№27 როგორ დაუდო სათავე სტალინმა შავკანიანთა უფლებებისთვის მოძრაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– ამერიკის შეერთებული შტატები რომ ასე გვიტევს, რაც საკმაოდ წარმატებულადაც გამოსდის და შენი უწყების პრესტიჟს ურტყამს, არ გინდა, საპასუხოდ რამე მოიფიქრო?
– ჩვენ ყოველ ასეთ გამოხდომას საპროტესტო ნოტით ვხვდებით, კობა, – ვუთხარი სტალინს. მას კი ირონიულად ჩაეცინა და მიპასუხა:
– ნოტებით მხოლოდ ქაღალდს ხარჯავთ. მე სერიოზულ აქციას ვგულისხმობ, ისეთს, რომელიც სამართლიანი იქნება, თანაც, შეერთებულ შტატებს კარგად დააზარალებს.
– იდეა გაქვს?
– მაქვს. თათბირის მერე დარჩი და დავილაპარაკოთ.
თათბირის მერე სტალინმა პირისპირ მითხრა:
– შეერთებულ შტატებში შავკანიანები უნდა ავაბუნტოთ. მათ ისე ექცევიან, როგორც საქონლებს, უარესადაც კი. არადა, ოცი მილიონია და ერთად ამდენი ადამიანი დიდ ძალას წარმოადგენს.
– ცუდი იდეა არაა, – ვთქვი მე.
– მეც ასე ვფიქრობ. ბერიას „შპიკები“ უკვე ეძებენ შესაბამის კანდიდატურას და შენ ამ საქმის იდეოლოგიურად შეფუთვა და საერთაშორისო დონეზე გამოტანა გევალება, – მითხრა სტალინმა.“
ბერიას „შპიკებში“ სტალინი საბჭოთა კავშირის ამერიკულ რეზიდენტურას გულისხმობდა და მართლაც, მათ რეკომენდაცია მისცეს „ცენტრს“, რომ 21 წლის მაიკლ (მარტინ) ლუთერ კინგისთვის მიექციათ ყურადღება, რომელიც ქალაქ ჩესტერის სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო და ადამიანის (ძირითადად, ფერადკანიანთა) უფლებებისთვის ბრძოლაში დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა.
მოგვიანებით, მარტინ ლუთერ კინგმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი, მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, 1968 წელს კი მოკლეს. თუმცა, ისეთი მძლავრი მოძრაობა დატოვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უკან დაიხია და შავკანიანებმა თეთრების ანალოგიური უფლებები მიიღეს...
გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „მარტინ ლუთერ კინგი ჩვენებმა ჯერ კარგად დაამუშავეს ამერიკაში და ცოტა თანხაც მისცეს. შემდგომ კი დაითანხმეს, რომ არალეგალურად საბჭოთა კავშირში ჩამოსულიყო და საკუთარი თვალით ენახა სამართლიანი ქვეყანა. 21 წლის კინგი დათანხმდა ამ შემოთავაზებას და 1950 წლის მაისში ოთხი დღით არალეგალურად იმყოფებოდა ჩვენთან“.
სტალინის მითითებით, 21 წლის მომავალ ბაპტისტ ღვთისმეტყველსა და ადამიანის უფლებათა აღიარებულ დამცველს საბჭოურ მიღწევებს აცნობდნენ და დიდ პატივში ჰყავდათ. გამგზავრების წინ კი სტალინს შეხვდა და ერთი საათი ესაუბრა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. კინგი მთელი ცხოვრება აღფრთოვანებული იყო საბჭოთა ბელადით.
ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „მარტინ ლუთერ კინგთან შეხვედრას მეც ვესწრებოდი, სტალინმა სპეციალურად მიმიწვია. იოსებ ბესარიონოვიჩი ტოლ-სწორივით შეხვდა და ესაუბრა. უთხრა, რომ მის ასაკში ისიც (სტალინი) ადამიანის უფლებების დაცვისთვის იბრძოდა და რომ ამის გამო ციხეშიც ბევრჯერ იჯდა. სტალინმა ამერიკელ სტუმარს ისიც უთხრა, რომ მასავით სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. ერთი სიტყვით, კინგი ისეთი აღფრთოვანებული იყო სტალინის პიროვნებით, რომ ფეხს ითრევდა, წასვლა არ უნდოდა. გამომშვიდობებისას კი კინგი სტალინს გადაეხვია და ისე წავიდა კრემლიდან...“
კინგმა შეერთებულ შტატებში შავკანიანთა არნახული მოძრაობა ააგორა და რომ იტყვიან, შეარყია ეს ქვეყანა. მართალია, სტალინი ამ ტრიუმფს არ მოესწრო, მაგრამ მის (სტალინის) მიერ ჩაგდებულმა მარცვალმა დიდი შედეგი გამოიღო და წარმატებით დაგვირგვინდა. გასული საუკუნის 50-იან წლებში ამერიკელი კომუნისტების 65 პროცენტი შავკანიანები იყვნენ და მარქსისტულ-კომუნისტურ იდეებს ავრცელებდნენ. მათ ამაში საბჭოეთიც ეხმარებოდა და სტალინის დოქტრინა მთელი ძალით მუშაობდა.“