№27 #გაიხანგრძლივესიცოცხლე – გაატარე ზაფხული უნიკალური ბუნებრივი კლიმატით გამორჩეულ აბასთუმანში
ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე
სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსის“ კომფორტული და მყუდრო გარემო
კამპანიას – „დაისვენე საქართველოში“ და ქართული კურორტების პოპულარიზაციას სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსიც“ უერთდება. სასტუმროს, რომელიც აბასთუმანში განსაკუთრებული ადგილმდებარეობითა და მაღალი სტანდარტით არის გამორჩეული, დიდი ხნის ისტორია არ აქვს, თუმცა მათ, ვინც ბოლო სამი წლის განმავლობაში, ერთხელ მაინც ყოფილა აბასთუმანში, სადაც დღეს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა მდინარე ოცხესა და ტყის მასივს შორის მოქცეული სასტუმრო, რომელიც ნებისმიერ პოპულარულ ევროპულ კურორტს დაამშვენებდა.
კამპანიას – „დაისვენე საქართველოში“ და ქართული კურორტების პოპულარიზაციას სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსიც“ უერთდება. სასტუმროს, რომელიც აბასთუმანში განსაკუთრებული ადგილმდებარეობითა და მაღალი სტანდარტით არის გამორჩეული, დიდი ხნის ისტორია არ აქვს, თუმცა მათ, ვინც ბოლო სამი წლის განმავლობაში, ერთხელ მაინც ყოფილა აბასთუმანში, სადაც დღეს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა მდინარე ოცხესა და ტყის მასივს შორის მოქცეული სასტუმრო, რომელიც ნებისმიერ პოპულარულ ევროპულ კურორტს დაამშვენებდა.
აბასთუმანი უნიკალური კლიმატითა და ბუნებრივი რესურსებით გამორჩეული კურორტია. მისი ისტორია და აბასთუმნის სამკურნალო თვისებების მეცნიერული შესწავლა მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ისტორია, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს. დღეს აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ობსერვატორია, სადაც ისევე, როგორც მთელ აბასთუმანში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ობსერვატორიაა. შეუდარებელია აბასთუმნის, როგორც კურორტის სამკურნალო ჩვენებები, აბასთუმნის სამშრიანი ჰაერი ძალიან ეფექტურია პნევმო-პლევრიტისა და ლიმფადენტის ქრონიკული და მწვავე ფორმების; ფილტვების, ბრონქების, ჩიყვის სამკურნალოდ. კურორტ აბასთუმნის კლიმატი უებარი საშუალებაა ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისათვის. განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულის სეზონი, როცა ფიჭვი დამტვერვას იწყებს. აბასთუმნის ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებს შორის სპეციალისტები გამოყოფენ: საშუალო მთის ქვედა სარტყლის რბილ ჰავას და თერმულ, კაჟიან, სულფატურ-ქლორიდულ, კალციუმიან-ნატრიუმიანი შემადგენლობის მინერალურ წყლებს.
რა უპირატესობებით გამოირჩევა კურორტი აბასთუმანი და მაღალი სტანდარტის ევროპული სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსი“ ამ იშვიათ კურორტზე – ამ შეკითხვებით სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსის“ გენერალურ მენეჯერს დიმიტრი გოგილაშვილს გავესაუბრეთ.
დიმიტრი გოგილაშვილი (სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსის“ გენერალური მენეჯერი): კურორტი აბასთუმანი, მისი უნიკალური ბუნებით, მიკროკლიმატით, სამკურნალო თვისებების მქონე ჰაერითა და თერმული წყლებით, სამთო კურორტების მსოფლიო სამეულში შედის შვეიცარიაში და ახალ ზელანდიაში არსებულ კურორტებთან ერთად. როდესაც თბილისიდან 220 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1 300 მეტრზე მდებარე უნიკალური კურორტი გვაქვს, მისი ფასი, მართლაც რომ, შეუდარებელია. ეს ვიცით არა მარტო ქართველებმა, იცის ძალიან ბევრმა ადამიანმა უცხოეთში. ეს არის კურორტი, სადაც შეგიძლიათ, ისუნთქოთ სამკურნალო თვისებების უნიკალური ჰაერი, დატკბეთ უნიკალური ბუნებით, ისარგებლოთ მზის აბაზანებით.
ჩვენი სასტუმროს სლოგანია გაიხანგრძლივე სიცოცხლე! სიცოცხლე და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჰაერზე, რომლითაც ვსუნთქავთ. თავისთავად სუფთა ჰაერი ბევრ ჟანგბადს არ ნიშნავს, რადგან მხოლოდ სუფთა ჰაერი ბუნებრივად ინერტულია, საჭიროა მისი აეროიონებით აქტივიზება. აბასთუმნის მიკროკლიმატი კი ბუნებრივად ახდენს ჟანგბადის აქტივიზებას და აძლიერებს სიცოცხლისუნარიანობას, შესაბამისად, ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ისარგებლეთ ამ უნიკალური საშუალებით, გაჯანსაღდით და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე. თქვენ ხელშია თქვენი და თქვენი შვილების ხვალინდელი დღე.
– რას სთავაზობს სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსი“, რომელიც აბასთუმანში ერთადერთი მაღალი სტანდარტის სასტუმროა, კურორტზე ჩამოსულ დამსვენებლებს, სტუმრებს?
– სასტუმრო „აბასთუმან რეზიდენსს“ კურორტ აბასთუმანში გამორჩეული მდებარეობა აქვს: ის განთავსებულია მესხეთის ქედის წიწვოვანი ტყით დაფარულ სამხრეთ კალთებზე, მდინარე ოცხესა და ტყის მასივს შორის, ცენტრალური პარკისა და ობსერვატორიის საბაგირო სადგურის მიმდებარედ. „აბასთუმანი რეზიდენსი“ არის მაღალი სტანდარტის კომფორტული სასტუმრო, რომლის მსგავსი აბასთუმანში ამ ეტაპზე არ არსებობს. სასტუმროს აქვს 28 ნომერი. მათ შორის არის სხვადასხვა კატეგორიის ნომრები: ეკონომკლასის, სტანდარტული, სტანდარტული აივნით, ლუქსები, დუპლექსი, აპარტამენტი. სასტუმრო აბასთუმანი რეზიდენსი გაიხსნა 2016 წელს, ამ ზაფხულს მეოთხედ მივიღეთ დამსვენებელი. ის, ვინც ამ წლებში ერთხელ მაინც მოხვედრილა ჩვენთან, „აბასთუმანი რეზიდენსი“ მათთვის გახდა საყვარელი დასასვენებელი ადგილი. კომფორტი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამსვენებლებისთვის. გვაქვს გართობის საშუალებები ბავშვებისთვისაც როგორც სასტუმროს ეზოში, ასევე ცენტრალურ პარკში, რომელიც თითქმის ემიჯნება სასტუმროს. სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ღია საცურაო აუზით, რომელიც მთის კურორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს დამსვენებლებს უყვართ ყოფნა სასტუმროს გარე სივრცეში, ეზოში მოწყობილია დასასვენებელი კუთხე, სადაც შეუძლიათ, ითამაშონ ჭადრაკი, მაგიდის ფეხბურთი და ასე შემდეგ.
– როგორც ამბობენ, ამ სასტუმროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლია კვება ეკოლოგიური პროდუქტებით.
– დიახ, ამ მხრივაც განსაკუთრებული სტანდარტი გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. მენიუში გვაქვს ძალიან გემრიელი კერძები, პირდაპირ ჩვენ გვერდით მდებარე ტყიდან შემოტანილი ფიჭვის მტვერი, რომელიც გარეულია ნატურალურ თაფლში, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა ყველასთვის, განსაკუთრებით ბრონქების პრობლემის მქონე ადამიანებისთვის. მენიუში, ასევე, გვაქვს ფიჭვის ჯემიც, რომელიც სტუმრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხაზი უნდა გავუსვა დამტვერვის პერიოდს, რომელიც ჩვენთან იწყება მაისში, ფიჭვის დამტვერვის პროცესი ხდება ბორჯომშიც, თუმცა მისი სასარგებლო თვისებებით სარგებლობა ყველაზე ეფექტური მაინც ჩვენთანაა. ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენთან ყოველ მაისს ჩამოდიან ცნობილი ბიზნესმენი ძმები ხარებავები, რომლებიც ბორჯომში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმროს მფლობელები არიან.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ისტორიული თვალსაზრისით. ამ მხრივ გამონაკლისი არც აბასთუმანია. აქ არის თამარის ციხე და თამარის ხიდი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი დიდი მეფის სახელთან და დათარიღებულია მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებით. ჩვენი სასტუმროს სტუმრებს ძალიან უყვართ ამ ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. აბასთუმანში არის წმიდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაც, რომელიც მერვე-მეცხრე საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის, ზარზმის პროტოტიპს წარმოადგენს.
გარდა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებებისა გამორჩეულია კურორტ აბასთუმნის ლოკაციაც. კერძოდ 40 კილომეტრის მანძილზე ზეკარის უღელტეხილით შესაძლებელია კურორტ საირმეში გადასვლა.
– ძირითადად, ვინ არიან „აბასთუმანი რეზიდენსის“ დამსვენებლები და სტუმრები?
– ჩვენი სასტუმრო მოთხოვნადია როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი მოსახლეობისთვის. დამსვენებლების 95 პროცენტს წარმოადგენენ ქართველები. მათ შორის არიან უცხოეთში მცხოვრები ქართველები, რომლებიც სპეციალურად ჩამოდიან ევროპიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება, ხელსაყრელი პაკეტები შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს, რომ ამ უნიკალურ კურორტზე დასვენება გაცილებით მეტმა ჩვენმა მოქალაქემ შეძლოს.
დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსის“ ადმინისტრაციას.
ტელეფონი: 599 18-22-99.
აბასთუმანი, ფალიაშვილის
ქუჩა #10.
დაგვიმეგობრდით „ფეისბუქზე“