№27 როგორ განვსაზღვროთ ალერგიის კლინიკური გამოვლინების სიმძიმე და რაში მდგომარეობს ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკის არსი
ნინო კანდელაკი ინა სიმონია
საინტერესო რჩევები ექიმ-ალერგოლოგ ირინა მიმინოშვილისგან
ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკა
ალერგია მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შეიძლება, გამოვლინდეს ჩვილობის პერიოდიდან ღრმა მოხუცებულობამდე.
ალერგიული დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება: ატოპური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქული ასთმა, ალერგიული სურდო, კონიუნქტივიტი და სხვა.
ალერგოდიაგნოსტიკის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის, თუმცა დინამიკურად ვითარდება და იხვეწება. უკანასკნელი წლების მიღწევას წარმოადგენს ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკა, რაც გვეხმარება, წინასწარ განვსაზღვროთ ალერგიის კლინიკური გამოვლინების სიმძიმე, საფრთხეები და პროგრესირების ხარისხი.
ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკის შესახებ ექიმი-ალერგოლოგი ქალბატონი ირინა მიმინოშვილი გვესაუბრა.

– რაში მდგომარეობს ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკის არსი?
– ალერგიის გამომწვევი მოლეკულა არის პროტეინი, რომლის მიმართაც გამომუშავდება ალერგიული ანტისხეულები. თითოეული პროდუქტი შედგება სხვადასხვა თვისების მქონე პროტეინებისგან. ისინი შეიძლება, იყოს სპეციფიკური ან ჯვარედინად მოქმედი, სტაბილური ან ლაბილური.
სპეციფიკური ალერგენები უნიკალურია ამ წყაროსთვის. ჯვარედინი ალერგენები კი გავრცელებულია სხვადასხვა რესურსებში.
ალერგოდიაგნოსტიკის დროს მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მოლეკულები, რომლებიც იწვევენ სენსიბილიზაციას, სტაბილურია თუ ლაბილური და რა რაოდენობითაა ამა თუ იმ პროდუქტში. სტაბილურია მოლეკულები, რომლებიც არ იცვლებიან არც თერმული დამუშავებით და არც კუჭ-ნაწლავის ფერმენტების ზემოქმედებით.
მაგალითად, კლასიკური დიაგნოსტიკით გამოვლინდა ალერგია კვერცხის ცილაზე. ისმება კითხვა – საერთოდ არ უნდა მიიღოს პაციენტმა კვერცხი და კვერცხის შემცველი პროდუქტი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით არის შესაძლებელი. თუ კვერცხის ცილის სტაბილურ მოლეკულაზეა ალერგია, მაშინ პაციენტმა არ უნდა მიიღოს კვერცხის შემცველი პროდუქტი. ხოლო თუ ლაბილურ მოლეკულაზე, მაშინ თერმულად კარგად დამუშავებული კვერცხის მიღება შეიძლება.
მოლეკულური დიაგნოსტიკა გვეხმარება დაავადების პროგრესირების დადგენაშიც. მაგალითად, ბალახის phlp5 მოლეკულაზე სენსიბილიზაციის შემთხვევაში ალერგიული სურდო ხშირად გადაიზრდება ბრონქულ ასთმაში.
ამგვარად, ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, განისაზღვროს მომავალში კლინიკური გამოვლინების რისკი და სიმძიმე; დაზუსტდეს, რომელი ფაქტორებით არის გამოწვეული ალერგია – გენეტიკური განწყობით თუ ჯვარედინი რეაქციით; განისაზღვროს, უნდა გამოირიცხოს თუ არა ალერგენი მოხმარებიდან; სჭირდება თუ არა პაციენტს, ატაროს გადაუდებელი დახმარების მედიკამენტი და რაც მნიშვნელოვანია, კონკრეტულად რომელი ნივთიერებით უნდა ჩატარდეს სპეციფიკური იმუნოთერაპია.
ალერგიის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი „ალერგია XXI საუკუნე“, მედიცინის დოქტორი ირინა მიმინოშვილი. მისამართი: ქავთარაძის ქუჩა 21ა, 0186 თბილისი, ტელეფონი: 230-26-49.
www.AllergyXXI.ge