№27 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1991 წლის 23 აპრილს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესია მომიტანს მეტ წარმატებას ცხოვრებაში?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, რომ იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, მომთმენი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამანაწილებელი, დამოუკიდებელი მებრძოლი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი. თუ ამ თვისებებს წინ წამოწევთ, წარმატებებსაც მიაღწევთ და კარმულ მისიასაც შეასრულებთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია, მისაღები და წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიური საქმე, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.
კითხვა: ჩემს ძმას უნდა უცხოეთში წასვლა. იქნებ გვირჩიოთ, 1988 წლის 20 იანვარს, დილის ცხრა საათზე დაბადებული ადამიანისთვის, უცხოეთის რომელი ქვეყანაა წარმატებების მომტანი?
პასუხი: მისთვის უცხოეთის ქვეყნებიდან მისაღებია: ინგლისი, დანია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ალასკის მხარე; ავსტრალია, კორეა, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი მხარე, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, რუსეთიდან – მოსკოვი; ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ბრაზილია, ისლანდია, ფილიპინები, ტაილანდი, პანამა, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, ურუგვაი, ფინეთი.
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით დილის შვიდ საათზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფია, იურისპრუდენცია, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, პოლიტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ასევე, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების და საკონსულოების დონეზე. წარმატებები უფრო მეტად ამ სფეროებში გელით.