კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რა შეცდომებს უშვებდა გიორგი მანჯავიძე და რაში არ ინდობს მას მეუღლე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გიორგი მანჯავიძე „მასტერშეფის“ ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტია, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ამპლუა, რომელიც ახლა მოირგო, მისი ოცნება იყო.
  გიორგი მანჯავიძე: ბოლო რამდენიმე წელი ძალიან აქტიურად ვუყურებ გადაცემებს კულინარიაზე და ოცნებად მქონდა, რომ მეც მიმეღო მათში მონაწილეობა. როგორც კი გავიგე, რომ „მასტერშეფი“ იწყებოდა, არიქა-მეთქი და მეუღლემაც მითხრა, აუცილებლად სცადეო. ახლა, როცა აქ ვარ, მგონია, რომ ეს სხვა სამყაროა და მიჭირს რეალობად აღვიქვა. თითქოს პარალელურ სამყაროში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი ოცნებები ხდება. ჩემი უპირატესობა ის იყო, რომ ამბიციური მიზნები არ მქონდა, გამარჯვებაზე არ ვფიქრობდი. შესაბამისად, ზედმეტი დაძაბულობისგან თავისუფალი ვიყავი. მაგრამ მერე რაღაც ეტაპზე გამიჩნდა ეს სურვილები, რადგან დავინახე, რომ შესაძლებლობა არსებობს. როგორც კი ამბიციები გამიჩნდა, ჯერ ხომ ისეც ყველაფერზე კატასტროფულად ვნერვიულობდი და ახლა დაემატა ნერვიულობა: არ გავვარდე, საუკეთესოდ წარმოვაჩინო თავი... რამაც ძალიან შემიშალა ხელი და მივხვდი, რომ ამის გამო შეცდომებს ვუშვებდი. ამიტომ, გადავწყვიტე, ყველაფერს შევეშვა და უბრალოდ, ვისიამოვნო ისე, როგორც სახლში.
– კულინარიის სიყვარული როდიდან დაიწყო?
– ერთ დილით მოვინდომე, რომ ჩემი მეუღლისთვის რაღაც მომემზადებინა – ეს იყო პირველი მცდელობა და ძალიან მოეწონა. მერე კულინარიით დავინტერესდი და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რამდენიმე რეპორტაჟი მოვამზადე კულინარიაზე. მერე ჩემი შვილებისთვის ვცადე რამე საინტერესოს გაკეთება. ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე მკაცრი შემფასებელია. მეუღლე მაგ ამბავში არ მინდობს ხოლმე (იცინის).
– ამ ამბების შემდეგ სწრაფი კვების ობიექტიც გახსენით...
– ეს უკვე „მასტერშეფმა რა ჰქმნას“ ამბებია. ჯერ ოჯახისთვის ვამზადებდი კერძებს, მერე – სიდედრისთვის, დედაჩემისთვის, სამეგობროსთვის. ნელ-ნელა გაიზარდა წრე. ყველა მეუბნებოდა, რომ რამე უნდა გახსნაო, მაგრამ არც დრო იყო, არც ფინანსები. როდესაც „გაბაზრდა“, რომ „მასტერშეფში“ ვიღებდი მონაწილეობას და ჩემი საფირმო „მანჯის ფრთები“ გამქონდა კონკურსზე, მეგობარმა მითხრა, ე, მანდ ბარემ ხომ არ გაგვეხსნაო. ასე „შემოგვეხნა“ მართლა და მიხარია, რომ ყველას მოსწონს – ეს ჩემი პატარა ოცნება იყო. 14 წელია, მედიაში ვარ, ხალხი მეტ-ნაკლებად მიცნობს, ჩემი რეპორტაჟების გამო ბევრჯერ უთქვამთ კომპლიმენტი, მაგრამ „მასტერშეფმა“ სასწაულები ქნა (იცინის). ამას წინათ ბაზარში იმდენი ხალხი შემომესია, მიცნეს, ფასები დამიკლეს, თან გადამყვნენ (იცინის).
– პროფესიით ჟურნალისტი ხარ.
– პროფესიით საერთაშირისო ტელეკომუნიკაციის ინჟინერი ვარ. ჟურნალისტობის სურვილი ყოველთვის მქონდა. მაშინ გავიგე, რომ „ჯიპაში“ შემეძლო ამ მიმართულებით მესწავლა, რაც იმ მომენტში პრესტიჟული იყო. გადავწყვიტე, ფოტოჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა. მაგისტრატურაზე ძალიან დიდი კონკურსი იყო და ინგლისურის გამო ვერ მოვხვდი. არ დავნებდი, ყოველდღე დავდიოდი და „ტვინს ვბურღავდი“ – ჟურნალისტიკაზე მინდა სწავლა და რა ვქნა, როგორ მოვიქცე-მეთქი!? ბოლოს მითხრეს, თუ ასე გინდა, პატარ-პატარა კურსები გვაქვსო და სადაც კი შემეძლო, ყველგან ვიარე. მერე ტელევიზიაში გავყევი დასათვალიერებლად, იქ გავიცანი დღეს უკვე ჩემი კოლეგა – ქეთევან ბერაია, რომელსაც სტაჟირების შესახებ ვკითხე და დამპირდა, როცა დაიწყება დაგირეკავო. მაშინ რაგბით ვიყავი დაკავებული ძალიან აქტიურად. შეკრებაზე ვიყავი, როცა ქეთევანმა გამაგებინა, სტაჟირება დაიწყოო. ხუთ წუთში ჩავიბარგე და მოვედი ტელევიზიაში. ცოტა ხანი „,მოამბეში“ ვიყავი კორესპონდენტად, მერე სამხედრო მიმართულებით წავედი.
– მერე იყო ცხელი წერტილები და არაერთი სახიფათო მომენტი.
– სამხედრო ჟურნალისტიკა ავირჩიე. ჯერ დოკუმენტური ფილმების გადაღება დავიწყე, შემდეგ იყო ავღანეთი. ავღანეთი მაშინ მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილი იყო. შემდეგ იყო ყველაზე მძიმე დღეები ჩემს ცხოვრებაში – აგვისტოს ომი. მიმართულებიდან გამომდინარე ბევრ ჯარისკაცს, ვინც იქ იბრძოდა, პირადად ვიცნობდით. ბევრი მძიმე ისტორია მახსენდება. ბიჭები რომ მიდიოდნენ, მივყვებოდით და მეთაურებმა გვთხოვეს, წინ ბრძოლაა და ნუღარ გამოგვყვებით, თქვენი მოვლის თავი არ გვექნებაო – მაშინაც კი ამაზე ფიქრობდნენ. ერთ-ერთ ჯარისკაცს გამოველაპარაკე. არ ვიცნობდი, პატარა ბიჭი იყო. მისი ზურგჩანთა დამამახსოვრდა მისივე ინიციალებით – ამ ჩანთით დამატებით ტყვია-წამალი მიჰქონდათ ხოლმე ბიჭებს, ჯარისკაცები მიხვდებიან, რომელ ზურგჩანთასაც ვგულისხმობ. ღმერთი შენკენ-მეთქი და წამოვედით. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ოკუპანტები უკვე გორში იყვნენ, ოპერატორი მანახვებს ტანკს, რომელზეც, არ მომერიდება ამის თქმა, ძუნძგლიანი ტიპები იყვნენ. ყველა ქვეყნის ჯარისკაცს უნდა სცე პატივი, მაგრამ მათ ჯარისკაცების არაფერი ეტყობოდათ. ეს ჩვეული სურათი იყო და არ მივაქციე განსაკუთრებული ყურადღება, მაგრამ კარგად შეხედეო, ოპერატორი მეუბნება. ტანკიდან ამოვიდა ტიპი და ვხედავ, რომ ჩემთვის ნაცნობი ზურგჩანთა ჰქონდა გადაკიდებული. მე არ ვიცი, ის ბიჭი ცოცხალია თუ გარდაიცვალა, მაგრამ მაშინ ეს იყო მთელი ტრაგედია და ტკივილი. ჩემს წარმოდგენაში ის ბიჭი სადღაც დაიღუპა, მტერი კი მივიდა, ზურგჩანთა ააცალა და თვითონ გადაიკიდა – ეს იყო სიმბოლო იმ ტკივილისა, რაც ჩვენ იქ გამოვიარეთ. არაერთხელ აღმოვჩენილვართ საფრთხეში. სულ რამდენიმე მეტრში ჭურვი აფეთქდა, მე და დავით მძინარიშვილი ვიდექით გვერდიგვერდ, ტყვიამ ზუსტად ჩემსა და მის ყურს შორის ჩაიარა, ისე, რომ ყური გაგვიხვრიტა. შემომხედა, გაეცინა, მითხრა: ნუ გეშინია, ხმა თუ გაიგე, ესე იგი, გადარჩიო. რაც შეეხება ავღანეთს, ბოლო პერიოდში პირველი ქართველი ჟურნალისტი ვიყავი, ვინც იქ ჩავიდა. მაშინ ქართველ ჯარისკაცებს ერაყში უკვე სახელი ჰქონდათ და ყველაზე მეტად გამიკვირდა, რომ მათი ვაჟკაცობის ამბები და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის ისტორიები, რომლებზეც ლეგენდები დადიოდა, ავღანეთშიც იცოდნენ და ადგილობრივებიც კითხულობდნენ, როდის ჩამოდიან ქართველებიო – მაშინ მოლაპარაკებების პროცესი იყო. ბევრი ლეგენდა მოვისმინე ქართველებზე, რამაც ძალიან გამახარა. რამდენიმე ქვეყნის ჟურნალისტები ვისხედით და ერთ-ერთი ადგილობრივი მეუბნება, შენ იცი, ჩვენთან რა ლეგენდა არისო? ამბობენ, სადაც ქვეყნიერების დასასრულია, ძალიან ლამაზი, მაღალი მთებია და იქ ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობს. იქაურობის მცველები არიან – იცი, ვისზეა ეს ლეგენდა? ქართველებზეო. თავაწეული და ძალიან ამაყი ვიყავი ამის გამო.
ჩემზე ძალიან იმოქმედა – აგვისტოს ომმა და ცამეტი ივნისის ტრაგედიამ. ამ უკანასკნელის დროს ოფიციალურად არსად ვმუშაობდი, მაგრამ ჩემი სახლში გაჩერება წარმოუდგენელი იყო. ტელეფონს ხელი მოვკიდე, გავვარდი და დავიწყე პატარა ვიდეოების ჩაწერა და „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელება. მალე აღმოვაჩინე, რომ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ვარ. ეს, ემოციურთან ერთად, პროფესიულად ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.

скачать dle 11.3