№. წარმატებული ქირურგის უნიკალური ოპერაციები თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის
წარმატებული ქირურგი მამუკა გონჯილაშვილი ქირურგების ოჯახში გაიზარდა და შესაბამისი პროფესიული არჩევანიც მარტივად გააკეთა. დღეს ქირურგია მისი ცხოვრების წესია, მისი სახელი არაერთ ურთულეს და ჩვენი ქვეყნის რეალობაში ინოვაციურ ოპერაციასთან ასოცირდება, რისთვისაც მუდმივად შემეცნების პროცესშია. უყვარს სიახლეები და ცდილობს მაქსიმალურად აუწყოს ფეხი თანამედროვე მსოფლიო ქირურგიაში მიმდინარე პროცესებს.
მამუკა გონჯილაშვილი: მშობლები ქირურგები მყავდა, მამაჩემი ძალიან ცნობილი და წარმატებული ქირურგი იყო, სხვა ინტერესი არ ჰქონია, სახლშიც სულ ქირურგიაზე საუბრობდა. ადრეული ასაკიდან დავყავდი ოპერაციებზე და რამდენჯერმე სისხლიც გადავუსხი პაციენტებს. მერვე კლასში ვეზიარე ქირურგიას, მამა ყველანაირ პირობას მიქმნიდა, რომ ექიმი გამოვსულიყავი, ასეც მოვიქეცი და დღეს ქირურგიის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.
_როგორ გაიარეთ წარმატების გზა და თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში როგორ მოხვდით?
მაქვს როგორც საქართველოში ასევე უცხოეთის სხვადასხვა კლინიკაში მუშაობის გამოცდილება (იტალია, რუსეთი, გერმანია). 2011 წელს მივიღე შემოთავაზება თბილისის ცენტრალური საავადმყოფიდან, გადმოვედი და გავხსენი ქირურგიული განყოფილება, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება შევთავაზოთ პაციენტებს. ამ კლინიკაში სქართველოში პირველად შესრულდა მთელი რიგი ოპერაციები. ვცდილობთ ყველა ინოვაცია დავნერგოთ და შედეგად ამ კლინიკაში დაირწა მეტაბოლური ქირურგიის აკვანი, ჩვენ აქ პირველებმა დავიწყეთ შაქრიანი დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა.
_თქვენ ერთ-ერთმა პირველებმა დაიწყეთ ლაპარასკოპიული ქირურგიის აქტიური გამოყენებაც
_დიახ, ჩვენთან ყველაზე ადრე მიექცა ყურადღება კუჭ–ნაწლავის ლაპარასკოპიულ ქირურგიას, ავითვისეთ და დავნერგეთ ყველა ტიპის ლაპარასკოპოული ოპერაცია, რაც არსებობს მუცლის ღრუში. ჩვენთან ყველა ოპერაცია იწყება ლაპარასკოპოიული მეთოდით და შეძლებისდაგვარად ლაპარასკოპიულადავე მთავარდება. ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწიეთ ონკოქირურგიიაში, მსხვილი ნაწლავის , სწორი ნაწლავის ონკოლოგიაში და 2010 წლიდან საკმარისი მასალააც დაგროვდა იმისათვის რომ ეს ცოდნა გავუზიაროთ ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებს, იმ კლინიკებში სადაც ეს მეთოდიკა ჯერ დანერგილი არ არის.
_რა მიმართულებით იყავით პიონერები და რა უნიკალური ოპერაციენბი კეთდება თქვენს განყოფილებაში?
_2012 წელს ამიერკავკასიაში ჩვენ პირველებმა შევასრულეთ შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის ქირურგიული მკურნალობა დაბალი BMI (სხეულის მასის ინდექსის) მქონე პაციენტებში. თავდაპირველად მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 14 ქირურგი ვასრულებდით ამ ოპერაციას. მოგეხსენებათ, დიაბეტის 2 ტიპი არსებობს, გენეტიკურ ფორმას ჩვენ არ ვეხებით, ხოლო შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომელსაც უფრო შეძენილი ხასიათი აქვს, ვებრძვით ოპერაციულად. ამ ოპერაციების დანერგვაში თურქეთს 1 თვით გავასწარით.
ინდოეთში, იტალიში, გერმანიაში ავიმაღლეთ კვალიფიკაცია და საბოლოოდ მივედით იმ დონეზე რომ ამიერკავკასიაში პირველებმა შევასრულეთ ლაპარასკოპიული პანკრიატიულ დიოდენური რეზექცია, პანკრეასის თავის კიბოს დროს და საყლაპავის მთლიანი ამოვეთა და მისი ჩანაცვლება კუჭით კომბინირებული ენდოსკოპიური მეთოდით-თორაკოაბდომინოსკოპიით (გაჭრის გარეშე) საყლაპავის კიბოს დროს. ეს არის ტოპ ოპერაცები, მუცლის ღრუს ქირურგიაში და გუნდი რომელიც ამ ოპერაციას ასრულებს ითვლება ძალიან მაღალი კლასის სამედიცინო პერსონალად. აღნიშნულმა ოპერაციებმა საქართველო ჩააყენა ევროპის მოწინავე ქვეყანათა რიგებში.
მჭირდო ურთიერთობა გვაქვს უცხოელ კოლეგებთან, ვესწრებით კონფერენციებს და გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს, ვფიქრობ, ამის გარეშე წინსვლა გამორიცხულია. მთელი რიგი წინააღმდეგობების მიუხედავად ვაგრძელებთ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, გამოვიგონეთ ღვიძლის რეზექციის საკუთარი გამარტივებული მეთოდი და ვაკეთებთ ექსპერიმენტებს მორფოლოგიის ინსტიტუტში მეთოდის ეფექტიანობის დასადგენად.
_მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, დღეს ისევ ღელავთ ოპერაციის წინ?
_დამერწმუნეთ, მთელი ამ წლების მიუხედავად, დღესაც ზუსტად ისე ვღელავ ყოველი ოპერაციის წინ, როგორც მაშინ, როდესაც პირველად შევდიოდი ოპერაციაზე. დღემდე კარგად მახსოვს ის დღე, პაციენტის მდგომარეოვბა და მისი გვარიც კი. მაშინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, შესაბამისად ლიცენზია არ მქონდა, ამიტომ სხვისი მეთვალყურეობის ქვეშ ვმუშაობდი, მაგრამ იმდენი გამოცდილება მქონდა, რომ თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვიმუშავე.
_დღის განმავლობაში რამდენიმე ქირურგიული ჩარევა თქვენთვის უკვე ჩვეულებრივ რუტინად იქცა, თავისუფალ დროს რა არის თქვენთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება?
_თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ დრო არასდროს არ არის თუ არ გამონახე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს საქმეზე უზომოდ ვარ შეყვარებული, მარტო სამსახური და სახლი ძნელი წარმოსადგენია ჩემთვის, განტვირთვა აუცილებელია, რაც ჩემთვის ასოცირდება საქართველოსთან, ბუნებასთან, ცხენოსნობასთან, ნადირობასთან, მეგობრებთან.