№27 ანეკდოტები
ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი მეორეს ეუბნება:
– სპეციალისტები ამბობენ, რომ მოსახლეობას ხელფასი ეზრდება.
– ხალხი კი ამტკიცებს, რომ არა.
– კი, მაგრამ, ეგენი ხომ სპეციალისტები არ არიან.
***
პარლამენტარმა ორი კაცი გაიტანა მანქანით. სასამართლოზე ცოტა დაგვიანებით მოსული პარლამენტარი მოსამართლეს ეკითხება:
– აბა, რა ხდება?
– რა ხდება და, ერთს, რომელმაც პარპრიზი გაგიტეხათ თავით, 8 წელს მივცემთ – ტერორისტული აქტი, ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა საკუთრების ხელყოფით.
– კარგია! მეორეს?
– მეორეს, რომელიც ბუჩქებში გადავარდა, 12 წელს მივცემთ.
– პირველზე უფრო მეტს? როგორ?
– კი, შეგვიძლია, მან დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა.
***
როგორ ავიცილოთ თავიდან ვენერიული დაავადება?
– ჩაი დალიეთ!
– მანამდე თუ იმის შემდეგ?
– იმის ნაცვლად!
***
ხანშიშესული გურული ცოლს:
ნინა, გამეიყურე აქეთ! ხედავ, რა უზდელურად დევიწყეთ ერთად ცხოვრება და რაფერ დაძმანებივით ვამთავრებთ?
***
– რა კარგი ტყუპები გყავთ! – ტყუპები არა, ერთია, მაგრამ ძალიან მოუსვენარია...