№27 იცით სიტუაციის მართვა?
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ხშირად ვართ ხოლმე ისეთ სიტუაციაში, როცა გადაწყვეტილება სწრაფად, დაუფიქრებლად და თითქმის ინსტინქტურად უნდა მივიღოთ. ნუ დაიზარებთ, გააკეთეთ ეს ტესტი. შედეგმა შესაძლოა, გაგაკვირვოთ.
რას გააკეთებდით პირველად, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყავით:
* ბავშვი ტირის;
* გარეთ სარეცხი გაქვთ გაფენილი და წვიმა დაიწყო;
* ონკანიდან წყალი წვეთავს;
* კარზე ზარია;
* ტელეფონი გირეკავთ.
რომლით დაიწყებდით, ანუ, რა თანმიმდევრობით გადაანაწილებდით თქვენს ყურადღებას და დროს? დაალაგეთ თანმიმდევრობით, ბევრი ფიქრის გარეშე.
შედეგი:
ყველა მოქმედება თქვენი ცხოვრების პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
მაგალითად, თუ პირველად ტელეფონს უპასუხებდით, თქვენთვის ცხოვრებაში მთავარი კარიერა და სამსახურია. ხოლო, თუ ყველაფერს გააკეთებდით და მხოლოდ შემდეგ დააწყნარებდით ბავშვს, გამოდის, რომ თქვენთვის ოჯახი ბოლო ადგილზე დგას.
ნახეთ ჩამონათვალი:
* ბავშვზე ზრუნვა ოჯახზე ზრუნვაა;
* ტანსაცმლის ჩამოხსნა – სექსი და ინტიმი;
* ონკანის დაკეტვა – მატერიალური ფასეულობები (სიმდიდრე);
* შეამოწმო, ვინაა კარზე – მეგობრები და ახლობლები;
* ტელეფონის პასუხი – კარიერა და სამსახური.