კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ბრძნული აზრები

დოსტოევსკი: რუსი კაცის გულს ისე არაფერი ახარებს, როგორც საჯარო აურზაური და არეულობა.
დიდრო: უკუღმართ გზაზე რაც უფრო ჩქარა მიდიხარ, მით უფრო იბნევი.
მამარდაშვილი: ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება, აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია.
მონტესკიე: რამდენი საქმე მეჩვენებოდა შეუსრულებლად იქამდე, სანამ მათ შესრულებას არ შევუდექი.
კონფუცი: კარგი აზრი, საიდანაც გინდა, ამოიღო, გაცილებით უკეთესია, ვიდრე საკუთარი სულელური აზრი. საწყენად არ დაგრჩეთ მათგან, ვინც არავის მიმართავს და ყველაფერს საკუთარ თავში პოულობს.
გოეთე: მხდალი და ლაჩარი მხოლოდ მაშინ იმუქრება, როცა უსაფრთხოდ გრძნობს თავს.
ბლოკი: თუ გინდა, აუცილებლად გამოგივა. თუ არ გამოგივა, ესე იგი, სურვილიც არ გქონია და თუ აგიხდა შენი სურვილისგან განსხვავებული, ესე იგი, ზუსტად ის გდომებია, რაც აგიხდა.
ნაპოლეონი: არასდროს შეიყვანო ბრძოლაში ჯარი, რომელსაც მტრის ეშინია.
ნიცშე: ადამიანებს არ უყვართ, როცა მათ უახლოვდები, შორდები, მაღლა ადიხარ. სწორედ მაშინ იწყებენ ქვების დაშენას.
ედისონი: მე არასდროს დავმარცხებულვარ, უბრალოდ, ვნახე ასი ათასი გზა, რომელიც არ იმუშავებს.
მონტენი: თუ გრძნობ, რომ ნებდები, გაიხსენე რისთვის იბრძოდი აქამდე.
რუსო: ყველანაირი ბოროტება უძლურებისგან წარმოიშვება.
დედა ტერეზა: ამპარტავანი მუდამ შეურაცხყოფილია. ის თავისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ სიყვარულს ეძებს.
ვოვენარგი: პირველ ჯერზე პატიება სიბრძნეა, მეორე ჯერზე – სულგრძელობა, მესამეზე – სიბრიყვე.
რემარკი: დააკვირდით მათ, ვინც გვერდით გყავთ, ნამდვილად თქვენთან არიან თუ მხოლოდ გვერდით.
კოელიო: სანამ თქვენს ცხოვრებაში არ გაათავისუფლებთ ადგილს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და ეს თავად თქვენ ხართ, მანამდე ძიებასა და დანაკარგებში იცხოვრებთ.
მოლიერი: ქალი იშვიათად გვპატიობს ეჭვიანობას, მაგრამ არასოდეს გვპატიობს მის არარსებობას.
ჰესე: ქალები კამათობენ გულით და არა გონებით.
скачать dle 11.3