№26 თითქმის კაცი
ერთ-ერთ პარტიულ ფურშეტზე შეზარხოშებულმა (გვარს არ ვასახელებთ) პარტფუნქციონერმა მამაკაცმა საგარეჯოს რაიკომის მდივანს, მედეა მეზვრიშვილს უთხრა:
– მედიკო, გიყურებ და თითქმის კაცი ხარო.
მეზვრიშვილმა პასუხი არ დააყოვნა:
– მეც გიყურებ და შენც თითქმის კაცი ხარო.