№26 ანეკდოტები
– ჩვენი ფირმა მოლარეს ეძებს.
– ხომ აიყვანეთ მოლარე ერთი კვირის წინ?
– აი, სწორედ, მაგას ვეძებთ.
***
მეგრელს უთხრეს, სპილო გაქცეულა ზოოპარკიდან და დასაჭერად დასდევენო.
– ხოხ! რას დაიჭერენ ეგენი მაგხელა სპილოს?!
მერე გაიგო, რომ დაიჭირეს.
– ხოხ! აბა, სად გაიქცეოდა მაგხელა სპილო?!
***
თქვენ ცოფის ნიშნები გაქვთ, – ეუბნება ექიმი მეგრელს.
– ხოხ, მართლა?
– კი, ნამდვილად ასეა.
– კაი, მაშინ, – ჩაილაპარაკა მეგრელმა. აიღო ფურცელი და წერა დაიწყო.
– ანდერძს წერთ? – ეკითხება ექიმი.
– მეგრელი ხმას არ იღებს, გამწარებული წერს და წერს.
– თუ ანდერძს წერთ, ტყუილად ირჯებით, ჯერ არ მოკვდებით.
– მაცალე, კაცო, შენ მე... ხომ მითხარი, ცოფიანი ხარო?
– კი.
– ჰოდა, ვის უნდა ვუკბინო, იმათ სიას ვწერ...
***
ქუთაისში „ჯიპს“ უკან პატრულის მანქანა მიჰყვება. წინ მოედანია და „ჯიპმა“ წესით, წრე უნდა დაარტყას, მაგრამ დაეზარა მძღოლს იქამდე მისვლა, იქვე ღერძული ხაზი გადაჭრა და დაატრიალა.
პატრული:
– „ჯიპი“, რაია, კრუგი რომ დაგერტყა, გული აგერეოდა?