოტა გამიჭირდა. იყო დეპრესიული პერიოდებიც, იმედგაცრუება ადამიანებში, მაგრამ დავძლიე. ვიცოდი, სხვა გზა არ მქონდა და დამოუკიდებელი და ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. გუნდის წევრებმაც კარგად მიმიღეს და ესეც ძალიან მომეხმარა. იქ 4 წელი ვიყავი, რაც კარიერის მხრივ, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, გამოცდილება დავაგროვე, ლიგის ჩემპიონებიც კი გავხდით. მოკლედ, მამა 10 ნომრით გამოდიოდა და მეც, ამ ნომრის მაისური მინდოდა მცმოდა, მაგრამ ეს ნომერი დაკავებული იყო და 13 ნომერი ავირჩიე. თან, პოლონელი ფრენბურთელი, რომელიც მე მომწონდა, ამ ნომრით გამოდიოდა. ერთი სიტყვით, თარსი 13 რიცხვი ჩემთვის ბედნიერი აღმოჩნდა (იცინის). მართალია, ტრავმითაც მიწევდა თამაში, მტკიოდა მუხლი, კოჭი, მხარი, მაგრამ გამაყუჩებლებს ვიკეთებდი, ვიცვამდი ჩემს სპორტულ ფორმას და მოედანზე რომ გავდიოდი, ტკივილი მავიწყდებოდა. თუ სპორტსმენი ხარ, ტრავმაც და ტკივილიც უნდა აიტანო და ამაზე არ იფიქრო. მახსოვს, ორი სეზონი ტკივილში გავატარე, მაგრამ მაინც ვთამაშობდი და თავს არ ვზოგავდი.
– ამბობენ, შენი თამაშის სანახავად, თურქი მინისტრები და პოლიტიკოსები ხშირად დადიოდნენ. და, შენი აღნაგობისა და გარეგნობის გამო, ბევრი თაყვანისმცემელი გყავდა. ქუჩაშიც გცნობდნენ და სრულიად უცხო ადამიანები გაჩერებდნენ. ასეა?
– ნამდვილად. თურქი პოლიტიკოსები და მინისტრები ხშირად ესწრებოდნენ ჩვენს თამაშებს და გვგულშემატკივრობდნენ. საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელ-გულშემატკივარიც მყავდა და თამაშებზე ჩემს სანახავად დადიოდნენ. რომ მეტყოდნენ, ეს შენი ფანიაო, ბედნიერი ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ მარტო ჩემი ფიზიკურობა მოსწონდათ, ალბათ, ჩემი თამაშითაც კმაყოფილები იყვნენ. ასე რომ, ქართული შარმი და შრომა თურქეთში სხვანაირად ჩანს (იცინის). ქუჩაშიც მცნობდნენ, უცხო ადამიანები მაჩერებდნენ, მაისურზე ხელმოწერას მატოვებინებდნენ და ჩემთან ერთად ფოტოებს იღებდნენ. თუ პირადი ცხოვრება გაინტერესებთ, არ ვარ შეყვარებული და არც არასდროს ვყოფილვარ (იცინის). ზოგადად, ამ საკითხს სერიოზულად ვუყურებ და ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას. მეხუმრებიან ხოლმე: შენი სიმაღლიდან გამომდინარე, ცოტა გაგიჭირდება მეორე ნახევრის მოძებნაო (იცინის) – 1 მეტრი და 85 სანტიმეტრი ვარ.
– თქვი, თურქეთში წარმატებულად ვასპარეზობდი და ლიგის ჩემპიონებიც გავხდითო. თუმცა, გუნდი დატოვე და საქართველოში დაბრუნდი. ახლა რას აპირებ?
– ახლა, ევროპას ვუმიზნებ. ჯერ არ გადამიწყვეტია. მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ ტრავმები უნდა მოვირჩინო და ფორმაში რომ ჩავდგები, მერე გადავწყვეტ, რომელ ქვეყანაში გავაგრძელო სპორტული კარიერა.
– ფრენბურთი, სპორტის ეს სახეობა, მოითხოვს, იყო ძლიერი, გამძლე, მამაკაცური, თუმცა, ერთი შეხედვით, ასეთი სულაც არ ჩანხარ და ვერავინ მიხვდება, რომ სპორტსმენი ხარ.
– საქართველოში უკვირთ, რომ ვამბობ ფრენბურთელი ვარ-მეთქი, რადგან სპორტის ეს სახეობა არ არის განვითარებული და წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რაიმე წარმატების მიღწევა ამ მხრივ. იმედია, გამოსწორდება სიტუაცია. თბილისის ქუჩებში რომ დავდივარ, დაბალი ბიჭები გამოირჩევიან სითამამით და ჩემი სიმაღლის გამო მესმის ხოლმე: გოგონი, მანდ როგორი ჰაერია? (იცინის) მე ჩემი სიმაღლის გამო უხერხულობაში არ ჩავვარდნილვარ და არც კომპლექსი მქონია, თუმცა, დაბალი ბიჭები რომ მაკვირდებიან, დისკომფორტი მექმნება (იცინის). ასე რომ, ჩემი სიმაღლით ყურადღებას ნამდვილად ვიქცევ, თუმცა, ჩემი სპორტული გარეგნობა უცხო ადამიანებში ცოტა გაოცებას იწვევს. ვხუმრობ ხოლმე, ჩემსავით სპორტსმენი ბიჭი რომ შემიყვარდება, აი, მერე უფრო გავლაღდები, გავიზრდები და გავნაზდები-მეთქი (იცინის).